ყარაბახის ომი, აგერ ჩვენს ყურის ძირში მიმდინარეობს თუმცა, ვერაფრით მიიბყრო ჩვენი საინფორმაციო სივრცის "ყურადღება". საინფორმაციოსას ვინ ჩივის, ქვეყნის მმართველების ყურადღებაც კი არ მიექცა. ჩირგვებში ვზივართ და ზედმეტად ხმას არ ვიღებთ... შესაძლოა ეს გარკვეულწილად ჩვენს არჩევნებსაც დავაბრალოთ თუმცა, მიუხედავად ამისა, სწორედ არჩევნების კონტექსტში ეს კონფლიქტი და მის ირგვლივ არსებული საერთაშორისო ფონი, მეტად ინფორმატიულია ახლა იმ დასკვნის გასაკეთებლად, თუ რომელი ძალა, რა სარგებელის მიღებას ცცდილობს ამ ომიდან და შესაბამისად, მათთვის სასურველი შედეგები, როგორ აისახება საქართველოზე და რამდენად გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს, ან პირიქით!
დაპირისპირებული მხარეების მიზნების და ინტერესები გასაგებია და ცხადია. ბუნებრივია, ზედა აბზაცში ნახსენებ "ძალებში" ვიგუსლიხმე ის დიდი ქვეყნები, რომლებიც უპირატესად არიან ჩართულები მიმდინარე ომის "დიპლომატიაში".
რუსეთის მხრიდან, ეს ომი გამოყენებულია პაშინიანისა და შესაბამისად, მის არჩევაში განსახიერებული, სომეხი ერის, მოდით ასე ვთქვათ - "რუსეთისთვის არსაკმარისად პრორუსული" არჩევანის გამო დასასჯელად! პაშინიანის გადახრებს დასავლეთისკენ, საზოგადოების აღშფოთება არ მოჰყოლია და სრულიად ბუნებრივად მიიჩნევდნენ ამ პოლიტიკას რადგან წლების განმავლობაში, მათი წინა მმართველები, რომლებიც რუსული პოლიტიკური ნომეკლატურის განუყოფელი ნაწილი იყო, ყოველთვის, საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაში "შუალედურ", უსაფრთხო საგარეო პოლიტიკურ კურსს ატარებდნენ თუმცა, როგორც კი პაშინიანმა, დსავლეთისკენ იმაზე მეტად გაიხედა, ვიდრე რუსული შეფასებით, ვასალისთვის არის დასაშვები, ილუზორული "ნეიტრალიტეტზე დაფუძებული საგარეო პოლიტიკის" გატარებისა და სუვერენულობის ვუალის შესანარჩუნებლად, მისი დასჯა გადაწყდა და დაისჯება კიდეც პაშინიანი მყისვე, როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დასრულდება! ომის დასრულებას მოჰყვება ე.წ. "ყარაბახის კლანის" გააქტიურება და დამარცხების შედეგად, კიდევ უფრო გააგრესიულებულები ეკვეთებიან პაშინიანს, რუსული ინსტრუქტაჟით და თუ აქმდე მივიდა საქმე, არ არის გამორიცხული - იარაღითაც!
პაშინიანისადმი ეს დამოკიდებულება, ძალიან კარგად იკითხებოდა რუსულ პროპაგანდაში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ყარაბახში საბრძოლო მოქმედებების განახლებისთანავე. რუსული პროპაგანდის ყველა ძირითადი მტრანსლირებელი, ანტიპაშინიანისტურ მესიჯებს უხვად ისროდა. ხვადასხვა ნაციონალისტური ძალები, პირდაპირი ბრალდებით გამოდიოდნენ სომხების მისამართით რომ რუსეთის ომში ჩათრევას ცდილობდნენ და ა.შ. რუსული პროპაგანდის ასეთმა ქცევამ, თვალსაჩინო გახადა კრემლის გეგმა, რომლის განხორციელებასაც ახლა თვალს ვადევნებთ.
ამასთან ერთად რუსეთმა, აზერბაიჯანს მისცა იმ გეგმის განხორციელების შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში მომხდარი ესკალაციისას ჩაიტანა ლავრომა, ერევანში და რომელსაც მაშინ, ანტირუსული მიტინგით დახვდნენ! ეს გეგმა გულისხმობდა ყარაბახის ავტონომიური ოლქის მიღმა, სომხური არმიის მიერ ოკუპირებული შვიდი რაიონიდან, ხუთის გადაცემას აზერბაიჯანისთვის. თუმცა, მაშინ ამ შეთანხმებაზე შეჯერება ვერ მოხდა რადგან აზერბაიჯანი, შვიდივე ოკუპირებული რაიონის დაბრუნებას ითხოვდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევდა დასაშვებად ყარაბხის ავტონომიური ოლქის სტატუსზე მოლაპარაკებების დაწყებას, ახალი რეალობის გათვალისწინებით ბმული. ამავე დროს აზერბაიჯანი, თურქული მხარდაჭერისა და რუსეთისთვის, ირანთან უსაფრთხო სახმელეთო გასასვლელის საჭიროებისა და სხვა ახლო აღმოსავლური ინტერესების გამო, აღმოჩნდა იმდენად ხელსაყრელ პოზიციაში, რომ ამ "შესაძლებლობის ფანჯრის" ხელიდან გაშვება კონფლიქტის გაყინულ მდგომარეობაში, კიდევ რადმენიმე ათეული წლით ვადის გაგრძელებას ნიშნავდა!
ახლა, არცერთ დასახელებულ სამ ქვეყენათაგან, არ აწყობდათ განაწყენებული აზერბაიჯანი რადგან, მათ გაცილებით დიდი პრობლემები აქვთ ირგვლივ ვიდრე ყარაბახი და მის ირგვლივ, სომხების მიერ ოკუპირებული შვიდი რეგიონია! თანაც ამ პრობლემაში, თურქეთის პოზიცია რა თქმა უნდა რომ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, რომელიც თავის მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარისხით არის დამოკიდებული აზერბაიჯანზე, როგორც ენერგომატარებლებით, ისე ცენტრალურ აზიაზე გავლენის თვალსაზრისით და როგორც ყარაბახის ომში გამოვლენიმა პრაქტიკამ აჩვენა, თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, ყველა დონეზე ღია, მაკაფიო და აქტიურ მხარდაჭერას გამოხატავს აზერბაიჯანის მიმართ, მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში. შესაბამისად, იქ რუსული არმიის ჩარევა, აბსულუტურად წარმოუდგენელია იმ დრომდე თუ რა თქმა უნდა საბრძოლო მოქმედებები უშუალოდ სომხეთის ტეროტორიაზე არ გადაიანაცვლებს და არ დადგება რუსეთი, სომხეთის წინაშე უსაფრთხოების გარანტის ვალდებულების აღსრულების გარდაუვალობის წინაშე. ეს კი არ მოხდება რადგან, ალიევის განცხადებით, მისი მიზანი არ არის სხვისი ტერიტორიების დაპყრობა და არც აპირებს ასეთ რამეს. ეს ფორმალურად რუსეთს აძლევს საშუალებას, იყოს უმოქმედო და თანაც იურიდიული საფუძველი ჰქონდეს ამ უმოქმედობას, რადგან ფორმალურად სომხეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება!
რუსეთზე, ცოტათი მეტად უნდა შევჩერდე რადგან, გასული საუკუნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად უკონკურენტო ჰეგემონი იყო რეგიონში, რომელსაც ახლა ის ძლიერება აღარ აქვს თუმცა, საკუთარი დიდების ნანგრევებზე ცდილობს ახალი "დერჟავის" შექმნას და ამ მიზანში, საქართველოსთვის კარგი არაფერი მოიაზრება!
ერთი რამ ცხადია, რუსეთს პრობლემები აქვს არა ახლო უცხოეთში (როგორც თავად უწოდებენ), არამედ საკუთარ ტერიტორიასა (ხაბაროვსკი და შორეული აღმოსაველთის კიდევ რამდენიმე ქალაქში, საკმაოდ მასობრივი გამოსვლები იმართება პერიოდულად ბმული) და მისგანვე ე.წ. "უპირატესი ინტერესის ზონებში" (ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა) საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს და ჩანს რომ ვითარების კონტროლს ვეღარ ახერხებს. ეს პრობლემები, რომელთაგან ყველაზე მეტად სიმპტომატური ხაბაროვსკი და იქ მიმდიანრე პროცესებია. უჩვეულოა ეს ყველაფერი იმ რუსეთისთვის, რომელსაც პუტინის პირობებში მივეჩიეთ. ასეთივე სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ბელორუსიის პროტესტსა და ლუკაშენკოს პრაქტიკულად დამხობილ რეჟიმს, რომელიც შესაძლოა წინა წლებში რთული პარტნიორი იყო მაგრამ, ასეთი უკონტროლო და უპროგნოზო არა, რადგან ოპოზიციის მხარეს აშკარად და დაუფარავად დგას დასავლეთი, რომელმაც პრაქტიკულად ლუკაშენკოს მთავრობას უარი უთხრა არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე! საპასუხოდ კი რუსეთის პრაქტიკულად მკვდარი დუმილი მივიღეთ ისევე, როგორც ეს ხაბაროვსკის შემთხვევაში მოხდა.
ამ ომმა, სრულიად ახალი რეალობა წამოჭრა რეგიონში და ჯერ ზუსტად არავინ ვიცით როგორ გადალაგდება გავლენები მას შემდეგ, რაც ომი დასრულდება (და დასრულდა ვიდრე ამ სტატიას ვწერდი). ძალიან დიდი კითხვის ნიაშანს აჩენს, სომხეთ-ირანის საზღვრის გაქრობა. ეს მოცემულობა ძალიან მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი, რადგან გარკვეულწილად, რეგიონული პოლიტიკისგან ირანის ჩაჩოჩებას წააგავს და საინტერესოა შედეგი, რომელიც ამ მოცემულობას მოჰყვება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ჩვენი რეგიონი, ძალიან მნიშვნელოვან და სრულიად ახალი ფაქტორებით გაჯერებულ ტურბულენტობაში შედის, რომელსაც თბილისშიც შესაბამისი რეაგირება და საგარეო პოლიტიკის გააქტიურება სჭირდება.
ფაქტია, აზერბაიჯანის მიერ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოვლენამ, გამოააშკარავა ზემოთ ჩამოთვლილი მოცმულობები, რომლებიც აქამდე ჰპოთეტურ სიბრტყეში განიხილებოდა. შესაბამისად, კონფლიქტის გაჩაღებისთანავე ცხადი გახდა რომ ამ ჯერად საქმე სხვაგვარად მიდიოდა პოლიტიკურ სიბრტყეში, რაც იმას ნიშნავდა რომ მნიშვნელოვან შედეგებზე იყო გათვლილი და ამიტომაც არ შეჩერებულა საომარი მოქმედეები იმ კონკრეტული შედეგბის დადგომამდე!
სომხები დაისაჯნენ - ნაკლებად პრო-რუსული პოლიტიკისთვის - პაშინიანი სომხეთის პრემიერი ვეღარ იქნება, თუმცა, რუსეთის მიმართ კითხვები აუცილებლად გაუჩნდებათ სომხებს მაშინვე, როგორც კი დამარცხების ემოცია ჩაცხრება!

Комментариев нет:
Отправить комментарий