Страницы

среда, 6 августа 2014 г.

მოსკოვში "ქართველთა აგრესიის მსხვერპლთ პარაკლისს გადაუხდიან"

ინფორმაციას, რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის ექვსი წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მოსკოვშია დაგეგემილი, ехокавказа ავრცელებს. 
ხვალ 7 აგვისტოს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" საელჩოში გაიმართება  სხვადასხვა ღონისძიებები, საღამოს კი 22:00 საათზე
დაუშვებენ "რესპუბლიკის" დროშას და სალეჩოს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრებთან ერთად, წუთიერ დუმილით პატივს მიაგებენ 2008 წლის საქართველოსთან ომში დაღუპულთა ხსოვნას.  

ზეგ 8 აგვისტოს, ასევე მოსკოვში მაცხოვრის სახელობის მონასტერში (ქვედან მონასტერი) პარაკლისს გადაუხდიან საქართველოსთან ომში დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეებს, ცხივალის დამცველებს, ოს და რუს მშვიდობისმყოფელებსა და რუს ოფიცრებს, რომებიც 2008 წელს დაიღუპნენ. 
 აი ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს ზემოთ აღნიშული სააგენტო. გასაგებია რომ ოსი სეპარატისტები ამ თარიღს თავისი შეხედულებებით აღნიშნავენ მაგრამ რამდენად გამართლებულია ის რომ რუსეთის ერთმორწმუნესა და ჩვენი ეკლესიი მესვეურთაგან, მეგობრად ნაქადაგები მართმადიდებელი ეკლესია ამას აკეთებს? ძალიან საინტერესო იქნება სასულიერო პირების პასუხი ამ კითხვაზე. 
 უკვე ერთი კვირაა სეპრატისტული და რუსული მედია ავრცელებს ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც ამ თარიღის აღსანიშნავად გაიმართება, მაგრამ ჯერ ვერ წავიკითე ვერსად ის თუ რას ვაპირებთ ჩვენ? რა ღონისძიებების გამართვა იგეგემება და როგორ ვაპირებთ რომ მომავალ თაობას დღეიდანვე დავამახსოვროთ ეს თარიღი? ნუთუ წითელაშვილის ნაირი გარეწრების განცხადებებით უნდა აღინიშნოს ეს თარიღი და ამ დღესაც ასე დაქსაქსულებმა, წინა ხელისუფლებისა და მიშას დანაშაულზე უნდა ვილაპარაკოთ, იმის ნაცვლად რომ ამ ომში გმირულად დაღუპული ქართველი ბიჭების ხსოვნას პატივი მივაგოთ? 
ნუთუ ეს დღე გამოყენებული იქნება იმისთვის რომ ვიღაცეებმა რუსეთს კვლავ ერთი ადგილი ულოკონ და ამით აამონ? 
ღმერთმა ნუ ქნას რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების სულისკვეთებით გაჯერებული განცხადებები გააკეთოს!

Комментариев нет:

Отправить комментарий