ქართულ მედია სივრცეში, ისეთი მარაზმი ტრიალებს და ისეთი საკითხებზე მიდის კამათი, რომელიც დღეს თითქოს ყველასთვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს. რეალურ პრობლემებზე არაფერი იწერება და არაფერი განიხილება. ქართული ოცნების მოსვლის დღიდან შიდა კინკლაობის მეტი არაფერი განიხილება. საგარეო ურთიერთობებში
მუდმივი თავის მართლების რეჟიმში არიან და მხოლდ იმას თუ წაიკითხავ, ვის რა აწყენინეს და ვინ რა მოგვალანძღა ზურგში. დიახ ზურგში, იმიტომ რომ უმრავლასობას ჩვენი მეგობრებისას ზურგი ვაქციეთ და მათთვის სრულიად გაუგებარ ნაბიჯებს ვდგამთ.
ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული თემები, ყოფილი პრეზიდენტის გარდერობი და კაზანტიპია. ერთ ფლანგზე ხელისუფლება იბრძვის, მეორეზე სულიერება. ორივე ტყუილ მტრებს დასდევს და ნამდვილი მტერისთვის არავის სცალია.
ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ვერაფარით გაუგია, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რას ისახავენ მიზნად ცალკე ხელისუფლება და ცალკე სულიერება. რატომ დასდევენ ამ არაფრის მვნებელ "მტრებს" და რატომ არ აქცევენ ყურადღებას იმას, რაც მართლაც ყურადღება მისაქცევია.
ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ზომა. მათ შორის სამართლიანობის აღდგენის დაუსრულებელ და არაფრის მომცემ პროცესსაც, რომელსაც ასეთი სიამაყით გვიქადაგებენ ტელევიზორიდან მოძველებული და ტრასფორმირებული პოლიტიკოსები. ვერაფერი ხეირი ამ პროცესიდან ხალხმა ვერ მიიღო და "გადაგდებული", განაწყენებული მდგომარეობის შემდეგ, სრულ ნიჰილზმს მისცემია. ახლა თუკი ვინმეს უნდა რომ თავი ობიექტურად წარმოაჩინოს, მანტრასავით დაზუთხულ ფრაზას იმეორებს - "არც ნაციონალები მევასებიან და არც მეოცნებეები!" - ყოჩაღ მერე შენ, რომ არცერთი არ "გევასება" და არცერთის ადვოკატი არ ხარ. ეს უპრინციპობაა დღეს და მეტი არაფერი, როდესაც ამდენ სისულელეს გვტენის, ღმერთმა უწყის ვისი თამაშით მოთამაშე ხელისუფალი და კიდევ უფრო გაუგებარი იდეოლოგიის სამღვდელოება, ნამეტანი ობიექტური და დასაფასებელია ის რომ პოზიცია არ გაქვს და "უფერო" მასის სტატუსით ამაყობ!
ამ დროს, ზემოთ ხსენებული, ფლანგებზე მებრძოლები კი თავი საქმეს აკეთებენ:
პირველი ანუ ხელისუფლება, წარმატებით ართმევს თავს ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერის გაუქმებას. წარმატებით ართმევს თავს, მოსფლიო რუქაზე პატარა ნაგლეჯ მიწაზე ახლხანს აღმოჩენილი ერის, ისევ ისტორიისა და წარსულის მტვერში ჩამარხვას. არცერთი მათი გადადგმული ნაბიჯი არ არის მიმართული იმისაკენ, რომ ევროპასა და მთლიანობაში დასავლეთს აჩვენონ რამე ისეთი, რის გამოც ჩვენი მათ რიგებში მიღება სასარგებლო იქნება. გასულ პერიოდში ასე აბუჩად აგდებული "დემოკრატიის შუქურის" სტატუსი, შემთხვევითი და ისე სუფრაზე, სიმთვრალეში წამოსროლილი შეფასება არ ყოფილა. ეს იყო იდეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილი დასავლური და თანამედროვე, პროგრესულ სამყაროსთვის დამახასიათებელი ნიშანთვისებების მქონე სახელმწიფოს შემქნისა, რომელიც მაგალითი გახდებოდა სხვა რესპუბლიკებისათვის და ის რომ ამ რეფორმატორული გამოცდილების ექსპორტი აუცილებელი გახდებოდა (რასაც დღეს თვალს ვადევნებთ უკრაინაში), აძლევდა ქვეყანას უნიკალურ შანსს, გამხდარიყო მართალაც განვითარებული სამყაროს ნაწილი და ლიდერი, პოსტსაბჭოთა სივრცეში. სწორდ ეს იყო ძალიან დიდი, უზარმაზარი პრობლემა რუსეთისთვის და დღეს ამ პრობლემას ისევ ქართველების ხელით აგვარებს მოსკოვი!
პირველ ფლანგს წარმატებით ეხმარება მეორე, სასულიერო ფლანგი:
ყოველგვარი დასვლურის ძაგება და მთელი პროგრესული სამყაროს "გარყვნილების ბუდედ" მონათვლა, მათი მხრიდან ხელშემყობი ფაქტორია პირველთა მიერ დასახული მიზნების განხორციელებისათვის. ანათემას არის გადაცემული ანდივიდუალიზმი და ლიბერალიზმი. მრევლში ისეთი იდეოლოგია ჩამოაყალიბეს რომ ეს ტერმინები ლამის სალანძღავ სიტყვებად ჩაესმით (სხვათაშორის რუსეთშიც ასეა). თავად ფუფუნებას მიცემული, დასვლეთში გამოგონებული და შექმნილი ფუფუნების საგნებით ყოფაგალამაზებულები, მრევლს დაჰკივიან - განიგდეთ დასავლეთზე ფიქრებიო, რუსეთი არის ჩვენი მოძმე და ერთმორწუმენო! რაღაც მორალის დაცვაზე ლაპარაკობენ, რომელიც ზუსტად რომ რუსეთს არ გააჩნია. არ გააჩნია არცერთი მართლმადიდებლობის მიერ ნაქადაგები ღირებულება და თვისება.
ბოლო დღეებში სასულიერო პირები აღშფოთებულები არიან ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარების გამო და უკრაინისთვის რუსეთის მიერ, ყირიმის წართმევა მოჰყავთ მაგალითად და ამას უკრაინისადმი ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელად ასაღებენ. არათუ იმას იტყვიან, რომ მათ მიერ ნაქები რუსეთია მიზეზი ყოველგვარი უბედურებისა, უგვანობისა და სიველურისა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სჭირს. ზოგიერთმა ქართველმა სასულიერო პირმა, ყირიმის მაგალითიც არ გვაკმარა და საქართველოსთვის მიწების დროებითი დაკარგვაც, ღმერთის განრისხებას მიაწერეს და ჩვენი, თურმე წარსული ცოდვების გამო განრისხებული ღვთით მოვლენილი ყოფილა ის, რომ რუსეთმა გაგვწყვიტა და სახლებიდან თანამოძმეები გამოგვიყარა.
რელიგიურ შინაარსიდან რომ გამოვიდეთ და ეს ყველაფერი ჩვეული, ყოველდღიური ენით აღვწეროთ გამოგვდის, რომ საქართველოს სასულიერო პირების ნაწილი, რომელიც საკმაოდ გავლენიანია, გვეუბნება - რუსეთია ღმერთი და მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული, დაგვიბრუნდება თუ არა მიწები. ა/წ 19 აგვისტოს, ზუგდიდში გამართულ ქადაგებაში ერთმა მეუფემ (თუ არ ვცდები) ისიც თქვა, ყირიმიდან სასულიერო პირები იყვნენ ჩამოსული და აღშფოთდნენ, რომ გაიგეს "კაზანტიპის" საქართველოში გამართვის ამბავიო. სად იყვნენ ეს სასულიერო პირები და რატომ არ დასდევდნენ ყირიმში ფესტივალის დამსწრეთ საკმეველითა და ნაკურთხი წყალის პკურებით?
ქართველი სასულიერო პირებისა გამკვირვებია, რატომ მაშინ არ ამოიღეთ ხმა, როდესაც სამების ტაძარში "მართლმადიდბელ მეცენატთა კავშირის" წვეულება გამართეთ, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოსთან დაახლოებული ორგანიზაციაა. სად იყავით მაშინ და რომელმა თქვენგანმა მოახდინა იმის ორგანიზება, რომ პუტინის (რომლის როლის ხაზგასმა ქართველთა სისხლისღვრაში ზედმეტად მიმაჩნია) მეგობარი, "ღამის მგლები" პატრიარქს შეახვედრეთ?
მოკლედ - ნაცვლად იმისა, რომ მთელი ერი და ბერი მტრის მოშვერილი ლულების წინ ვიყოთ გადაფარებული და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებოდეთ, აი ასე, ყოფილი პრეზიდენტის გარდერობს, "შიშველ" გოგო-ბიჭებსა და დასავლეთის გარყვნილებაზე დარდობს "ქართველი ერი"!

Комментариев нет:
Отправить комментарий