Страницы

воскресенье, 31 августа 2014 г.

უკრაინულმა ავიაციამ დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკა გაანადგურა!

30 აგვისტოს საღამოს უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ ლუგანსკის ოლქში უკრიანული შეიარაღებული ფორმირებები და არმია, შეტევაზე გადავიდა. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია რომ 20:00 საათზე,
დასახლებულ პუნქტ მოლოდოგვარდეისკთან უკრაინულმა ავიაციის ორმა თვითმფრინავმა, ე.წ. მწვანე საფარში მობილიზებული დიდძალი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაანადგურა. ინფორმაცია ადგილობრივი საზოაგდოებრივი მოძრაობა "права справа"-ს ხელმძღვანელმა დიმიტრი სნეგირიოვმა გაავრცელა. მისი თქმით იმფორმაცია ტექნიკისა და ცოცხალი ძალის კონცენტრირების შესახებ, ანტორტერორისტული სპეცოპერაციის შტაბს სადაზვერვო ჯგუფმა "правое дело"-მ მიაწოდა. სადაზვერვო ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს რომ ორივე თვითმფრინავის მიერ ნასროლი რაკეტები და ბომბები მიზანს მოხვდა. ასევე მზვერავები ადასტურებენ რომ საჰაერო იერიშს მოჰყვა საბრძოლო მასალის დეტონაცია. ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრიანულ თვითმფრინავებს, მზვერავთა მტკიცებით სუდოხოლსკის გამოსაწორებელ კოლონიასთან დისლოცირებული "ПАНЦИР"-ებიდან, ორ-ორი რაკეტა ესროლეს თითო თვითმფრინავს, თუმცა თვითმფრინავებმა კვადრატიდან უცნებლად გასვლა შესძლეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий