Страницы

среда, 20 августа 2014 г.

რომის პაპი ჯანმრთელობის გაუარესების გამო პაპობაზე უარის თქმას არ გამორიცხავს!

გუშინ რომის პაპმა ფრანცისკმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა საკუთარი ჯანმრთელბის შესახებ. განცხადება პაპმა ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ორი სამი წლის
სიცოცხლე დარჩენია: - "ორ-სამ წელიწადში წავალ მამაზეციერთან" განაცხადა პაპმა. მან ასევე განაცხადა რომ თუკი ის ვეღარ შესძლებს პაპის ფუნქციის შესრულებას ჯამრთელობის გაუარესების გამო, მზად არის უარი თქვას პაპობაზე.
ამჟამად პაპი ფრანცისკი 77 წლის არის და მანამდე მის ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ არაფერი თქმულა. პაპის განცხადებით მისი ჯანმრთელობის პრობლემები, ნერვულ სისტემსთან არის დაკავშირებული. 
დღევანდელი კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი, პაპი ფრანცისკი ერთერთი ყველაზე პოპლულარული პაპია, რომის პაპობის ისტორიაში. მისი პოპულარობა სცილდება კათოლიკურ სამყაროს და მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემ ადამიანთა რეიტინგში მუდმივად ლიდერის პოზიციას იკავებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий