Страницы

пятница, 8 августа 2014 г.

პუტინმა 18 მაღალჩინოსანი ძალოვანი დაითხოვა!

ცნობილი გახდა რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 18 მაღალჩინოსანი ძალოვანი დაითხოვა. დათხოვნა ჩუმად, ყოველგვარი გამოუხმაურიბისა და განცხადებების გარეშე განხორციელდა. არც პრეზიდენტის პრეს-სამსახურს გაუვრცელებია რაიმე სახის ინფორამაცია. მაღალი რანგის ჩინოვნიკების განთავისუფლების
დასტური მხოილოდ ის ბრძანებებია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ვებრ გვერდზე გამოქვეყნდა. თავად განთავისუფლებების კონტექსტი ძალიან საინტერესოა - 7 აგვისტოს დილით, უკრაინი უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ ჟრნალისტებს განუცხადა რომ ბოინგის ჩამოგდება იყო სეპარატისტების შეცდომა, მათ დავალების მიხედვით უნდა ჩამოეგდოთ АЕРОФЛОТ-ის თვითმფრინავი, რომელიც შემდეგ უკრაინულ არმიას დაბრალდებოდა და ამით შეიქმნებოდა რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის საბაბი. განცხადებიდან რამდენიმ საათის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია რომ მოსკოვის დროით 19:30 საათზე ვლადიემრ პუტინი გააკეთებდა საგანგებო მიმართვას ნაციისადმი. ამის დასტურად ის დირექტივა მოყვანილი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის რეგიონულმა განყოფილებებმა მიიღეს. დირექტივის მიხედვით, მიმდინარე დღის 19:30 წუთზე უნდა მომხდარიყო ეთერის განთავისულფება, რადგან იგეგმებოდა პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა ნაციისადმი. თუმცა მოგვიანებით ასევე დაუდგენელი მიზეზით, მოხდა სატელევიზიო მიმართვის გადადება. დაუდგენელი დარჩა მიმართვის შენაარსიც. ყოველივე ამას კი მოჰყვა ინფორმაციის გავრცელება 18 მაღალჩინიოსანი ძალოვანის განთავისუფლების შესახებ. განთავისუფლებულ ჩინოვნიკებს შორის არიან საკმაოდ გახმაურებულები და ცნობილი გენერლები, მაგალითად - გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო (განთავისუფლების ბრძანებაში თანამდებობა მითითებული არაა) რომელიც ელცინის მართველობისას რუსეთის შინგანან საქმეთა მინისტრი იყო და უშუალოდ ხემძღვანელობდა პირველი ჩეჩნეთის ომში მონაწილე შენაერთებს, შემდეგ კი კურირებდა ტერორიზმთან ბრძოლას ჩრდილოეთ კავკასიაში. გენერალ-მაიორი ვასილი ფედორუკი რომელიც ხელმძღვანელობდა ჩრდლოეთ კავკასიაში კონტრტერორისტულ საჯარისო შენაერთებს. პოლიციის პოლკოვნიკი ვლადიმერ დიდენკო - რუსეთის შსს-ს ექსტრემიზმის წინააღდმეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი და ა.შ. 

(ბრძანებების ელექტრონული ვერსიები ბმული 1 და ბმული 2 )
კონკრეტულად რამ განაპირობა ძალოვანი სტრუქტურებიდან ასეთი მაშტაბით მაღალჩინოსანთა დათხოვნა არავინ იცის, ვრცელდება ვარაუდები, მაგრამ აღსანიშნავია რომ ასეთი მაშტაბის "წმენდა" რუს ძალოვნებს, სტალინის ეპოქის შემდეგ არ ახსოვთ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий