Страницы

вторник, 19 августа 2014 г.

დავიღუპეთ - რუსეთი ემბარგოს გვადებს!

ჩვენ რა, ხელისუფლების ორ წლიანი ამაო მცდელობები დაიღუპა და უგზუკვლოდ ჩაიყარა წყალში თორემ, ჩვენ ვერც გავიგეთ და არც გვინდოდა ამ სამარცხვინო პროცესში მონაწილეობა. ჩვენში ვგულსიხმობ ადამიანებს, რომლებიც თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი რუსეთთან დიალოგი დაწყების მიმართ. მაშინვე ისმოდა გაფრთხილებები რომ რუსეთთან მოლაპარაკება და შეთანხმება შეუძებელია. ასეთი მცდელობების საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს ქვეყანასა და
უბრალო მეამიტობა იყო ის რომ რუსეთთან რამენაირადმე მაინც შეიძლებოდა ურთიერთობების დალაგება. დღეს რუსების მიერ დაანონსებული ემბარგოს შესახებ, ჩვენი სასიქადულო საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს მოვკარი თვალი აზარბაიჯანულ პრესაში, სადაც ქ-ნ ფანჯიკიძე აცხადებს რომ სხვა რა გზაა თუ კი რუსეთი ემბარგოს დაგვადებს ის (ანუ ჩვენ) უბრალოდ შეეგუება ამას და იხსენებს 2006 წლის გამოცდილებას. აბსულუტური სისულელეა დღევანდელი მდგომარეობისა და 2006 წლის მდგომარეობასთან პარალელის გავლება. კარგი იქნებოდა თუ ქ-ნ ფანჯიკიძე 2006 წლის მოვლენებს, ცოტათი უფრო ადრე გაიხსენებდა და დაგაითვლასწინებდა აჟამინდელი ხელისუფლების პარტნიორად წოდებული რუსეთი ქცევას. ამავე კომენტარში ფანჯიკიძე კარასინი - აბაშიძის ფორმატს იხსენებს და გაურკვევლი მიზნით ხაზს უსვამს მის წარმატებას. რაში მდგომარეობს ეს წარმატება ცოტა გაუგებარია.
საერთოდ კარასინი-აბაშიძის შეხევდრების შესახებ მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა. ნუთუ არავის აინტერესებს (ჟურნალისტებს ვგულისხმობ) თუ რაზე საუბრობენ ეს ორი ღრმად პატივცემული პიროვნება? დავიჯერო და გნდათ დამაჯეროთ რომ მანდარინსა და მწვანილზე? ხო წმინდა წყლის სისულელე იქნებოდა ასეთი რამე ხდებოდეს და სირცხვილი იმ ერის მხრიდან, რომელსაც 20% ქვეყნისა წაართვეს რუსებმა? ნუ რა თქმა უნდა ისედაც სირცხვილია რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებად წოდებულთა, მუხლმოდრეკილი ფორთხიალის ყურება გვიწევს მტრის წინაშე, მაგრამ დაუშვათ რომ ამ შეხვედრებს ქონოდეს კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზანი და ვიგებდეთ თუ რა მოხდა შეხვდრაზე, რაზე შეთანხმდნენ და შესაბამისად შედეგებიც თვალსაჩინო იყოს, გარკვეული პერიოდის შემდეგ. დაუკვირდით ყოველი შეხვედრი შემდეგ, განსაკუთრებით პირველ ხანებში, შედეგად რასაც ვხედავდით იყო ის რომ საოკუპაციო ხაზის გამაგრება და გადმოწევა ხდებოდა. ამაზე გვეუბნებოდნენ რომ პანიკას არ უნდა ავყვეთ და არ ღირს ერთი და ორი მეტრის მიწის გულისთვის, ნორმალიზებული ურთიერთობების ხელახლა გაფუჭება. ამასაც შევეგუეთ და დაგვავიწყეს ეს თემა.
 ისე კი ღმერთმა უწყის რა ხდება ეხლა საოკუპაციო ხაზზე. ბოლოს რაც გავიგეთ არის ის რომ ქვეყნის მთავარი მაგისტრალიდან 2 კილომეტრში დაგვირჭეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი აბრა. 
ესეც შედეგი ფანჯიკიძის მიერ ნაქები კარასინი-აბაშიძის ფორმატისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის სიღმისეული ანალიზისა. მასაც და მის "დანატოვარსაც" ღრმად სწამდათ რომ რუსეთთან მოლარაკება შესაძლებელია და იმაშიც დარწმუნებულები იყვნენ რომ შესძლებდნენ რუსეთის დარწმუნებას, საქართველოს ევროინტეგრაციის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრირტებით თქვენთვის არანაირი საფრთეები არ იქმნებაო მაგრამ საკმარისი იყო რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგიაში, ოდნავ გარკვეული რუსისთვის მაინც ეკითხათ თუ რა საფრხთეს შეიცავს რუსეთისთვის, მის უშუალო საზღვრებთან ნორმალური და დასავლური ყაიდის სახელმწიფოს გაჩენა. 
ეხლა კი პატივცემულ მთავრობას, მოუწევს პასუხის გაცემა იმ ხალხისთვის რომელმაც სწორედ რუსეთთან "დალაგების" პოლიტიკის გამო მისცეს ხმა. იმათ აღარც ვგულისხმობ რომლებიც ისედაც ოპოზიციაში უდგანან. 
 ეჭვი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები საუკუნის ტყუილად შეფასდებ და NATO-ში თუ არა გინესების რეკორდების წიგნში შევალთ, როგორც ყველაზე მაშტაბური გაბითურების ობიექტები. სხვა პერსპექტივა ჩვენს უახლეს მოამვალს არ აქვს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий