Страницы

пятница, 29 августа 2014 г.

აფხაზური არჩევნების პირველი შედეგი!

სეპარატისტულ აფხაზეთში გამართული არჩევნების პირველი შედეგი სახეზეა და სამომავლო პერსპექტივას ქართულ აფხაზური დიალოგის თვალსაზრისით კარგს არაფერს უქადის. უკვე სახეზეა ის საფრთხე რომლითაც აფხაზეთი საქართველოსთვის აუღებელი ციხესიმაგრედ იქცევა და როგორც ოფიციალური თბილისის რეაქციიდან
ჩანს, რაიმე სტრატეგია რომელიც შეიძლება დაუპირსპირდეს აფხაზი სეპარატისტებისა და კრემლის ერთობლივ პოზიციას, არ გააჩნიათ. ერთადერთი რასაც ქართული მხარე აცხადებს ეს არის მხოლოდ პირდაპირი დიალოგი შეთავაზება სეპარატისტებისთვის და მეტი არაფერი. პასუხად კი ის რეალობა მივიღეთ რომელიც აქამდეც კარგად იყო ცნობილი. -აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირ დიალოგს არავითარი აზრი არ აქვს, რადგან ისინი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელნი არ არიან.
 წინა ხელისუფლების ძალისხმევა რომ კონფლიქტის კონტექსტში რუსეთი ყოფილიყო მხარედ აღიარებული, მიღწეული იყო და აღარავის არ ჰქონდა იმის ილუზია რომ სეპარატისტებთან, კონფლიქტის მოგვარება შეიძლებოდა მათთან პირდაპირი დიალოგის მეშვეობით, რუსეთის ფაქტორის იგნორირებით. ახალი ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკია, რუსეთის ფაქტორის დაკნინების ქართულ-სეპარატისტულ კონფლიქტში, გადაჭარბებით შესრულდა და ამაზე მეტყველებს პაატა ზაქარეიშვილი ყველა განცხადება, რომელსაც კი ის ქართულ მედიასთან აკეთებს. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ საგულდაგულოდ დავიწყებული არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე, რომელიც თავისთავში გულისმხობდა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის ნამდვილის ახის ჩვენებას ამ კონფლიქტში და მის მუდმივ კრიტიკას. ქართული სამხელმწიფო სხვა საგარეო პოლიტიკურ რელსებზე გადავიდა და ეს უკვე აშკარაა ყველა მიმართულებით, რის გამოც დღეს თუ რისკების შემცირების ილზუია იქმნება, სამაგიეროდ სამომავლოდ ზრდის მათ და მომავალ ხელისუფლებას უმატებს საზრუნავს ისევ იმ პოზიციებზე დაბრუნებისათვის, რომელიც ქონდა 2012 წლის არჩევნებამდე. კიდევ ერთი საშიში ფატორი არის ის რომ სეპარატისტების მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებსა თუ მოქლაქეთა გატაცებებზე, ზაქარეიშვილი აკეთებს შემდეგი შინაარსის გაკეთებას რომელიც მოვლენის მნიშვნელობის დაკნინებისაკენ არის მიამრთული - "ეს ადრეც ხდებოდა", "ჩვეულებრივი ამბავია" და ა.შ.
 რა საფრთხეს შეიცავს პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა? პირველი და უმთავრესი არის ის რომ რუსები და სეპარატისტები ერთობლივ შეიარაღებულ ძალებს ქმნიან. მისი შექმნის შემდეგ კი დანარჩენს საქართველოსთან გადმოსწევენ საზღვარს და რუსეთის მხარეს გახსნიან საზღვარს, რაც ფაქტიურად აფხაზეთის ტერიტორიის რუსეთისათვის მიერთებას ნიშნავს. ამას რა "ოფიცილურ" შეთანხმებებს დაურთავენ თან და როგორ შეალამაზებენ არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს.  რუსეთის საზღვრის, ადმინისტრაციულ საზღვართან გადმოტანა კი გაართულებს გალის მოსახლეობსთვის დანარჩნი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლას. ეს ფაქტორი დაასამარებს ე.წ. სახახლხო დიპლომატიის წარმოების შესაძლებლობას და სრულად იზოლირებული იქნება დანარჩნი საქართველოს ტერიტორიიდან. აფხაზური ნაციონალიზმის წყალობით კი გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი შესაძლოა საერთოდ გამოყარონ თავის საცხოვრებელი ადგილებიდან და ქვეყანას დაემატოს ლტოლვილები. ცნობისათვის ბოლო არჩევნებში გალისა და ტყვარჩელის მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ მათ აფხაზურთან ერთად, ქართული პასპორტებიც ჰქონდათ. ხაჯიმბამ და მისმა პოლიტიკურმა ძალამ იზრუნეს რომ 22 000 ქართველს მონაწილეობა არ მიღოთ არჩევნებში და 22 000 მოქალაქე ქართული სამხელმწიფოს მხრიდან იგნორიებულია, რადგან მათი უფლებების დაცვისათვის ერთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა ცენტალური ხელისუფლების მხრიდან. ზაქარეიშვილის კომენტარი ამ საკითხზე ძალზედ შემაშფოთებელი იყო. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა პოლიტიკურ აქტივობას, რადგან იქ სიტუაციას სპეარატისტები აკონტროლებენ(?!). ეს განცხადება პრაქტიკულად იმას ნიშნავდა რომ საქართველსო ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს მათ დასახმარებლად რა პრობლემის წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ. როგორც კი ცნობილი გახდა რომ ქართული პასპორტის მფლობელებს აეკრძალათ არჩევნებში მოანწილეობის მიღება, მაშნვე ალაპარაკდნენ ექსპერტები რომ ისნი შეიძება გამოდევნონ აფხაზეთიდან. არც ამ საფრთხის წინააღმდეგ აქვს რამე გეგმა საქართველოს ხელისუფლებას. ასევე გასათვალსიწინებელია რომ ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნის გარდა, რუსები და სეპარატისტები სახვა ძალოვანი სტრუქტურების ერთობლიობასც განიხილავენ, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ტერიტორიაზე ისედაც რუსული სპეცსამსახურების დაუსჯელი მოქმედება კიდევ უფრო გააქტიურდება.
 აქვე უნდა გავიხსენოთ პრემიერ მინისტრის BBC-სთვის მიცემული ინტერვიუ, სადაც ღარიბაშვილი ამტკიცებდა რომ რუსეთს აფხაზეთის ანექსიის გეგმა არ აქვს. რაც იმაზე მიუთითებს რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს არც გეგმა და არც შემუშავებული, მიზანმიმართული პოლიტიკა სეპარატისტული რეგიონების მიმართ და მათი ქცევები სიტუაციურია. ამ საკითხებისადმი კი ასეთი დამოკიდებულება აძლევს სეპარატისტებს გარკვეულ სივრცეს მოქმედებისათვის და რუსეთის დახმარებით სულ უფრო სცილდებიან დანარჩენ საქართველოს.
 უნდა ითქვას რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები და მოსკოვის დახლებზე მოპოვებული ერთი მეტრი, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ვერც ახლო და ვერც შორეულ პერპექტივაში. ყოველი მიცემული შესაძლებლობა სეპარატისტებისათვის კი ამ პერსპექტივას სულ უფრო ბუნდოვანს ხდის და მათი პოზიციების გამყარებას ამსახურება!

Комментариев нет:

Отправить комментарий