რუსეთის მიერ ბოლო დღეებში განხორციელებული აგრესიის გამო უკრაინის მიმართ, გააქტიურა საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო დახმარების საკითხი უკრიანსთვის. მოწოდებები სამხედრო დახმარების შესახებ თავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც გაისმა. უნდა ითქვას რომ ამ თხოვნას ადეკვატური გამოხმაურება, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ მოჰყოლია. გუშინდელ ევროკავშირის
საბჭოს სხდომაზე კი გერმანიის კანცლერმა საერთოდ უარყო, უკრიანისათვის გერმანული შეიარაღების მიწოდების საკითხი. ამ დრომდე ყველაზე დიდი დახმარება უკრაინას კანადამ აღმოუჩინა. დღეს კი ცნობილი გახდა აშშ-ს მხრიდან გაცხადებული სამხედრო დახმარების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით აშშ, გლობალური უსაფრთხოების სარეზერვო ფონდიდან 19 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინული არმიისათვის აღჭურვილობის შესაძენად. გავრცელებულ ინფორმაციით, დახმარებაში იგულისხმება ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ღამის ხედვისა და სითბური ხედვის მოწყობილობები, ასევე კავშირგაბმულობის საშულებები. საზღვრის დაცვის სამსახურისათვის ვიდეო-სათვალთვალო აღჭურვლობისა და მცირე ზომის კატერების გადაცემა.
ამერიკელი სენატორი მაკკეინი კი დღეს ითხოვდა ურკაინისათვის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების გადაცემას და უფრო მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების აღმოჩენას. მაკკეინის მტკიცებით, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მოწინააღმდეგეთა არგუმენტი რომ ეს გამოწვევდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში, უკვე ძალადაკარგულია და რუსეთი აშშ-დან იარაღის მიწოდების მიზეზის გარეშეც შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე.

Комментариев нет:
Отправить комментарий