Страницы

суббота, 21 мая 2022 г.

რუსეთ-დასავლეთის ომი: პუტინს "გეგმაზომიერად" მიჰყავს რუსეთი სრულ ფიასკომდე

უკრაინაში მიმდინარე ომი რომ ცივილიზაციური მასშტაბის ომია, ალბათ ეს უკვე ყველასთვის მისაღები მოცემულობაა, რომელსაც შესაძლოა დღეს სრულად ვერ ვაცნობიერებთ მაგრამ უახლოეს მომავალში, მისი შედეგები ძალზედ თვალსაჩინო გახდება უკლებლივ ყველასთვის. 
გარდა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონაში მიმდინარე, რუსული არმიის სამარცხვინოდ განადგურებისა, პუტინის რუსეთი, უკვე ძალიან დიდ მარცხს განიცდის სტრატეგიულ საკითხებში. ყველამ ვიცით შვედეთის და ფინეთის გადაწყვტილების შესახებ, შეუერთდნენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს (NATO) და ამისთვის განაცხადებიც შეიტანეს ორგანიზაციაში, რომელიც ბუნებრივია მხოლოდ მოხარული იქნება ორი ასეთი მნიშვნელობის ქვეყნის საკუთარ რიგებში მიღების და დაჩქარებული წესით, მათი წევრობა, მალე ოფიციალურად გამოცხადდება. 
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ეს ორი ქვეყანა, სამხედრო თვალსაზრისით, ისედაც სრულად იყვნენ სინქრონიზებულნი NATO-ს სტანდარტებთან, როგორც სამხედრო ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა საგარეო პოლიტიკის წარმოების კომპონენტში, ისინი ინარჩუნებდნენ ავტონომიურობას, რომელიც ძირითადად განპირობებული იყო რუსეთის და ბალტიის ზღვის ფაქტორებით. 
ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მათი ალიანსში წევრობით მოხდა, ეს არის ბალტიის ზღვის NATO-ს კონტროლში გადასვლა და სწორედ ეს არის რუსეთისთვის უმძიმესი სტრატეგიული დანაკარგი, რომელმაც ცხადყო პუტინის, როგორც სტრატეგის აბსულუტური უგნურება! ბალტიის ზღვაზე კონტროლის დაკარგვის კომპენსირება, ვერაფრით მოხდება და ვერ იტყვიან მოსკოვში რომ დონბასის ორი რეგიონის აღიარება, ღირდა ამხელა რეგიონის დაკარგვად. თუმცა რუსული პროპაგანდა შეეცდება ამ მოვლენის დაკნინებას მაგრამ როგორც არ უნდა ამტკიცონ, ფაქტი ფაქტად რჩება და ვერ მოიძებნება ისეთი მტკიცებულება, რომელც მისცემს შესაძლებლობას მოსკოვს, გაამართლოს ასეთი დანაკარგი. 
 გარდა ბალტიის ზღვაზე კონტროლის დაკარგვისა, რუსეთის მარცხი დაიწყო იმ წამიდან, როდესაც ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ამით მოახდინა საკუთარი თავის აბსულუტური დემონიზება, რომლის გამოსწორებაც ვეღარ მოხდება იმ დრომდე, ვიდრე რუსეთის სახელმწიფო, სრულად არ აგებს პასუხს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩაიდინა უკრაინაში და მანამდე სხვა მეზობელ ქვეყნებში - საქართველო, მოლდოვა, სირია და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით არის ის დამოკიდებულება, რომელიც უკვე გამოსჭვივის რუსეთის ყოფილ მოკავშირეებში და რომელიც მდგომარეობს იმაში რომ არცერთ მათგანს არ სურს ასოცირდებოდეს რუსეთთან და მის მიერ წარმოებულ პოლიტიკასთან. ყველამ დაინახა რომ მსოფლიო, აღარ მიიღებს იმ ქცევას, რომელიც პუტინს აქამდე რატომღაც გასდიოდა და გარკვეულწილად აღწევდა თავის მიზნებს. ფრიად საინტერესოა ის გარდატეხა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოხდა თავად დასავლეთის პოლიტიკურ წრეებსა და ორგანიზაციებში. ამ დამოკიდებულებას ახლა ვეღარაფერი შეცვლის და ბოლომდე მოხდა იმ ბოროტების გაცნობიერება, რომელიც ამდენი წელია რუსეთს მართავს, აწიოკებს მის მეზობლებს და პრობემებს უმატებს ე.წ. "კოლექტიურ დასავლეთს". 
 გარდა ზემოთქმული დანაკრგებისა, რუსეთს კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს და ეს არის მისი სამხედრო ტექნიკის აბსულუტური უვარგისობა, დასავლური წარმოების მაღალტექნოლოგიურ იარაღთან შედარებით!
ყველა ომი, გარკვეულწილად სამხედრო წარმოების პროდუქციის, რეალურ საბრძოლო მოქმედებებში გამოცდა და ერთგვარი რეკლამირებაა, რომელსაც აკვირდება ყველა ის ქვეყანა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნისგან ყიდულობს იარაღს ან გეგმავს რომ შეიძინოს. ის რაც რუსულმა შეიარაღებამ აჩვენა უკრაინის ბრძოლებში, ჩემის აზრით დიდი იმედგაცრუება უნდა ყოფილიყო ყველა იმ ქვეყნისათვის, რომლებიც გეგმავდნენ რუსეთისგან იარაღის შესყიდვას ან სრულად იყვნენ დამოკიდებულნი, რუსული წარმოების იარაღზე. უკრაინასთან ომის შემდეგ, არ მგონია კიდევ იყვნენ, რუსული იარაღის შესყიდვის მსურველები ისეთივე რაოდენობით, როგორიც ამ ომამდე იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ რუსული იარაღის შეუმდგარობაზე, მიანიშნებდა ის პროცესი, თუ როგორ ახდენდა რუსეთი მის გაყიდვას. ძირითადად ეს ხდებოდა სახელმწიფო სესხის გაცემის გზით - რუსეთი გამოუყოფდა რომელიმე პოსტ-საბჭოთა ან დაბალი განვითარების ქვეყანას კრედიტს და შემდეგ ამ კრედიტით ახდენდა საკუთარი იარაღის წარმოებას. თანაც ეს პროცესი არ საჭიროებდა იმ პოლიტიკურ ბიუროკრატიას, რომელიც დასავლური წარმოების იარაღის შესყიდვის შემთხვავაში უნდა გაიაროს ნებისმიერმა შემსყიდველმა. ასე რომ მოსკოვისთვის, უკრაინაში წამოწყებული ავანტურა, ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება ნებისმერ შემთხვევაში, როგორი შედეგიც არ უნდა იყოს ფრონტის ხაზზე. იმიჯურ ზიანს ასევე დაემატება რუსული ტექნიკის გადაზიდვის შეზღუდვა იმ სანქციებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე დაწესებული აქვს რუსეთს და რომელიც კიდევ დაემატება. ეს ყველაფერი კი პოტენციურ მყიდველს, ერთი რომ არარენტაბელურს გაუხდის ასეთ შესყიდვას როგორც ეფექტურობის, ისევე პოლიტიკური თვალსაზრისით და სამუდამოდ დაასამარებს იმ სამხედრო წარმოებას, რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს ნაშთებზე წარმოებდა, რუსეთის ტერიტორიაზე. 
 ასე რომ ფორნტზე რაც არ უნდა ხდებოდეს და როგორი ძალითაც არ უნდა ცდილობდეს პუტინის პროპაგანდა რაღაც "გამარჯვებების" მოგონებას, ის შედეგი რომელიც უკვე დგას მათთვის, არის ძალზედ ძვირი ფასი და რაც მთავარი ხანგრძლივად მოქმედი, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის ეკონომიკის ამ ნაწილს, მიიყვანს ჩიხამდე. განსაკუთრებით ცხადია ეს პერსპექტივა ტექნოლოგიური და ეკონომიკური სანქციების პირობებში! 
 და ბოლოს. ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი, რომელიც უნდა განიცადოს რუსეთმა, როგორც სახელმწიფომ ამ ყველაფერთან ერთად რაც ზემოთ აღვწერე მოკლედ, ეს არის სრული დამარცხება ფიზიკურ ფრონტზე. გარდაუვალია რუსეთის მოქალაქეთათვის ეს "კათარზისი", რომელიც მგონია რომ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი მოულოდნელობა და საერთო ეროვნული დეპრესიის საფუძველი გახდება!    

Комментариев нет:

Отправить комментарий