აზარბაიჯანული მედიის ინფორმაციით 5 აგვისტოს ღამის პირველი საათიდან, სომხურმა არმიამ ინტენსიური ცეცხლი გახსნა აგდამის რაიონის სოფელ ბაშგიარვანიდისა და ჩირაგლის მიმართულებით. გავრცელებულ ინფორმაციაში სევე მითითებულია რომ ცეცხლი წარმოებს არა მხოლოდ ავტომატური იარაღიდან, არამედ მსხვილკალიბირიანი შეიარაღებიდანაც, იარაღის ტიპი არ კონკრეტდება.
აზარბაიჯანის მხრიდან დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აზარბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ მშრალი შეტყობინებით შემოიფარგლება და იტყობინება რომ საპასუხო ცეცხლი აზარბაიჯანულ მხარესაც გახსნილი აქვს.
გასული 4 აგვისტო, შედარებით მშვიდი იყო ყარაბახის კონფლიქტის ზონაში, თუმცა დაბალი ინტენსივობით სროლები მაინც მიმიდინარეობდა. სომხურმა მედიამ დღის ბოლოს გაავრცელა ინფორმაცია აზარბაიჯანელი სნაიპერის მიერ მოკლული ერთი სომეხი სამხედრო მოსამსახური შესახებ. ასევე სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ არცახის (სეპარატისტული ე.წ. რესპუბლიკა ყარაბახის ტერიტორიაზე) ე.წ. პრეზიდენტმა ბაკო სააკიანმა საგანგებო თათბირი გამართა თავის სამხედრო სარდლობასთან.
ღამის ცეცხლის გახსნის შესახებ სომხური მედია არაფერს იტყობინება. ინფორმაცია მხოლოს აზარბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა.
მთელი გასული დღის განმავლოაბში, ფრონტის ხაზის ორივე მხარეს ჩასული იყვნენ პოლიტიკოსები და სამხედრო მეთაურობა. სომხეთსი მხარეს სომხეთის პრემიერ მინისტრი და აზარბაიჯანის მხარეს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
აზარბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა დღს სამხედრო მოსამსახურეებიც დააჯილდოვა და უშუალოდ დაათვალიერ აფრონტის წინა ხაზი.

Комментариев нет:
Отправить комментарий