Страницы

пятница, 22 августа 2014 г.

კურილიის კუნძულებთან იაპონური წყალქვეშა გემი გამოჩნდა!

რუსული მედიის ინფორაციით კურილიის კუნძულებთან უცხო ქვეყნის წყალქვეშა ნავი შენიშნეს, რომელიც სამხედროთა თქმით სავარაუდოდ სადაზვერვო მოქმედებებს ახორციელებდა. წყალქვეშა ხომალდის აღმოჩენისთანავე მისი მიამრთულებით გაიგზავნა რუსეთის საზღვაო ფლოტის გემები და საზღვაო ავიაცია. ამის შემდეგ წყალქვეშა ხომალდი ნეიტრალურ
წყლებში გავიდა. რუსების ინფორმაციით ხომალდი oyashio-ს კლასის იყო რომელიც იაპონიის საზღვაო ძალების შემადგენლობაშია.

აღნშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვსა და თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. სამხედორები აღნიშნავენ რომ ბოლო დროს იაპონური ფლოტის აქტივობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შეინიშნება მათი დაინტერესება კურილიის კუნძულებით. ასევე ვრცელდება ინფორმაცია რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, კუნძულებთან ასევე შენიშნეს ამერიკული წყალქვეშა ხომალდი. მაშინაც საზღვაო ავიაცია და რამდენიმე ხომალდი გაგზავნეს მისი მიმართულებით.
უკრაინულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. უკრაინელები თვლიან რომ პროცესი დაიწყო და ეს პროცესი აუცილებლად რუსეთის დაშლითა და ბევრ საკითხში ისტორიული სამართალის აღდგენით დასრულდება. ინფორმაციისთვის ავრცელებენ საბჭოთა კავშირის მიერ იაპონიის კუთვნილი კუნძულების მითვისების იტორიას და თვლიან რომ რუსეთმა ისინი იაპონიას უნდა დაუბრუნოს. 
იაპონიასა და რუსეთს შორის კურილიის საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობა ყველაზე მეტად დაძაბული 2008-2009 წლებში იყო. მას შემდეგ ინციდენტები მუდმივად ხდება, რომელიც გამოიხატება იაპონელი ჩინოვნიკების ფრენებით კუნძულების სიახლოვეს. ბოლო ასეთი ინციდენტი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის დემონსტრაციულ გაფრენას მოჰყვა, რომელიც შარშან შემდგომაზე მოხდა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий