უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი ტერორისტები ზალპური ცეცხლის საარტილერიო კომპლექს "ურაგანს" იყენებენ და მისი საშუალებით კასეტურ ბომბებს ისვრიან.
ინფორმაციას საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფი ავრცელებს და ინფორმაციასთან ერთად, ფოტო ფაქტს აქვეყნებს.
ჯგუფის განცხადებით ინფორმაცია რომ ტერორისტები აღნიშნულ სარაკეტო სისტემას იყენებდნენ, ჯერ კიდევ გასულ კვირას ჰქონდათ, თუმცა დადასტურება ვერ ხერხდებოდა. დღეს კი დამადასტურებელ ფაქტად, ინფორმაციასთან ერთად გავრცელებული ფოტო მოჰყავთ. მათი თქმით რაკეტის კალიბრი, რომელიც 222-მმ, სწორედ ასეთი ზალპური ცეცხლის კომპლექსებზე გამოიყენება (შედარებისთვის ცნბილი "გრადის" კალიბრი "122-მმ"-ია).
გასული კვირის განმავლობაში რუსულმა მედიამ არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული არმიის მიერ, კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ. საპასუხოდ უკრაინელები ავრცელებედნენ ინფორმაციას რომ ხშირად დასახლებულ პუნქტებს თავად ტერორისტები ბომბავენ, პროვოკაციის მოწყობის მიზნით. ასეთ დაბომბვევბს, ადგილობრივ მოსახლეობასთან და რუსულ მედიასთან, უკრაინული არმიის მხრიდან სისასტიკის გამოვლინებად რაცხავენ და ადგილობრივებს, უკრანელი სამხედროების წინააღმდეგ განაწყობენ.
![]() |
| საინფორმაციო წინააღმდეგობის ჯგუფის მიერ გავრცელებული ფოტო ფაქტი |


Комментариев нет:
Отправить комментарий