Страницы

четверг, 28 августа 2014 г.

მდგომარეობა უკრაინაში - ვითარება ყოველ წუთს მძიმდება!

წუხელ ღამით უკრიანის ტერიტორიაზე რუსული არმიის სრულმაშტაბიანი შეჭრა განხორციელდა. მანამდეც არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა რუსული არმიის ნაწილების შეჭრის შესახებ თუმცა ეს კონკრეტული ინციდენტი განსხვავდება იმით რომ შეჭრა განხორციელდა ისეთი მიამრთულებით, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმიდინარეობდა და რუსულ არმია ახორიელებს
მოქმედებებს რომელიც დამახასიათებელია, რეგულარული არმიის საბრძოლო ოპერაციის წარმოებისათვის. დაკავებულ ტერიტორიებზე ეწყობა ბლოკპოსტები და მუშაობს ზურგის სამსახური, რომელიც მოწინავე ძალებს ამარეგებს ტყვია წამალითა და ტექნიკით. ასევე აღსანიშნავია რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსული არმიის ტექნიკიდან არ არის წაშლილი განმასხვავებელი ნიშნები და ცალკეული ბატალიონების ტექნიკაზე ასევე დამაგრებულია შენაერთის დროშები. 
 გუშინ და მთელი გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული აგრესია, მთავრი განხილვის საგანი გახდა თითქმის ყველა საერთაშორისო ორანიზაციაში. მოცემულ მომენტში შექმნილი ვითარება განიხილება ეუთოს საბჭოს სხდომაზე. უკრაინის პრემიერ მინისტრმა უკვე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა. პოროშენკომ თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო და ქვეყნის უშიშროების და თვადაცვის საბჭოს საგანგებო სდომას მართავს. განცხადებები კეთდება ევროსაბჭოსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეა განცხადება რომლშიც რუსეთს მოუწოდებს სასწრაფოდ შეწყვიტოს უკრაინის მიმართ აგრესია და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან. რუსეთის აგრესიას ასევე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი  და შვედეთის საგრეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი. წუხელვე შედგა სატელეფონი საუბარი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. გავრცელებული ინფორმაციით მერკელმა პუტინისგან მოითხოვა ახსნა განმარტება გავრცელებულ ინფორმაციაზე, თუმცა რა პასუხი მიიღო არ გახმაურებულა. ცნობილია რომ გუშინ მერკელსა და პოროშენკოს შორის, ორჯერ შედგა სატელეფონო საუბარი. სავარაუდოდ მერკელის სამშვიდობო ინიციატივები უგულებელყო პუტინმა და ცდილობენ შეაკავონ პუტინის აგრესია. რამდენად გამოუვათ ღმერთმა უწყის. 
პარალელურად რუსეთის არმიის მარიუპოლის მიმართულებით შეჭრისა, გავრცელდა ინფორმაცია რომ გუშინ საღამოს შეტაკებები მოხდა ყირიმის საზღვართან, უკრაინელ მესაზღვერეებსა და რუსული არმიის დივერსიულ ჯგუფს შორის, რომელიც ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ხერსონის ოლქში შექმნილ მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა ოლქის ყოფილმა ხელმძღვანელმა იური ოდარჩენკომ, რომელიც ამბობს რომ ყირიმის მხრიდან მობილიზებულია რუსული არმიის საკმოდ დიდი ძალები. თითქმის ყოველდღიურად მათი მიამრთულებიდან ოლქის ტერიტორიაზე  იგზავნება უპილოტო მზვერავი საფრენი აპარატები. ერთერთი ასეთი საფრენი აპარატი რამდნეიმე დღის წინ ჩამოაგდეს უკრიანელმა მესაზღვრეებმა. 
 ამ ყველაფრის ფონზე უკრაინელი დიპლომატები ევროკავშირსა და NATO-ს დახმარებას სთხოვენ არა მხოლოდ დიპლომატიური მიმართულებით, არამედ შეიარაღებითა და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობით.
იმედია ბოლო მოვლენების ფონზე დარწმუნდებიან დასვლელი ლიდერები რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევით ვერ მოხდება და საჭიროა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. დღის ბოლომდე ცნობილი უნდა გახდეს თუ რა ზომებს მიიღებს საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის წინააღმდეგ და რას დაუპირსპირებენ მის აგრესიულ მოქმედებებს. ფაქტია რომ რუსეთმა უკრაინას, დონეცკისა და ლუგანსკის ფრონტების პარალელურად, მესამე ფრონტი გაუიხსნა! 

1 комментарий:

  1. 2008 წლის საქართველოს მაგონებს,ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომის დროს კოდორის ხეობის რუსების მიერ დაკავება...ახლა რაღაც ახალი გეგმა აქვს პუტინს.

    ОтветитьУдалить