რუსეთ-საქართველოს სამეგრელოს ომი (1856-1857) – გურიის ომის მსგავსად, სამეგრელოშიც აჯანყების მიზეზი ბატონყმობა იყო. ამბოხის ეპიცენტრი სოფელი სალხინო იყო. უტუ თოდუას მეთაურობით 4 ათასამდე პარტიზანი იქნა მობილიზებული. 1857 წელს
ბრძოლებმა მთელი სამეგრელოს ტერიტორია მოიცვეს. 1857 წელს მოხდა ყველა ლოკალური პარტიზანული კერის გაერთიანება და ამ გაერთიანებას სათავეში უტუ მიქავა ჩაუდგა. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მეამბოხეთა წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართა. აგვისტო-სექტემბერში მეამბოხეთა და საოკუპაციო ჯარებს შორის ინტენსიური ბრძოლები გაიმართა ქვალონთან (ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი), ჯვართან, თეკლათში (ახლანდელი სენაკის მუნიციპალიტეტი), მარტვილის მონასტერთან, ნახუნუში (ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი), ზუმში (ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი). ოქტომბერ-ნოემბერში მთავრობის ჯარებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს ამბოხის ჩასაქრობად. ტერიტორიების დაკავების პროცესში ხდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური დარბევა და მარადიორობა. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნულ მოვლენას სამეგრელოს „აჯანყება“ ეწოდება.
ავტორი:


Комментариев нет:
Отправить комментарий