აზარბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით მინისტრები განიხილავენ სამმხირვი თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საომარი მდგომარეობის შემთხვევაში
საკომუნიკაციო სისტემის, ნავთობსადენების და სარკინიგზო მაგისტრალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. ასევე იგეგმება ხელმოწერა მთელ რიგ გასატარებელ ღონისძიებათა გეგმაზე რომელიც სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერებას უკავშირდება.
ასეთი შეხვედრა თავდაცვის მინისტრებს შორის პირველია და ცალსახად, დიდ ყურადღებას იმსახურებს რადგან, რეგიონში შექმნილი მდგომარეობა და განსახილველ საკითხთა ჩამოანათვალი ასახავს იმ გამოწვევბსა და საფრთხეების ხასიათს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას.
იგეგმება მინიტრების შეხვედრა ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთსან და სხვა ღონისძიებები.
შეხვედრა თავისი შინაარსით ძალიან საინტერესოა. სამწუხაროდ გავრცელებულ ინფორმაციაშია რ არის მითითებული თუ ვისი ინიციატივით დაიგეგმა შეხვედრა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, შეხვედრა დიდი ხნის წინ დაგეგმა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 17 აგვისტოს გახდა ცნობილი.

Комментариев нет:
Отправить комментарий