Страницы

пятница, 8 августа 2014 г.

აზარბაიჯანული პრესა - ომი შესაძლოა სოჭის შეხვედრამდე დაიწყოს!

ხვალ 8 აგვისტოს  სოჭში უნდა გაიმართოს აზარბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის შეხვერა, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრება. 
შეხვედრაზე განსახილველის აკითხები წინასწარ ცნობილი არ არის.
სავარაუდოდ განხილვის საგანი ყარაბახის კონფლიქტის ზონაში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი რომ იქნება ეს უდაოა, თუმცა რამდენიმე საათის წინ აზარბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა twitter გვერდზე დაწერა შემდეგი კომეტარი, რომელიც ადგილობივმა პრესამ ომის განახლების შეასძლებლობად შერაცხა - "ომი არ დამთავრებულა. დამთავრდა მხოლოდ პირველი ეტაპი, შესაძლოა დაიწყოს ომის მეორე ეტაპი". კომენტარის გამოქვეყნებიდან რამდნეიმე წუთში აზარბაჯანულმა მედიამ ალიავის ეს განცხადება გაავრცელა შემდეგი სათაურებით - "შეხვდერამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძლება ომი დაიწყოს".
აზარბაიჯანული გამოცემები და ექსპერტები სოჭში გასამართ შეხვედრას დიდი ინტერესით ელიან და აცხადებენ რომ ამ შეხვედრაზე უნდა იქნას "საბედისწერო" გადაწყვეტილება ყარაბახთან დაკავშირებით. 
 გუშინ 6 აგვისტოს ილჰამ ალიევი კონფლიქტის ზონაში, ფრონტის ხაზზე იყო ჩასული და  სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. ამ გამოსვლაში არაფერი იყო ისეთი რასაც შეეძლო 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის მიმართ ასეთი მოლოდინი გაეჩინა მაგრამ ალიევმა ფრონტის ხაზზე ასევე გამართა შეხვედრა სამხედრო სარდლობასთან და რა თქმა უნდა ამ შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა. ერთადერთი რაც ოფიციალურად გაცხადდა ამ შეხვედრიდან არის ის რომ ალიევმა იმ შესაძლებლობებზე ილაპარაკა, რომელიც აზარბაიჯანულ არმიას გაჩნია. 
მოლოდინი ძალიან დიდია ამ შეხვედრის და სავარაუდოდ ხვალ ეს საკითხი ერთერთი მთავრი თემა იქნება.



  

Комментариев нет:

Отправить комментарий