Страницы

среда, 20 августа 2014 г.

აშშ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებს დაეხმარება!

ცნობილი გახდა რომ აშშ-ს სამხედრო ძალების სარდლობა ევროპაში, უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის, მატრიალურ-ტექნიკურ დახმარების გაწევას გეგმავს. აღნიშულის შესახებ ცნობილი გახდა, ვინიცაში გამართული შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას უკრაინის თვადაცვის სამინისტროს
პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრა გაიმართა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელობასა და უკრაინაში აშშ-ს სამხედრო ატაშეს ჯოზეფ ხიკოკსს შორის.
სამხედრო ატაშეს განცხადებით როდესაც მან შეიტყო, უკრიანის საჰაერო ძალების საჭიროებების შესახებ, ის მაშინვე დაუკავშირდა ევროპაში აშშ-ს სამხედრო მეთაურობას და მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული საჭიროებების შესახებ. ეხლა კი მიმდინარეობს სამხედრო სპეციალისტების მხრიდან საჭიროებების შეფასება და დახმარების მიწოდების პროცესის დაგეგმვა.
 რამდენიმე დღის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმენკომ, დახმარების თხოვნით მიმართა ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღანელობას.
წინა დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რეგულარული არმიის შენაერთები შევიდნენ და თან დიდიძალი შეიარაღება შეიტანეს. ასევე ცნობილია რომ უკრაინის აღმოსაველთით მოქმედ ტერორისტებს, ჰართავდაცვითი საშუალებებიც საკმარისად გააჩნიათ, რაც ართულებდა უკრიანული საჰაერო ძალების მოქმედებას საბრძოლო მოქმედებების ზონაში. მოცემულ სიტუაციაში კი ანტიტერორისტული ძალებისთვის, საჰაერო დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  საჰაერო ძალების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზრდილია იმ არსებული რეალობის გათვალსიწინებით რომ უკრანის სახმელეთო და სასაზღვრო ძალები უკრაინა-რუსეთის საზღვრის ძალიან დიდ ნაწილს ვერ აკონტროლებენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий