Страницы

пятница, 22 августа 2014 г.

საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ - საქართველო ზრდის პროდუქტების ექსპორტს რუსეთში!

დღეს რუსლ მედიაში გავრცელდა რუსეთის ფიტო-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის პრეს სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოდან პროდუქტის და ხორცპრდუქტების იმპორტის გაზრდის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული შეთანხმება მიღწეული იქნა საქრთველოს სურსათის ნაციონალური სააგენტოსა ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურაშვილისა და რუსეთის ფედერალური ფიტო-სანიატარული ზედამხედველობის სამსახურის ხელმმძღვანელის სერგეი დინკვერტს შორის გამართულ შეხვედრაზე. გავრცელებული ინფორმაციით საქართველო მზად არის გაზარდოს არა მხოლოდ ხილი ექსპორტი რუსეთში, არამედ ცოცხალი საქონლითა და ხორცპროდუქტებით მოამარაგოს, დაცარიელებული რუსული ბაზარი. სანაცვლოდ კი რუსეთიდან საქართველო შემოიტანს სხვადასხვა კულტურების თესლსა და მეცხოველეობისათვის საჭირო გენეტიკურ მასალებს. 
საქართველოს ეს ნაბიჯი რა თქმა უდნა აღქმული იქნება როგორც დახმარების გაწვდილი ხელის რუსეთისათვის, დასავლეთის სანქციების ფონზე.  
 P.S. ჩემი სუბიექტური აზრია რომ მაშინ როდესაც რუსეთი, ჩვენს ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირეს უკრაინას, ასე ექცევა და იმ პირობებში როდესაც საქართველოს უკრაინისათვის არცერთ საკითხში გვერდით დგომა არ გამოუცხადებია. არ დახმარებია მაშინ როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, ღალატის ტოლფასია ის რომ რუსეთს პროდუქტებით მოვამარაგებთ. ასევე ღალატია დასავლეთის წინაშე რადგან, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი რუსეთის ბლოკადას ცდილობს და ჩვენ კი ამ ბლოკადის ზემოქმედების შესუსტებაში ვეხმარებით რუსეთს. 
P.S.S. კაზანტიპზე დაბრალებული დარიალის გახშირებული ჩაკეტვა, უპრიანი ხომ არ იქნებოდა რომ მტერთან თანამშრომლობისთვის დაგვებრალებინა, ვიდრე იმ ტიტველი გოგო ბიჭების გართობისთვის?

Комментариев нет:

Отправить комментарий