Страницы

воскресенье, 31 января 2021 г.

"ნავალნიადა" ცვლილებების მოლოდინი მოსკოვში

ნავალნის მიერ, პუტინისთვის მოწყობილი პოლიტიკური ვაკხანალია, პირველ რიგში იმის მაჩვენებელია, რომ პუტინის ვერტიკალში რაღაც ისე ვერ არის... კონსტრუქცია "მორალურად მოძველდა"!
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ისტორია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენს თვალწინ ვითარდება, მნიშვნელოვანწილად განსხვავებული პროცესია ყველა იმ სხვა მსგავსი ოპოზიციური ფიგურების ჩართულობით განვითარებული მოვლენებიდან, რომელიც აქამდე გვინახავს, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 
 მთელი ეს პროცესი, უცნაურად განსჯი საგანი გახდა საქართველოში, რაც რა თქმა უნდა რომ ბუნებრივად მესახება თუმცა, ის რომ ამ სჯა-ბაასში  თავად ნავალნის პიროვენება გახდა მთავარი განხილვის საგანი და არა თავად პროცესი, ეს მეუცნაურება.
 ზოგადად, ჩემს წარმოდგენაში, რომელიც წლების განმავლობაში ამ ყველაფრისადმი თვალყურის დევნებით ჩამომიყალიბდა, მნიშვნელოვანია არა პიროვნება არამედ თავად პროცესი, რომელიც ნებისმერ შემთხვევაში რა შედეგითაც არ უნდა განვითარდეს ის და როგორი მწარეც არ უდნა იყოს ის რუსი ერისთვის, ჩვენთვის სასარგებლო თუ არა, როგორც მინიმუმ დროის მოგების შესაძლებლობაა, მოდუნებული რუსული ზეწოლის პირობებში, გავაძლიეროთ საკუთარი უსაფრთხოება და შესაბამისად, პოზიციები კავკასიაში. 
 ცალსახად ფაქტია, რომ ნავალნის დაბრუნებით დაწყებული პროცესი, განსხვავებულია როგორც პოლიტიკური მოვლენა და ამ ეტაპამდე, შეგვიძლია ვთქვათ ეფექტურიც.  ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ პოლიტიკურ ვერტიკალში, რაღაც კარგად ვერ არის და სისტემას შიგნიდან ვიღაცეები ემიჯნებიან. ანუ ნავალნი და მისი ეფექტური პოლიტიკური ნაბიჯები, ერთგვარი შედეგია იმ შიდა პოლიტიკური "მოცვეთისა", რომელიც ნებისმერი რეჟიმს ემართება, რომელიც ათეული წლებით ინარჩუნებს ძალაუფლებას.
 ბუნებრივია, იქნებიან ადამიანები რუსეთის პოლიტიკურ ოლიმპთან ახლოს, რომლებიც სრულად აცნობიერებენ ასეთი რეჟიმის ტოქსიკურობას, რომელიც არათუ მარადიულობის გარანტიას ვერ იძლევა, მის ილუზიასაც კი ვერ ქმნის და დაფუძნებულია ინდივიდის, ან თუნდაც ძალიან გავლენიანი ინდივიდების ჯგუფზე, რომელთაც ბუნებრივი კანონზომიერებისგან თავი არც მათ დაუღწევიათ და შესაბამისად, ბუნებრივი სიკვდილით ჩამოცილდებიან ძალაუფლებას. ეს მოცემულობა კი უნებურად, შედარებით ახალგაზრდა, ძალაუფლება ხელში შერჩენილი ადამიანებისთვის, რომლებიც ამავე დროს ჯერ კიდევ ხედავენ შესაძლებლობას, სისიტემის ნანგრევებში თავის გადარჩენისა და ახალ კარიერულ შესაძლებლობების თვლასაზრისით, მომავლის პერსპექტივაში თავს უსაფრთხოდ ვერ იგძნობენ და ამიტომაც მგონია, რომ ახლა არის ის გარდამტეხი ეტაპი, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, დიდი ხანია მწიფდებოდა. 
 ერთის მხრივ, თუკი "მტრის ბანაკში" არეულობა ბუნებრივად გვაწყობს, მეორეს მხრივ, არის ეტაპი, როდესაც ეს არეული მტრის ბანაკი არის ძალიან საშიში და მგონია რომ ასეთი მომენტი, შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაუდგეს კრემლს ახლა, რადგანს აფრთხე რეალურია! 
 რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სტანდარტულ ქცევას თუ გავიხსენებთ უახლოსი წარსულიდან, ყოველთვის როდესაც პუტინისა და მისი ძალაუფლების განმამტკიცებელ ძლევამოსილთა ჯგუფს, ქვეყნის შიგნით პრობლემები ექმნებათ, ცდილობენ მოაწყონ ახლო სამეზობლოში რაღაც პროვოკაცია, სწრაფი გამარჯვების შედეგით. ამიტომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია "ნავალნიადა" იმდენად სწრაფად განვითარდეს, რომ პუტინსა და მის სპეცსამსახურებს, დრო არ დარჩეთ პროვოკაციების მოსაწყობად ან თუნდაც ე.წ. "წყალქვეშა ქვეების" ჩასაყრელად, რომელთაც მაშინ ააფეთქებს, როდესაც თავად რეგიონში კონტროლს დაკარგავს!
 და ბოლოს... ის რაც მოსკოვში შესაძლოა მოხდეს, მხოლოდ ერთი რამის გამო იძლევა უკეთესის იმედს, რომ კრემლში თუკი ცვლილება მოხდენადია და პუტინი, თავისი ყოფილი "გებეშნიკური" ელიტით, ჩამოსცილდა ძალაუფლებას, ნებისმიერ შემთხვევაში ძალაუფლებას ხელში აიღებს ის ძალა, რომელსაც  ევროპის მხარდაჭერა ექნება და არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთის "ველიკოდერჟავული" პოლიტიკა მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის თუმცა, შესაძლოა ყველაფერი უარესი სცენარით განვითარდეს და ახლანდელი რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე კონფლიქტური ზონა ვიხილოთ, რაც ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა ახლა და ამ მოცემულობაში, თუმცა ასეთი სცენარის გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება, თუნდაც კავკასიაში არსებული "მინავლებული" კონფლიქტების გამო. 
 შესაბამისად "ნავალნიადა", თუკი ის იქნება შედეგიანი, ნებისმერი შემთხვევაში დადებითი მოვლენა იქნება ჩვენთვის, როგორც ამ მონსტრი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლი ქვეყნისთვის, თნდაც იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ სტაგნაციასა და  ავტორიტაზმში ჩაფლული ქვეყნის პოლიტიკა, სხვგვარად არ და ვერ შეიცვლება, თუკი ძალაუფლებას არ ჩამოსცილდა მმართველი პოლიტიკური ელიტა... რუსეთის შემთხვევაში კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავკაცის ცვლილება კრემლში, ავტომატურ ცვლილებას ნიშნავს მინსკში, დიდ პრობლემებს სეპარატისტული რეჟიმებისათვის და ცენტრალური აზიის რეგიონში, მოკავშირე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩნენ კრემლის ორბიტაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий