Страницы

четверг, 7 августа 2014 г.

რუსეთმა საჰაერო ტრანზიტი ჩაკეტა უკრაინა-საქართველოს შეორის

რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა. მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ მიღებულია გადაწყვეტილება, აეკრძალოს უკრაინულ ავიაკომპანიებს რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება საქართველოსთან, აზარბაიჯანთან, სომხეთსა და თურქეთთან საჰაერო მიმოსვლისთვის.
საუბარი შეეხება იმ მარშუტებს რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეზე გადის. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია პუტინის მიერ გაცხადებული კონტრ სანქციებისა რომელიც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ უნდა მიიღოს რუსეთმა. ინფორმაციას РИА-новости ავრცელებს.
 გარდა საჰაერო სივრცის ჩაკეტვისა უკრაინული კომპანიებისთვის, რუსეთმა საერთოდ აკრძალა ხორცპროდუქტებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქტების შეატანა მთელი რიგი ქვეყნებიდან. კერძოდ აშშ-დან, კანადიდან და ავსტრალიიდან. ასევე იყო მუქარები ევროპული ავიაკომპანიების მიმართ რომ მათ აეკრძალებოდათ რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენება, რაზეც ევროკავშირის საპასუხო მუქარა გაისმა რომ თუ ამას გააკეთებს რუსეთი, მაშინ ევროკავშირი საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებას აუკრძალავს რუსულ ავიაკომპანიებს. 
 დიპლომატიური და პოლიტიკური დაპისპირება, რომელიც უკრაინის კრიზისით იქნა პროვოცირებული დასავლეთსა და რუსეთს შორის, ახალ ფაზაში გადადის რადგან, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგი რუსეთისთვის საგრძნობი გახდა. შიდა მოხმარებისთვის კი მას სჭირდება კონტრ-ღონისძიებების განხორციელება საკუთარიმნშვნელობა დაასამტკიცებლად. 

Комментариев нет:

Отправить комментарий