итар-тасс- ავრეცელებს ინფორმაციას სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას მიმართვის შესახებ, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებისადმი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით. მიმართვაში ბგანბა ახსენებს პრეზიდენტებს რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარეს გაეროს წვრმა ქვეყნებმა, ნიკარაგუამ,
ვენესუელამ, ნაურუმ და ა.შ.(?!) მიმართვაში მიმოხილულია ის სიტუაციია რომელიც შექმნილი პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმედს გამოთქვამს რომ მათი მხრიდან აღიარებით, აფხაზეთი ჩადგება იმ ქვეყნების რიგში, რომლებმაც ერთად უნდა ააშენონ ევრაზიული კავშირის ნათელი მომავალი. უნდა ითქვას რომ ბგანბას მიამრთვაში რაიმე განსაკუთრებული მოტივაცია არ იკვეთება, არც იმ თვალსაზრისით თუ რატომ მიმართა მაინცდამაინც ეხლა და არც იმ თვალსაზრისით თუ რატომ უნდა აღიარონ მაინცდამაინც ეხლა, აღნიშნულმა ორმა ქვეყანამ სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა.
აღნიშულ მიმართვას ძალიან მალე გამოეხმაურა ბელორუსიული პრესა. მართალია ჯერ ოფიციალურ მისნკს განცხადება არ გაუკეთებია მაგრამ ერთერთმა გამოცემამ yoki.ru-მ კომენტარის გაკეთება სთხოვა პოლიტოლოგსა და ჟურნალ "беларуская думка"-ს რედაქტორს ვადიმ გიგინს, ასევე ბელარუს ისტორიკოსს ალექსანდრე გრონსკის. ორივე რესპოდენტი აცხადებს რომ მოცემულ სიტუაციაში ბელორუსიის მხრიდან აფხაზეის აღიარება წარმოუდგენელია. იხსენებენ რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შემდეგ, რუსეთმა მიმართა ბელორუსიას ასევე ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა. მაშინ ბელორუსიის პარლამენტში შეიქმნა კდევაც კომისია, რომელსაც საკითხზე უნდა ემუშავა მაგრამ ეს კომისია დღემდე მუშაობს და არავითარი შედეგი არ აქვს. ასევე ხაზს უსვავენ რომ არავითარ სარგებელს არ მოუტანს ბელორუსიას, აფხაზეთის აღიარება და იხსენებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმ აქტივობებს, რომლითაც ის იცავდა ბელორუსიას ევრიპელი კრიტიკოსებისაგან. ასევე აღნიშნავენ რომ საქართველოს და ბელორუსიას აქვთ ეკონომიკური კავშირები რომლების გაფუჭებასაც ოფიციალური მისნკი მოერიდება. იმ კითხვაზე თუ რატომ მიმართა მაინცდამიანც ეხლა აფხაზეთსი ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ასეთი თხოვნით, ორივე რესპოდენტისთვის გაუგებარი რჩება.
ყაზახეთის მხარეს ჯერ არავითარი რეაქცია არ ჰქონია აღნიშულ მიმართვაზე და იმედია რომ იგივე რეაქცია იქნება, რაც ბელორიუსიის შემთხვევაში იყო.
თავად მიმართვის მოტივაცია კი როგორც ჩანს სეპარატისტულ აფხაზეთში კარს მომდგარი არჩევნებია და ვიღაც ამ ნაბიჯით უბრალოდ ქულების მიწერას ცდილობს. სავარაუდოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაქცია და მიიღებს ზომებს მსგავსი მოთხოვნების მაქსიმალურად დაბლოკვის მიზნით!

Комментариев нет:
Отправить комментарий