რუსეთ-საქართველოს გურიის ომი (1841) – საომარი მოქმედებების მიზეზი ბატონყმობა და გლეხთა არნახული ექსპლოატაცია იყო. გოგია ვადაჭკორიას მეთაურობით შეიქმნა 220 კაციანი პარტიზანული დაჯგუფება „ფირალი“, რომელმაც 1841 წლის 3 ივნისს დაიწყო
საბრძოლო მოქმედებები. პარტიზანული ბრძოლა სულ-უფრო და უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებდა და მასში 7000-მდე მეამბოხე იქნა ჩართული. 9 აგვისტოს სოფელ გოგორეთთან ქართველმა პარტიზანებმა გაანადგურეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის საოკუპაციო საჯარისო ნაწილი, რის შედეგადაც კონტროლი დაამყარეს თითქმის მთელი გურიის ტერიტორიაზე. პარტიზანებმა აგრეთვე უკუაქციეს ქართველი კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი რაზმები. მეამბოხეთა წინააღმდეგ 2 464 რეგულარული ჯარისკაცი გაიგზავნა პილკოვნიკ მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით. გურიისაკენ დაიძრა სამეგრელოსა და იმერეთის კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი მილიცია. 5 სექტემბერს დილით, მ. არგუთინსკი-დოლგორუკოვმა, ადგილობრივი კოლაბორაციონისტი თავად-აზნაურთა რჩევით, მეამბოხეებს ზურგში მძიმე დარტყმა მიაყენა. თავდასხმამ საბოლოოდ გადაწყვიტა პარტიზანთა ბედი. ამ ბრძოლაში 60-ზე მეტი პარტიზანი დაიღუპა. რუსეთ-საქართველოს ომის ეს მონაკვეთი სხვათა მსგავსად მიჩქმალულია და მას გურიის „აჯანყება“ ეწოდება.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий