რუსეთის ირგვლივ უსაფრთხოების მდგომარეობა მწვავდება და შესაბამისად, ის უფრო აგრესიული გახდება იმ მიმართულებებზე, სადაც დასავლეთთან მოკავშირეობის დიდ რისკს ხედავს!
ის რაც 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ქუჩებში მოხდა, იყო მოსკოვში დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის მიზანიც საკმაოდ მრავალმხრივია და ლუბიანკის ანალიტიკოსებმა, ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი, ყველა მონაწილე პირი და ის შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც მაგრამ, რატომ ახლა და ამ მოცემულობაში, ამას კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზეზები და მიზნები აქვს...!
პირველ რიგში თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო არა იმ მოვლენებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ვითარდება, არამედ ქვეყნის გარეთ - ბალტიის ზღვიდან, ვიდრე ცენტრალურ აზიამდე!
ის რომ პრორუსული ძალები, საქართველოშიც და სხვაგანაც ულტრა-მემარჯვენე, ნაციონალისტურ ძალებს იყენებენ, ეს არც ახალია და არც რაიმე განსაკუთრებული მიგნება. რუსული რბილი ძალის არსენალიდან, "ლგბტ" თემის საკითხით წაქეზებული, ეს პირველი პროვოკაცია რომ არ არის, ესაც ყოველ ჩვენთაგანს კარგად ახსოვს და თითქმის ყოველ წელს, მსგავსი მარაზმი თამაშდება ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში. მაგრამ ის რაც ახლა ვიხილეთ, სრულიად სხვა ხარისხით ორგანიზებული და წინა შემთხვევებისგან განსხვევებით კონკრეტული მიზნის მატარებელია, რომელ მიზანშიც, თავიდანვე სრულად გამორიცხული იყო სექსუალური უმცირესობების საკითხი და მიზნად ისახავდა სრულიად სხვა პროცესების წამოწყებას, რომლიდანაც ერთი პროცესი, პარლამენტის წინ განთავსებული კარვების აღება იყო, სადაც ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის ყველაზე საძულველი, მიშა სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნის ბანერი იყო განთავსებული და მეორე, ეს იყო სამღვდელოებისა და პრორუსული ორგანიზაციების სამოქმედო არეალიდან, არასასურველი ჟურნალისტები მოშორება, რომლებმაც საკმარისად გაამზეურეს საპატრიარქოს ცოდვანი...
თუმცა ეს ყველაფერი, რუსეთისთვის საჭირო გახდა სხვა მიზეზით და ეს მიზეზი, ცენტრალურ აზიაში "თალიბანის" რევანშით გამოწვეულ დაძაბულობასა და ავღანეთიდან გამოყვანილი დასავლეთ კოალიციის სამხედრო დანაყოფებს, ასევე შავ და ბალტიის ზღვებში მიმდინარე NATO-ს მაშტაბურ წვრთნებს უკავშირდება და აი რატომ...
რაოდენ დიდი არმიაც არ უნდა ჰყავდეს რუსეთს და რაოდენადაც არ უნდა აპიარებდეს მას პროპაგანდა, მისი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის და როგორც ყველაფერს, რუსეთის არმიასაც და ბიუჯეტსაც ლიმიტი გააჩნია. უბრალოდ არ შეუძლია მთელს დედამიწაზე საკუთარი ინტერესების დაცვისთვის, აქტიური სამხედრო მოქმედებების წარმოება, ეს ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. კონკრეტულად რუსეთის შემთხვევაში, მისი ტერიტორიული სიდიდე ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც საზღვრის დაცვის, ისე პერიფერიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, რუსეთის სპეცსამსახურები და არმია, ყველა რესურსს გამოიყენებს, განსაკუთრებით საკუთრი საზღვრების უშუალოდ მიმდებარე რეგიონებში იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ფიზიკური ძალისა და რესურსის გამოყენებით მიაღწიოს შედეგს, რაც ნიშნავს იმას რომ მთელი ძალებით აამოქმედებენ ადგილობრივ რესურსებს, რომლებიც რუსეთს გააჩნია თითქმის ყველა პოსტსტაბჭოთა ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, არც საქართველოა გამონაკლისი და როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი გავლენის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი სასულიერო პირები და შეიძლება ითქვას, მთლიანად საპატრიარქოა, როგორც ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიად წოდებული უწყების, ახლო იდეოლოგიური ნათესავია და ყოველ კრიტიკულ მომენტში, სწორედ ეს ინსტიტუტი გვევლინება რუსეთის ინტერესების დამცველ-გამტარებლად (გაგახსენებთ 2012 წლის არჩევნებში სასულიერო პირების მაღალი ხარისხით ჩართულობას "ქართული ოცნების" მხარეს!!!). დღევანდელ მოცემულობაში, საპატრიარქოს ემატება ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მზად არის წავიდეს კოლაბორაციაზე ამ ინსტიტუტთან და ამიტომ ნებსით თუ უნებლიედ ხდება იმ ინტერესების გამტარებელი, რომელიც კრემლსა და ლუბიანკას აქვს გამზადებული ჩვენს მიმართულებაზე (თუკი რა თქმა უნდა ყველა იმ მოცემულობას დავივიწყებთ, რომელმაც ნათლად გვაჩვენა ასევე ის რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ძალაა).
ეს რაც შეეხებოდა შიდა პროცესს, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ვითარდება...
ამ ყველფერს კი აქვს გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც წარმოშვა ავღანეთიდან, NATO-ს ჯარების გაყვანამ და შედეგად, ცენტრალურ აზიაში გართულებულმა უსაფრთხოების მდგომარეობამ.
მოცემულობა ასეთია - ცენტრალურ აზიაში, რუსეთის მოკავშირე და "ОДКБ" წევრ ქვეყნებს, ავღანეთში "თალიბანის" მიერ ტერიტორების დაკავებასა და საზღვრების საკუთარ კონტროლზე აყვანის შემდეგ, უზარმაზარი პრობლემა წარმოეშვათ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელსაც საკუთარი ძალებით ვერასგზით ვერ გაუმკლავდებიან და შესაბამისად, საჭირო გახდება გაცილებით ძლიერი და დიდი სახელმწიფოების ჩართვა. ამ თვალსაზრისით, ჩართულობის და პრობლემის მოგვარების ნაწილშიც არის კონკურენცია, რომელიც ამ რეგიონზე შემდგომ გავლენას განაპირობებს. ასეთ კონკურენციაში კი რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი აღმოჩნდნენ. ამ სამი ქვეყნიდან, რომელიც ახლა მოაგვარებს ცენტრალურ აზიაში უსაფრთხოების პრობლემას, ის აიღებს გავლენის მთავარ სადავეებსაც ხელში და ამიტომ ვითარება კიდევ უფრო მეტი დრამატიზმისკენ მიდრეკილია, ვიდრე ავღანეთში საერთაშორისო კოალოციის სამხედრო დანაყოფების ყოფნის შემთხვევაში იყო.
ისტორიული ფაქტია, რუსეთი ვერასგზით ვერ დასთმობს ცენტრალურ აზიას ბევრი მიზეზის გამო. შესაბამისად მას მოუწევს ამ პრობლემის მოგვარებაში ჩართვა იმ სრული პასუხისმგებლობით, რომელიც აღებული აქვს რეგიონის მოკავშირე ქვეყნების წინაშე. ეს კი ცოტა რესურსს არ მოითხოვს და შესაბამისად, რუსეთს მოუწევს საკუთარი ძალების გადანაწილება. ეს კი ხდება იმ პრობებში, როდესაც ასევე რუსეთის უშუალო საზღვრებთან, აღმოსაველთ ევროპის ტერიტორიაზე, გაზრდილია დასავლეთ კოალიციის სამხედრო აქტივობა და შესაბამისად, ძალა. ასევე რთული ვითარებაა სირიაში, ლიბიაში, რომლებშიც ასევე რუსეთია ჩართული და იმდენად მოცლილი იყო გარკვეულ პერიოდში, რომ ლიბიის გარდა, აფრიკის სხვა ქვეყნების შიდა კონფლიქტებშიც კი ჩაჰყო ცხვირი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთი ბევრ ფრონტზე იბრძვის, რომელთა რიგსაც დაემატა ცენტრალური აზია. შესაბამისად ახლა რუს სტრატეგებს ალბათ უწევთ იმ ე.წ. "წყალქვეშა ნაღმების" ამოქმედება, რომელიც მრავლად აქვთ ჩაყრილი პოსტსაბჭოთა სივრცეში.
აღნიშნული ნაღმების მოქმედების მიმართულება კი იქნება - პოტენციურად, დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებში, ისეთი პროცესების დაწყება, რომელიც შეაფერხებს ან სულაც შეუძლებელს გახდის დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის და NATO-ს სამხედრო დანაყოფების განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთი რისკის შემცველი ქვეყანა რუსეთისთვის, ბუნებრივია ვართ ჩვენც და ამიტომ ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ჩევნსა და დასავლეთს შორის, გააჩინოს რაც შეიძლება მეტი პრობლემა, რასაც ემსახურებოდა კიდეც, საქართველოს პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა!
საქართველოში არსებული ელექტორალური განწყობების მიხედვით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აღარ აქვს ის რესურსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთის გავლენის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში და ამიტომაც მოხდა ის გარიგება საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც თვალნათლივ იკითხება მიმდინარე პროცესებში. "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკური ავანსცენიდან გაყვანა კი რუსეთის კოშმარია ახლა, ამ მოცემულობაში, როდესაც პოტენციურ მმართველ ძალად ასეთ შემთხვევაში, მდგრადად პროდასავლური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალი იქნება (მოლდოვას მაგალითი) და შესაბამისად, რუსეთის მიერ გამოყრილი ადგილობრივი კოლაბორნატების, გაველნის აგენტებისა და აგენტურის სრული კოლაფსიც გარდაუვალი იქნება. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენით კი მოსკოვი, როგორც მინიმუმ მოიგებს კიდევ 4-5 წელიწადს და ამასობაში იმდენად გააველურებენ საქართველოს, რომ დასავლეთი ჩვენსკენ გამომხედავიც არ იქნება...!
5 ივლისის მოვლენებს უკვე მოჰყვა, ევროპულ და რუსულ ენოვან საინფორმაციო სივრცეში შეფასებები, რომელთა ძირითადი მოტივიც სწორედ ამ სტატიაში მოცემული მტკიცებულების მინი ვერსია იყო და თითოეული მათგანი იმეორებდა თეზისს, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობა თუ სამარადჟამოდ არ დაასამარა, მრავალი წლით მაინც შეაფერხა და ამ შედეგით ვინც შეიძლება იყოს კმაყოფილი, ერთდერთი მოსკოვია, რომელიც იბევებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას შიდა არეულობის ინსპირირებით.
გამოდის რომ მოსკოვის, "ქართული ოცნებისა" და საპატრიარქოს მაღალი იერარქების ინტერესები ერთმანეთს იმდენად დაემთხვა, რომ ლუბიანკის მიერ დაორგანიზებულმა "რბილი ძალის" შტურმაც არ დააყოვნა!

Комментариев нет:
Отправить комментарий