Страницы

воскресенье, 31 августа 2014 г.

ყაზახეთი ევრაზიული კავშირიდან გასვლის შესაძლებლობებზე ალაპარაკდა!

მას შემდეგ რაც პუტინმა სელიგერზე ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყაზახეთის სახელმწიფოებრიობაზე ილაპარაკა და თქვა რომ ყაზახებს არასოდეს ჰქონიათ თავისი სახელმწიფო, ყაზახეთი აღშფოთდა. პუტინის სიტყვით გამოსვლას დაემატა ჟირინოვსკის გამოხტომა და საბოლოო ჯამში საქმე იქმადე მივიდა რომ
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა, ერთერთ ადგილობრივი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა რომ თუკი მათი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რაიმე საფრთხე დაემუქრება, მათ აქვთ უფრლბა გამოვიდნენ ევრაზიული კავშირიდან. ნაზარბაევმა ახსნა ის თუ როგორ ხდება გადაწყვეტლებების მიღება ევრაზიულ კავშირში და განაცხადა რომ ნებსმიერი გადაწყვეტლება მიიღება კონსესუსის გზით. რაც ნიშნავს იმას რომ თუ ერთი წევრი მაინც არის რაიმე გადაწყევტილების წინააღმდეგი მაშინ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. (წყარო)
 ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რასთან არის დაკავშირებული ასეთი შეფარული პოლემიკა ყაზახეთთან დაკავშირებით? მიზეზი კი არის ის რომ 27 აგვისტოს მინსკში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაზე (უკრაინა, ბელორუსია, ევროკავშრი, ყაზახეთი და რუსეთი) ნაზარბაევმა მხარი არ დაუჭირა რუსეთს და განაცხადა რომ უკრაინას აქვს უფლება იქონიოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ეს არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ევრაზიული და საბაჟო კავშირებისთვის. შესაბამისად რუსების ასეთი ანტიყაზახური გამოხტომა ერთგვარ "შურისძიებად" იქნა აღქმული და სავარაუდოდ ასეც არის.
 რისეთი დახელოვნებულია მეგობრების მტრებად გადაკიდებაში და ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის ჰყავს მოკავშირე ქვაყანაში ისეთივე მხარდამჭერები, როგორებიც უკრანაში აღმოაჩნდა. ცნობისათვის ყაზახეთში არსებობს ფედერალიზაციის მომხრეთა ჯგუფი, ზუსტად ისეთივე როგორიც უკრაინაში და ისინიც ზუსტად დონბასელი ტეროსიტებივით, რუსულეონოვანი მოსახლეობის უფლებებზე სწუხან: (მაგალითი)

Комментариев нет:

Отправить комментарий