Страницы

понедельник, 18 августа 2014 г.

რუსეთის მიერ საქართველოს ინკორპორაცია - საქართველოს სამთავრობოების შემომტკიცება

დასავლეთ საქართველოში რამდენიმე წვრილი სამთავრო არსებობდა: გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, სვანეთის. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ისინი დანარჩენ საქართველოს კიდევ უფრო ჩამორჩებოდნენ, ადგილობრივი ფეოდალები საშინელ ექსპლუატაციას უწევდნენ გლეხებს.

   რუსეთის ხელისუფლება ამ წვრილ მთავრებს ფარველობას სთავაზობდა, გარკვეულ ავტონომიას ანიჭებდა და თანდათან, დაპირებებით, პრივილეგიებით თავის სამსახურში აყენებდა. რუსეთმა თავის მფარველობაში აიყვანა სამეგრელოს სამთავრო (1804), გურიის სამთავრო (1810), აფხაზეთის (1810) და სვანეთის (1803-1833) სამთავრობოები.
   გურიის სამთავრო რუსეთმა მოტყუებით საბოლოოდ უკვე 1828 წელს შეიერთა. გურიაში რუსეთის ხელისუფლების დამკვიდრებამ და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლამ ამ სამთავროში 1844 წლის სახალხო გამოსვლები გამოიწვია.
    შედარებით დიდი (მოსახლეობით, რესურსებით) იყო სამეგრელოს სამთავრო, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას მუდამ ავლენდა. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის გარდაცვალების შემდეგ რეგენტი გახდა დედოფალი ეკატერინე (ჭავჭავაძე - დადიანი - სა). მას ჩინებული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასთან (იყო ეკატერინე II - ისა და ალექსანდრე I - ის ნათლულის შვილი), მაგრამ XIX საუკუნის 50 - იან წლებში რუსეთი ვეღარ ურიგდებოდა ნახევრად დამოუკიდებელ ქართულ სამთავრობოებს და ამზადებდა მათი ინკორპორაციის გეგმებს. რუსებმა მარჯვედ გამოიყენეს ადგილობრივი გლეხობის ანტიფეოდალური აჯანყება (1857) და ეკატერინე მმართველობას ჩამოაშორეს. განაწყენებული დედოფალი პარიჟში გაემგზავრა, სადაც მისი ქალიშვილის - სალომე დადიანის მშვენიერებამ ნაპოლეონ III - ის ნათესავი, ნაპოლეონ I - ის დის შვილიშვილი აშილ მიურატი მოხიბლა. ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ნაპოლეონ III - დამხობის შემდეგ პრინცი და პრინცესა მიურატები სამშობლოში, ზუგდიდში დამკვიდრდნენ.
   დავით დადიანის ვაჟმა - ნიკოლოზ (ნიკო) დადიანმა, იმპერატორის ზეწოლით, 1867 წელს ოფიციალურად უარი განაცხადა სამთავრო ტახტზე. მაგრამ მოგვიანებით, როცა ბულგარეთის სამეფო ტახტზე პრეტენდენტის წარდგენის საკითხი დადგა, რუსეთის საიმპერატორო კარმა კანდიდატად სწორეთ ნიკო დადიანი წამოაყენა. ევროპის ქვეყნების დიპლომატიის ჩარევით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას უფრთხოდა, ეს პროექტი ჩაიშალა.
   ასევე რუსეთის ზეწოლით, აფხაზეთის მთავარმა მიხეილ შერვაშიძემ (თავისი ნებით) უარი თქვა მთავრის ტახტზე, მაგრამ რუსების მიერ აფხაზეთში გატარებულმა ,,რეფორმებმა'', ადგილობრივი ადათ - წესების უგულებელყოფამ 1866 წელს დიდი სახალხო აჯანყება გამოიწვია. რუსები აფხაზებს ღალატს, პროთურქულ ორიენტაციას აბრალებდნენ, ამიტომაც მასობრივად აფხაზებს, როგორც თავადებს, ისე მათ ყმებს, თურქეთში ასახლებდნენ.
   დიდი სისხლისღვრით დასრულდა სვანეთის სამთავროს ინკორპორაციის მცდელობა. მთავარმა კონსტანტინე დადეშქელიანმა მოლაპარაკების დროს ჩადენილი უღირსი საქციელისათვის სატევრით განგმირა ქუთაისის გენერალ - გუბერნატორი გაგარინი (1857), ხოლო სვანეთში რუსული წესების უხეშმა დანერგვამ მოგვიანებით თავისუფალი სვანეთის მოსახლეობის აჯანყება გამოიწვია, რომელიც ხალდეს აჯანყების სახელით არის ცნობილი (1875). ამ აჯანყების ჩაქრობის დროს რუსეთის სამხედრო შენაერთებმა გადაწვეს და გაავერანეს სვანეთის ხეობები და სოფელი.

   სწორედ ამ პერიოდში რუსეთმა ძირითადად დაასრულა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის დაპყრობა.

ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий