სოციოლოგიური და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგნაზაციამ "левада центр"-მა მიმდინარე წლის ავლისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები დღეს გამოქვენას. გამოკითხვის კითხვები მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ეხებოდა.
გამოკითხვა ჩატარდა რუსეთის 46 რეგიონის 134 დასახლებულ პუნქტში. გამოკითხულთა ასაკი 18 წლიდან ზემოთ. სულ გამოიკითხა 1600 ადამიანი. გამოკითხვის შედეგები 2004 წლიდან 2014 წლამდე პერიოდ ეხება და ნაჩვენებია დინამიკა ცვლილებების. შედეგებს თუ კარგად დააკვირდებით მრავლის მეტყველია და საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად იცვლება.
არაღაირების პოლიტიკის გავლენა, თავად რუს ობივატელზეც ისახებოდა და ეს კარგი მაგალითია იმისათვის რომ ეს პროცესი უნდა გარძელდებოდეს. ამას ხელისუფლება თუ ვერ ხვდება, საზოგადოება უნდა ითხოვდეს. ამ პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემა ყველგან, ყველასთან და ყოველთვის.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენი პრემიერი მინისტრის მოსაზრებით რუსეთს არ აქვს საქართვეოლოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირება განზრახული, ამ მიმართულებით მოქმედება საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს. არ შეიძლება ამ საკითხის ასე მიყურისძირება და რუსეთის არ გაღიზიანების მოტივით წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის შეჩერება:




Комментариев нет:
Отправить комментарий