![]() |
| ფოტოს წყარო ბმული |
დღევანდელი მმართველი გუნდი რომ უტიფრობის უმაღლეს პილოტაჟს გვიჩვენებს, ამის აღწერას აღარ მოვყვები, ისედაც ყველამ კარგად ვიცით მათი ამ თვისების შესახებ მაგრამ ამასწინათ, მთაწმინდის პარკში მოწყობილმა კახი კალაძის ხელახალმა წარდგენამ, ქალაქის მერობის კანდიდატად, უტიფრობის ყოველგვარი რეკორდი მოხსნა!
ქალაქის თავკაცი, რომელმაც ამდენი თავსატეხი და გაუგებრობა შეუქმნა ქალაქს, როგორც მინიმუმ, არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია რომ მეორე ვადით რჩებოდეს ამ პოსტზე.
ვერაფერი სიახლე გარდა იმ გაუგონარი და აუხსნელი გადაწყვეტილებებისა, რომელსაც თვალნათლივ ვხედავთ ამ ქალაქის ყოველი ბინადარი, არაფერი დასამახსოვრებელი ამ კაცს არ გაუკეთებია. ის კი არა, განვითარების რა გეგმაც არსებობდა და დაწყებული იყო, ისიც კი გააჩერა და სანაცვლოდ შემოგვთავაზა რამდენიმე მილიონიანი აფსურდი, რომლის გამოსწორებაც ისევ ამ ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა მოვახდინოთ და უკვე დახარჯულ ასობით მილიონს, კიდევ რამდენიმე ასეული მივამატოთ! თოთქოს იმდენად მდიდარი ქვეყნის დედაქალაქი ვიყოთ, რომ ასეთი "ჩინოვნიკური იმპროვიზაციების" დრო და შესაძლებლობა გვქინდეს!
ჭავჭავაძის გამზირის ე.წ. "რეაბილიტირების" პროექტი (ჯერ საერთოდ სიტყვა "რეაბილიტაცია" ამ პროცესთან რა შუაში იყო მაგრამ ნუ გავატაროთ ის რომ ტერმინთა დეფინიციაც ჯუნგლია ამათთვის), უგნურების ის კრებითი გამოხატულებაა, რომელიც ამჟამინდელ ქალაქის ადმინისტრაციას სჭირს. სრული არაკომპეტენტურობა და უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ვერავინ დღემდე ვერ მოუძებნა ახსნა - მაგალითად, რატომ მოეწყო ის სატრანსპორტო კამასუტრა ვაკეში, რატომ იყო ასეთი გადაწყვეტილება მიღებული და რას ეფუძნებოდა ის? - არავინ ვიცით. არავინ ვიცით, ვისზე ზრუნვის და რომელი მისტიური ველოსიპედისტებისთვის ეწყობა ქალაქში, სპეციალური სავალი გზები მაშინ, როდესაც ამ ქალაქის სატრანსპორტო საშუალება ვერასოდეს გახდება ველოსიპედი, რეფლიეფიდან გამომდინარე და არც ამჟამინდელი მოცემულობაა ისეთი, რომ საჭირო ყოფილიყო ამ სახეობის ტრანსპორტისთვის, ამდენი ყურადღების მიქცევა და ზრუვა (ანუ თანხების ხარჯვა)! - გამოდის რომ არარსებულ ტრანსპორტს აქვს საკუთარი სავალი ნაწილი იმ ფონზე, როდესაც ქალაქის თითქმის ყველა ქუჩისა და გამზირის დღევანდელი პრობლემა - გამტარუნარიანობაა!
რა თქმა უნდა ურბანისტი ან ეკონომგეოგრაფი არ ვარ რომ მეცნიერულ შეფასებას მოვყვე თუმცა, იმდენი ლოგიკა კი გამაჩნია, რომ ვხვდებოდე ქალაქისთვის უმთავრესი პრობლემა რა არის და რაზე უნდა იხარჯებოდეს მისი ბიუჯეტი.
პირველ რიგში, ასეთი სამოქალაქო-ურბანული ლოგიკით ვხვდები, რომ თუკი ვინმეს თბილისისთვის კარგის გაკეთება უნდა, ის რაც შეუძლია გააკეთოს ქალაქის განვითარებისთვის და აქტივის გაზრდისთვის, არის რკინიგზის გატანა ქალაქიდან და მის ადგილას, გამჭოლი ავტობანის მოწყობა. იქიდან კი ქალაქის სხვადასხვა უბნებში შესასვლელების ორგანიზება. უბრალოდ დაფიქრდით, რამდენად განტვირთავდა ეს ქალქს და კიდევ უფრო მეტად დაუფიქრდით იმას, თუ რამხელა სარგებელს მიიღებდა თითოეული ის მოსახლე, რომელიც ამ პორექტის განხორციელების შემთხვეაში, მის უშუალო მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა. გაძვირდებოდა რკინიგზის ხაზის ირგვლივ მისი არსებობის გამო გაუფასურებული უძრავი ქონება, სრულიად ახალი კომერციული და საუბნო-ეკონომიკური ზონები შეიქმნებოდა, სხვა განვითარებას მიიღებდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ეს იქნებოდა ქალაქისთვის უზარმაზარი შემოსავალი, რომელიც კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ შემოსავალი არა რომელიმე მისტიურ საბიუჯეტო მუხლში აისახებოდა, არამედ უშუალოდ ამ ქალქის მოქალქეებს მისცემდა სარგებელს, როგორც ფინანსური თუ ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო ესთეტიკის თვალსაზრისით! აღნიშნული პროექტი ასევე ძალიან დიდ შვებას მისცემდა ქალაქის ეკოლოგიას, რომელიც ახლა "კალაძის თრომბების" გამო, ისევ გამონაბოლქვში იხრჩობა!
ამ ქალაქის ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მტვერი, რომელიც არაფრისდიდებით არ მოგვარდა იმიტომ რომ ირგვლივ ტერიტორიები არის ხრიოკი და ყოველი ქარის წამობერვაზე, ალბათ ათეულობით ტონა მიწა შემოდის ქალაქში, რომელიც გამონაბოლქვთან ერთად ჩვენს ფილტვებში ილექება!
ყველაზე ამოუხსნელი რამ, რაც ჩემთვის პირადად, კალაძის მერობის პერიოდში დაემრთა ქალაქს, ეს არის უცნაური საგზაო "თრომბები" (სხვა სახელწოდება უბრალოდ არ მომდის თავში) ბარათაშვილის ხიდთან, ერეკლეს მოედანზე, მარჯვენა სანაპიროზე, ვარკეთილში, გლდანში და ა.შ. სადაც არასოდეს, არცერთ მოცემულობაში არ არსებობდა საცობი, დღეს უკვე სტანდარტულად იქცა - რთულად გადასაადგილებელ მონაკვეთებად. კალაძის მიერ "სიცოცხლის ქალაქად" წოდებულმა საკუთარმა პროექტმა, სატრანსპორტო და ეკოლოგოური კოლაფსი მოუტანა ქალაქს, რომელიც მისი მაცხოვრებლების სიცოცხლეზე ყველაზე ცუდად ისახება - პირველი, როგორც სტრესი და მეორე ეკო-დაბიძნურება!
რა ლოგიკით გამოდის ამ ყველაფრის გათვალისწინებით კახი კალაძე ქალქის თუნდაც "არაუშავსრა" მერი?! - ვერ ვხვდები და ვერც გამოვა...!
ცელკე უნდა გამოვყო ის მარაზმი და აფსურდი, რომელიც ამავე მერმა და ქალაქის ადმინსტრაციამ, ტაქსისტებს შეუქმნა, როდესაც ქალაქში მხოლოდ თეთრი ტაქსების დაშვების გადაწყვეტილება მიიღეს და ამ მიზნით, მოსახლეობის იმ ნაწილისგან, რომელიც ტაქსაობით არის დაკავებული, საკმაოდ დიდი თანხა ამოიღეს. თანაც ისე რომ ამ თანხის სანაცვლოდ არანაირ ბენეფიტს არ იღებენ ამ კატეგორიის ადამიანები - არავინ იცის დღემდე, რატომ ან რაში, რა პრივილეგიისთვის ან უპირატესობისთვის იხდიან ტაქსის მძღოლები "ლიცენზიის გადასახადს" - რას აძლევს ეს ლიცენზია მათ, არავინ არ იცის! არაფრით განსხვავდებიან ისინი ათასობით სხვა ავტომობილისგან, რომელიც ქალაქში გადაადგილდება. მგზავრის აყვანის უფლება პრაქტიკულად გამორიცხული აქვთ ცენტრალურ გამზირებზე, იქ სადაც ე.წ. "ბასლაინებია" დახაზული! ტაქსების მიმართ დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სრულიად გაუცნობიერებლად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და სრულიად იგნორირებულია ის სოციალური მექანიკა, რომელითაც ეს ქალაქი ცხოვრობდა მაშინაც, როდესაც პატარა კახი, სამტრედიაში "დესნადვას" დააგელვებდა! ანუ იგნორირებულია ტაქსი-მგზავრის მოცემულობა - ტაქსისტს არ შეუძლია "ბასლაინზე" შესვლა, და მეორეს მხრივ მგზავრი, რომელსაც ესაჭიროება ტაქსი, ვერ აჩერებს ან თუ გააჩერა, ტაქსი ჩერდება სავალ ნაწილზე და წარმოქმნის საცობს, ვიდრე მგზავრი ჩაუჯდება სალონში, რაც დარღვეაა და თუკი ამ ფაქტს შეესწრო საპატრულო პოლიცია, მაშინვე მიართმევს მძღოლს რამდენიმე ათეულ ლარიან ჯარიმას! ეს ელემენტარული მექანიკაც კი არ აქვთ გააზრებული და შესაბამისად სრული აბსურდია ამ ადმიანსტრაციას მოსთხოვო რაიმე გლობალური პროექტის განხორციელება, თანაც ისე რომ სასარგებლო იყოს ქალქისთვის...
ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს კალაძის ადმინისტრაციის მიერ რეაბილიტირებული ისტორიული შენობები, რომელთა ფასადებიდან უნიკალური და მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ორნამენტები და ბარელიეფები მოიხსნა და რაღაც უცნაური მასალებით მოპირკეთდა... ამაზეც საკმაოდ არის დაწერილ ნათქვამი.
კალაძის ადმინისტრაციის "შედევრად" შეიძლება დასახელდეს ფეხოსანთა გადასავლელი ე.წ. ზებრები, რომლებიც ისეთ ადგილებშია დახაზული, რომ იქ გადასული ადამიანი, 70-80%-იანი რისკით გადადის გზის ამ მონაკვეთებზე რადგან იმდენად უხერხულ ადგილებშია მოწყობილი, რომ დასაშვები სიჩქარით შესულ ავტომობილს იქ რომ ფეხით მოსიარულე დახვდეს, მანევრირების ან რეაგირების თითქმის ნულოვანი შანსი აქვს! ასეთი თვალსაჩინო ზებრები რაც მე შევამჩნიე არის ორ ადგილას - ერთი დიღმის მასივში ახმეტელის ქუჩის დასაწისში და მეორე თემქის აღმართზე, მეტრო სარაჯიშვილის უკან. ამ ზებრების შემხედვარე ხვდები, რომ მისი დამპროექტები ან მძღოლი არ არის, ან საერთოდ არ უცხოვრია დიდ ქალაქში, სხვა დასკვნას უბრალოდ ვერ ვაკეთებ!
ნუ ცალკე თემაა და ალაბათ, ყველაზე მეტია ნათქვამ-დაწერილი კორუფციის შესახებ, რომელმაც ისევ შთანთქა სახელმწიფო უწყებები და არც მერიაა გამონაკლისი, მარტო ვარდისფერი დათუნიას ისტორია რად ღირს ბმული. რაღა რჩება ღირებული კახი კალაძისგან რომელსაც პრეტენზია აქვს მეორე ვადით თბილისის მერობაზე!?
ყველაზე თვალსაჩინოდ თუკი რამ აღწერს კალაძის მოვლილ ქალქს ეს არის ფრაზა - "თრომბებით სავსე ქალაქი"!
თბილისს აქვს თავისი განვითარების ლოგიკა და ამ ლოგიკას პირველ რიგში, წლების წინ ქვეყნის მასშტაბით დაწყებული დეცენტრალიზაციის გაგრძელება ესაჭიროება. შემდეგ შიდა ისტორიული ნაწილის იმდაგვარი განვითარება, რომ ის გამოსადეგი იყოს როგორც ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ტურისტული აქტივობებისთვის და რა თქმა უნდა, რკინიგზის ხაზის გატანა ქალაქიდან, რომელიც მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს ქალაქის როგორც ეკოლოგიურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობას.
შესაბამისად, ვიდრე ეს ყველაფერი ისევ გაუგებარი მიზნებისა და კომპეტენციის მქონე ადმინისტრაციის ხელშია, ქალაქის განვითარების ან ბინადართა ცხოვრების გაუმჯობესების ილუზია არ უნდა შევიქმნათ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქალაქის ინტერესი რადგან ეჭვი მაქვს, ვითაც თბილისზე შურისძიებით არის დაკავებული!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий