Страницы

четверг, 7 августа 2014 г.

უკრაინული პრესა - რუსეთის შემოჭრა 8 აგვისტოს იგეგმება (ფოტო/photo)

დღეს უკრაინული პრესა წერს რომ, ქვეყნის დაზვერვაში არსებული ანონიმური წაყროს ცნობით, რუსული არმიის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, იგეგმება 8 აგვისტოს. პრესის ინფორმაციით უკრაინის დაზვერვაში მათი წყარო ასეთ განცხადებას იმ რადიო მიყურადებისა და სატელეფონო ლაპარაკების მოსმენის შედეგად აკეთებს, რომელსაც მათი უწება აწარმოებს. ამ სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად კი რუსული
არმიის შემოჭრა იგეგმება 8 აგვისტოს, ჩერნიგოვოს რაიონის მიმართულებიდან რომელიც ბელორუსია, რუსეთის საზღვირ მონაკვეთის გასწვრივ არის. წყაროს ინფორმაციით 8 აგვისტოს იგეგმება რამდენიმე ტაქტიკური ჯგუფის შემოსვლა, რომელსაც უკან გამოჰყვება მძიმე ჯავშანტექნიკა და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. 

 ცოტა უფრო ადრე უკრაინის დაზვერვიდან იტყობინებოდნენ რომ მათ ტეროტირიაზე, რუსეთის არმიის შეჭრის თარიღად 15 აგვისტო იყო დათქმული. უცნობია თუ რატომ გადმოიწია ამ თარიღმა. ზოგადად უკრაინულ მედიაში გავრცებულია მოსაზრება რომ რაც უფრო მეტად წარმატებული იქნება ანტიტერორისტული ძალების მოქმედება, მით უფრო მეტად გაიზრდება რუსული არმიის შეჭრის ალბათობა. ხოლო თუ გაჩნდა იმის საშიშროება რომ დაკავებული დიდი ქალქების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ სეპარატისტები, მაშინ რუსეთი აუცილებალდ ყოველგავრი წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეიჭრება მათ ტერიტორიაზე. 
საბაჟო გამშვები პუნქტები საიდანაც სავარაუდოდ იგეგემება რუსული არმიის შეჭრა უკრიანის ტერიტორიაზე
 დღეს ცნობილი გახდა რომ უკრაინის ანტიტერირსტული ძალები შეტევაზე გადავიდნენ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გაავრცელა. მისი თქმით, ბრძოლები მიმდინარეობს ქლაქის შემოგარენში, ანტიტერორისტული ძალები აწარმოებენ შემტევით მოქმედებებს. არ დაადასტურა ინფორმაცია რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, თითქოს უკრიანული არტილერია და ავიაცია დონეცკში საცხოვრებელ კორპუსებს ბომბავს. ლისენკოს განცხადებით ავიაცია მოქმედებს მხოლოდ საზრვრის გასწვრივ და რუსეთიდან შემოსული სამხედრო  კოლონების წინააღდმეგ. ქალქის დაბომბვას ისინი არ ანხორციელებენ. ასევე ლისენკომ განაცხადა რომ ქალაქის სიღრმის მიმართულებით, მართლაც იყო მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან ცეცხლი, მაგრამ ის წარმოებდა აეროპორტის მხრიდან, რომელსაც ანტიტერორისტული ძალები არ აკონტროლებენ. 
 სხვადასხვა ბატალიონების მებრძოლები, რომლებიც უშუალოდ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონიდან, საკუთარ ფეისბუკ გვერდებზე წერენ შეტყობინებებს, დღეს დილით იტყობინებოდნენ რომ ყველა მიმართულებით გადადიან შეტევაზე. ზოგიერთ ადგილას არტილერია მუშაობს ინტენსიურად. ასევე იყო შეტყობინებები რუსეთი ტერიტორიიდან საარტილერიო ცეცხლის წარმოების შესახებ, რომელიც ეუთო-ს დამკვირვებლებმაც დაადასტურეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий