რუსეთის წინააღმდეგ უკომპრომისობით გამოირჩეოდა ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონი. მან ისევე, როგორც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა, ჩათვალა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უსინდისოდ დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებები და მთელი
თავისი ენერგია მოახმარა იმას, რომ რუსეთი დაბრუნებოდა ტრაქტატით ნაკისრი ვალდებულებების ჩარჩოებს. სამშობლოს გამოხსნისათვის ბრძოლის უმძიმეს გზაზე ის კავშირს ამყარებდა ამიერკავკასიაში არსებულ ყველა პოლიტიკურ და სამხედრო ძალასთან, ვისაც რეალური დახმარების გაწევა შეეძლო, ჩინებულად არის შემჩნეული ქართული ისტორიოგრაფიაში, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა გააშიშვლა დამპყრობელი, ოსტატურად შემოაცალა ცრუ იდეური საბურველი. მოახსენა მას, რომ სამართალი და ღმერთი იქაა, სადაც ხალხია... და რომ ის ებრძვის უსამართლობას, რომლის განსახიერებაც ეს დამპყრობელია".
ალექსანდრე ბატონიშვილმა უდიდესი როლი შეასრულა კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს. მისი მგზნებარე მოწოდებები უზრუნველყოფდნენ ქართველთა დარაზმულობას, ხოლო რუსებმა თავისი ხანმოკლე ყოფნის განმავლობაში ისე შეაბეზრეს თავი როგორც თავადაზნაურობას, ისე რიგით მოსახლეობას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყება თითქმის საყოველთაო იყო. ამ დროს რუსეთი ნაპოლეონის წინააღმდეგ დიდ ომში იყო ჩაბმული და საქართველოსთვის არ ეცალა. ეს ფრიად ხელსაყრელი იყო საქართველოში ბაგრატიონთა ხელისუფლების აღსადგენად, მაგრამ, როგორც ხშირად ხდებოდა წარსულში, ამჯერადაც ქართველებში არ იყო ერთიანობა. მათი ერთი ნაწილი ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს გმირულად იბრძოდა (პეტრე ბაგრატიონი, ალექსანდრე ჭავჭავაძე და სხვ.), საქართველოშიც რუსეთის ინტერესებს იცავდნენ და აჯანყებულებს მხეცურად უსწორდებოდნენ ქართველი თავადები (ერისთავები, ორბელიანები, ჩოლოყაშვილები). ამიტომაც კახეთის აჯანყება დამარცხდა. ერთ - ერთი მტარვალი თავის ანგარიშში წერდა: ,,იმის გამო, რომ შილდამ ორჯერ მიიღო ბატონიშვილი და ორჯერვე მოსახლეობა ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა, მე სოფლის საფუძვლიანად ამოგდება გადავწყვიტე. გავანადგურებ არა მარტო სახლებს, არამედ ბაღ - ვენახებს. მეორე დღეა, სოფელს ცეცხლი უკიდია და თანდათანობით ნაცარ - ტუტად იქცევა...''
პ.ს. მისი ნეშთის საქართველოში გადმოსვენებაზე ნოდარ კობერიძის ხელმძღვანელობით ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პროგრესიც შეინიშნება რადგან საჭირო ფინანსებიც მოძიებულია...
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий