აღარ ვიცი მერამდენედ ვწერ უკვე ამ თემაზე. ყოველგვარ ზღვარს გადავიდა ის დამოკიდებულება რომელსაც ამჟამინდელი ხელისუფლება დღევანდელი დღისადმი და 2008 წელს განვითარებული მოვლენების მიმართ ამჟღავნებს. ალბათ პირველად ხდება მსოფლიო ისტორიაში რომ ქვეყნის ხელისუფლება, საკუთარი ერის დადანაშაულებას ცდილობს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვასა და მტრის წინაშე ბრაძოლისათვის.
დღევანდელ დღეს მაშინ როდესაც სეპარატისტული და რუსული მედია ჩვენი დამცირებითა და ისტორიის გაყალბებით აქტიურად არის დაკავებული, საქართველოდან "პასებს" აწვდის ხელისუფლება. ქვეყნის ხელისუფლება რომელსაც რუსეთი, სეპარატისტების დაცვის საფარქვეშ, თავს დაესხა და ლამის მიწასთან გაასწორა. აუტანელი და ამაზრზენია ის კომენტარები, რომელსაც დღეს ვისმენთ. ამ დღეს როდესაც მთელი ქვეყანა უნდა ვერთიანდებოდეთ და ერთად ვეძახდეთ მტერს რომ გაეთრიოს ჩვენი ქვეყნიდან.
ეს არის ხელისუფლება რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მისცა ხმა და არ მინდა დავიჯერო რომ დღეს ამ განცხადებების მოსმენისას, ეს ადმაინები უხერხულობას არ გრძნობენ. რუსეთი არის ჩვენი მტერი და ეს უნდა ითქვას. მტრის წინაშე დადანაშაულება, ვინც არ უნდა იყოს და არაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, არის ღალატი და მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, მეტი არაფერი. არ აქვს გამართლება არავითარი, ამ ქმედებას და განცხადებებს ეს არის ერის მოწამვლა და ბრძოლის სურვილის დაკარგვის, დამარცხებასთან შეგუების მიზანმიმართული მოქმედება. სხვა რამეა როდესაც სამხედროები სწავლობენ ოპერაციის დეტალებს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველა კონფლიქტის შემდეგ ხდება ყველა ქვეყნაში, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ასეთი განცხადებებს აკეთებენ და აშკარად მტრისთვის სასარგებლო პოზიციას იკავებენ, ამას ღალატი ჰქვია! სხვა სახელი არ შეიძლება ამ ყველაფერს ეწოდოს. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი რაც ხდება, მინდა რომ ძალიან ვცდებოდე და მე ვიყო ის უვიცი ობივატელი, რომელსაც პოლიტიკის არაფერი გაეგება მაგრამ რა ვუყო იმ სტატიებსა და სიამოვნებით გაჯერებულ სტატიებსა თუ კომენტარებს, რომელსაც რუსული და სეპარატისტული მედია ავრცელებს.
ყველაფერი წარმავალია, მათ შორის ძალაუფლებაც და ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება. ადრე თუ გვიან თქვენი მმართველობაც დასრულდება და ვიღაც აუცილებლად დაინტერესდება იმ ქმედებებით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფალნი სჩადიხართ.
ჩემი ქვეყანა არავის წინაშე, მით უმეტეს სეპარატისტებისა და რუსების წინაშე დამნაშავე ვერ იქნება. ვერც იმ გადაწყვეტილებაში იქნება დამნაშავე რომ სეპარატისტებს გახსნილ ცეცხლზე უპასუხოს, ვერც იმაში რომ ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენა სცადოს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ერის წარმომადგენლები უმოწყალოდ ხოცეს და სახლებიდან გამოყარეს, ტყვიები დაუშინოს!

1.საქართველოს არავინ ადანაშაულებს ადანაშაულებენ მაშინდელ ხელისუფლებას არასწორ ქემდებებში
ОтветитьУдалить2. საქართველოს თავის ქვეყანაში აქვს ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების უფლება თუ მის ხალხს საფრთხე ექმნება, ანტიტერორისტული თუ რა ხასიათი ექნება არ აქვს მნიშვნელობა ჩარევის უფლება აქვს
3.მარტო იმის ყვირილი რო რუსეთი მტერია რა შედეგს მოიტანს ? ვიყვირეთ ვყვირით უკრაინა იბრძვის ყვირის და რა... ამას ყველა ვამბობთ რუსეთი მტერია აგრესორია ოკუპანტია და ეს რუსების თამადობით ყველამ იცის.რატო ხელმძღვანელობდა სამხედრო მოქმედებებს ქალაქის მერი. რატო დაიკარგა კოდორი ასე მარტივად. თუ ხელისუფლება იწყებდა ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს რატო არ მოხდა მიმდებარე სოფლების ევაკუაცია. რატომ იყო მილიარდ ბიუჯეტიანი ჯარი ასეთი არაორგანიზებული. ეს კითხვები არ უნდა გქონდეს? ზუსტადაც ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდე ერთხელ ვამბობ ცალსახაა რუსეთი მტერია აგრესორია ოკუპანტია ,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხელისუფლების მოქმედებების მიმართ კითხვები არ უნდა იყოს
ლუკა თუ კარგად წაიკითე ჩანაწერი მაგ საკითხებზე ვიძახი კიდევაც რომ მაგას აკეთებს ყველა ქვეყნის ყველა მთავრობა არ აქვს მნიშვნელობა მოგებულია თუ დამარცხებული. აქ ლაპარაკია ამ ყველაფრის ისეთ კონტექსტში ლაპარაკი და განხილვა რომლითაც მტრის წუსქვილზე ასხავ წყალს! რატომ უნდა ილაპარაკო 8 აგვისტოს შეცდომებსა და დანაშაულზე? ამ დღეს რატომ უნდა მისცე რუსულ მედიასა და სეპარატისტულ მედიას იმის საფუძველი რომ თქვან - ქართველები თავსი თავს ადანაშაულებენო? ნუთუ იმასთვის რომ წინა ხელისუფლებას ან შენს პოლიტიკურ ოპონენტს ჩირქი მისცხო, მისაღებია მტრის სასიკეთო განცხადებების გაკეთება? ამისათვის არსებობს სახელმწიფო საიდუმლოების ფუნქცია და ყველამ კარგად ვიცით რომ ეგ საკითხები რომელიც შენ ჩამოთვალე გამოძიებულიც არის და გადაძიებულიც. თუ იქ ნახეს რაიმე დარღვევეა შეუძიათ ყველაფერი გააკეთონ მაგრმა როგროც თავად უნდა ხვდებოდე, იქ ვერაფერი ვერ ნახეს ისეთი რომელიც არასწორი იქნებოდა და მისცემდა საფუძველს დაპატიმრებინათ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები. შენც ხომ დარწმუნებული ხარ ასეთი საფუძველი რომ ქონოდათ ამდენ ხანს გამოიყენებდნენ!!!
Удалитьმთელი წინა ხელისუფლება ციხეშია და რავი. ომის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა მე რამდენადაც ვიცი. მოდი რა ესე მივუდგეთ რა შენ რასაც იძახის ეგ არი ზუსტად ნაც კამპანიის მიზანი. ისე ნათელი რო მოვფინო არცერთი არ მევასება არც ესენი და ისინი ხო საერთოდ. ვინ არ ამბობს რო რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია? უბრალოდ ის ფაქტი , რომ მიშას ბრძანებით დაიწყო ოპერაცია ხო ფაქტია. სხვა კუთხით გელაპარაკები. ანუ აქტიური სამხედრო მოქმედებები დაიწყო საქართველომ. და იმასაც გეტყვი რო ამის უფლება გვქონდა. თუ მტერი შენ ტერიტორიაზე შემოდის ან შენ ტერიტორიაზე ვითარება უკონტროლოა ამის სრული უფლება გაქ. მარა მტრის წისქვილი რა შუაშია ჩემ კითვებთან. მე მაქ პრეტენზია პრეზიდენტთან რომელსაც მსხვერპლის საკმაოდ შემცირება შეეძლო საევაკუაციო გეგმით. მე მაქვს პრეტენზია გენერალ მეთაურებთან, რომლებიც ძალიან არაორგანიზებულად უტევდნენ.რა ვერ ნახეს რაც არასწორი იქნებოდა ფაქტი არი თუ არა ,რომ არ მოხდა მიმდებარე ტეროტორიიდან ხალხის ევაკუაცია. როცა იცი ,რომ შენ იწყებ დიდ სამხედრო ოპერაციას გამწმენდ თუ თავდაცვითს რა მნიშNველობა აქ ხო უნდა გაიყვანო ეს შენი ხალხი.რა ნახვა უნდა იმას, რომ ჯარმა რომელშიც უამრავი ფული ჩაიდო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილები ვერ აიღო რაოდენობრივი და ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად მაგალითად 7ში ღამე. არი კითხვები და ზუსტად ეგაა მიშიკოს რიტორიკა რო როცა მიშ შეცდომებს ახსენებენ იძახის რუსებს უკეთებთ პიარსო. რა ვქნა ეხა მაგის შიშით რო ვინმეს პრო რუსი არ ვეგონო ჩემს ხელისუფლებას პასუხი არ მოვთხოვო ?
Удалить