Страницы

воскресенье, 19 июня 2022 г.

დანგრეული ძლევამოსილების მითი

ჩემი მკითხველისთვის ახალი არ იქნება არაფერი ამ სტატიაში, რადგან უკვე წლებია რაც რუსეთის პროპაგანდის და იმ სიცრუის მხილებით ვარ დაკავებული, რომელსაც ახლა მთელი დედამიწა ადევნებს თვალს. 
ამ თვალსაზრისით ყოველთვის მომყავდა უამრავი მაგალითი იმის საჩვენებლად, თუ როგორ იტყუებოდა რუსეთი როდესაც საკუთარ ძლებამოსლებაზე აგებდა პროპაგანდას და ცდილობდა (ხშირად ეფექტურად გარკვეულ ფენებში), მისთვის მიუღებელი განწყობები მეზობელ ერებში, სწორედ ამ მითით ჩაეხშო! 
აწყობდა ათასგვარი შინაარსის სამხედრო წვრთნებს, კონფერენციებს მისი ცივილიზაციურ კონცეფციის წარმატებული და უანალოგობის შესახებ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ მესამე რომად გამოაცხადეს თავი და დედამიწაზე მართლმადიდებლობის დაცვის (ოღონდ ვისგან ვერასოდეს თქვეს) ავანგარდად გამოაცხადეს თავი. საკუთარი ერის მორალური უპირატესობის ხაზგასმას ისეთ აფსურდულ ღირებულებებით ახდენდნენ, რომელიც რუსი ერის და ზოგადად მის საკუთრებად წოდებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე ყველაზე ნაკლებად შეინიშნებოდა. 
 განზოგადებული მასშტაბით რომ შევხედოთ დღეს რუსეთად წოდებულ ისტორიულ წარმონაქმნს, ყველა ის პროპაგანდისტული მტკიცებულება, რომელიც მათი მხრიდან იყო ტრანსლირებული, სრულ აფსურდად და ერთ ძალიან დიდ ტყუილად წარმოგვიდგება თვალწინ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის ამჟამინდელი საზოგადოების გავლენიანი ნაწილი, საკუთარი ისტორიის მასშტაბური გაყალბებით იყო და არის დაკავებული. ამას გარკვეული მიზეზი აქვს და ეს მიზეზი ბუნებრივია თავად რუსეთის ამჟამინდელი მმართველების ინტერესების სამსახურშია და არა იმ საზოგადოების, რომელიც დღეს ამ სახელმწიფოს წევრებად განიხილავენ საკუთარ თავს. ჯერ მხოლოდ კომუნიზმთან დაჰიბრიდებული მართლმადიდებლობა რად ღირს, რომ ჩემს მიერ ამ შესავალში გადმოცემული მტკიცებულების ხარისხი მთლიანად აღიქვათ. 
რეალობა ის არის რასაც ახლა ვხედავთ, უკრაინასთან ომის კონტექსტში - ყოველმხრივი ჩამორჩენილობა, დაპყრობილი ეთნოსების სახარჯ მასალად გამოყენება, ცრუ მორალური ღირებულებები, რომელიც ვერაფრით ამართლებს იმ დანაშაულებს რასაც უკრაინელი ერისა და საკუთარი მოქალაქეების წინაშე სჩადის კრემლი. დაკარგული გავლენა ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიებზე (ცენტრალური აზია, ცენტრალური ევროპა და ბალტიის ქვეყნები), და ეს ყველაფერი ერთმა არც თუ ისეთი მასშტაბის ომმა მოუტანა რუსეთს, რომელსაც ტრანსლირებდა რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში. და რომლის გამოც, საკუთარი მოსახლეობის "სანგრებში ჩაყრის" პოლიტიკას ანხორციელებდა. 
არავითარი NATO მათ არ ებრძვის, არავითარი ამერიკა და ანგლო-საქსები, მასონები და უცხოპლანეტელები...! ახლა მათ წინააღმდეგ, დასავლეთ სამყაროს ტექნოლოგია და უკრაინელი ერის თავისუფლებისადმი სწრაფვის დაუშრეტელი წყურვილი იბრძვის! ცოტა უფრო ხატოვნად რომ ვთქვათ - სიმართლე დაუპირისპირდა იმ საოცარი მასშტაბის ტყუილს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იმდენად ჩაიხარშნენ საკუთარ ტყუილში, თავადვე დაიჯერეს საკუთარი ძლევამოსილებისა და ამაზე მიუთითებს პირველ რიგში, კიევზე შეტევის წამოწყება და აგერ 17 ინვისს, პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, პუტინის გამოსვლამდე უზარმაზარ ეკრანებზე გაშვებული "მულტფილმიც"... (ბმული) ისევ მესიად და პლანეტის ერთადერთ ხსნად ხედავენ საკუთარ თავს, ოღონდ მთელი მათი უბედურება იმაში მდგომარეობს რომ ისინი მართლაც ხედავენ, ამ ეპოქაში მომწიფებულ, ისტორიული გარდატეხის მოახლოებას, რომელიც სრულიად სხვა ცივილიზაციურ საფეხურზე გადაიყვანს კაცობრიობას თუმცა, ამავე დროს ხედავენ იმასაც რომ მათი ბოლო წლების მოქმედება, ამ გარდატეხის შესაბამისი არ არის და ვერც იქნება, რადგან ჯერ კიდევ სსრკ-მ დააქვეითა ასეთი შესაძლებლობა ყველა იმ ერისთვის, რომელიც მასში იყო გაერთიანებული. მისი დანგრევის შემდეგ კი რუსეთად წოდებულმა ნაშთმა, ისეთი მარაზმი მოიხვია თავს, რომელმაც სრულად გამორიცხა მათი ცივილიზაციური განვითარების შესაძლებლობა. 
 გამოდის რომ რუსეთი ახლა იქცევა ავი ძაღლის პრინციპით და ეს კარგად გამოიხატა პუტინის მიერ ნათქვამ და პუტინისტების მიერ ატაცებული ფრაზა - "А ЗАЧЕМ НАМ МИР, В КОТОРОМ НЕ БУДЕТ РОССИИბმული. თავად ეს ფრაზა უკვე დიაგნოზად შეიძლება იქნას გამოყენბული, იმ ავადმყოფური მიდგომის შესახებ, რომელიც ამოძრავებს შეიარაღებულ ხაკისფერ მასას, რომელიც უკრაინის მიწაზე აკლავს თავს აი ამ აფსურდულ მტკიცებულებას!
 ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუკი ადამიანი იმდენად არ ხარ მოწამლული რუსული პროპაგანდითა და მათ მიერ ტრანსლირებული ცრუ რელიგიური თეზისებით, რომ შეფასების უნარი სრულად გაქვს დაკარგული, მაშინ ძალზედ ადვილი დასანახია ის შეუმდგარობა და ჩამორჩენილობა, რომელსაც რუსეთმა "მიაღწია" ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში! ახლა ყველაზე ცხადად ჩანს მისი პოლიტიკის მცდარობა, არმიის და შეიარაღების უძლურება, საზოგადოების გახრწნილობა და ის გამოუვალლობა, რომლის შემდეგ ერთდერთი აგრესიი გამოვლენაღა რჩება, რომელსაც ასევე გარდაუვლად მოჰყვება დასჯა!  

Комментариев нет:

Отправить комментарий