Страницы

понедельник, 18 августа 2014 г.

მოსკოვში თურქეთის საელჩოს სანადირო თოფიდან ესროლეს!

დღეს დილას რუსულმა და აზარბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, მოსკოვში თურქეთის საელჩოსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ეროვნებით სომეხმა მოქლაქემ თურქეთის საელჩოს საკუთარი სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი საელჩოს დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა. 

დაკავებული აღმოჩნდა ეროვნებით სომეხი არტურ მირზოიანი, რომელსაც მოსკოვში საკმოდ წარმატებული ბიზნესი აქვს.  გავრცელებული ინფორმაციით მირზოიანის ქმედება იმ ისტრიული დაპირისპირებით აიხსნება რომელიც თურქებსა და სომხებს შორის არსებობს. თავდამსხმელის თქმით მისი სამიზნე იყო საელჩოს შენობაზე განთავსებული თურქეთი ღერბი, რომელსაც ორი ტყვია მოარტყა თავდამსხმელმა. 
მირზოიანის თავდაპირველად, ორი გასროლის შემდეგ მიმლვა სცადა, თუმცა საელჩოს დაცვამ კამერებით დაინახა საით გაიქცა ტავდამსხმელი და მალევე დააკავა.
მირზოიანის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.

Комментариев нет:

Отправить комментарий