ატოცში, საოკუპაციო ზოლის გავლების განახლება, სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნებისთვის", ერთგვარი სამაშველო რგოლის გადმოგდება იყო.
საოცარი სინქრონია თბილისსა და მოსკოვს შორის. ეს სინქრონი, მითუმეტეს თვალშისაცემი გახდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ და როგორც ჩანს, რაც უფრო მიუახლოვდებით მეორე ტურს, ის კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება მათთვის, ვინც მმართველი ძალის ემოციურ იმპულსებზე დაფუძნებული, პროპაგანდისტული, შეთქმულების თეორიის კლასიკური თეზისების მსხვერპლი არ არის.
ასეთი დასკვნის საფუძველს, ის პროვოკაცია მაძლევს, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, სოფელ ატოცთან მოაწყეს საოკუპაციო ზოლის გავლების განახლების თვალსაზრისით და აი, სავარაუდოდ რატომ მოხდა ეს... ყოველ შემთხვევაში, მოვლენათა განვითარება, სხვა ლოგიკას ვერ ირგებს და შესაბამისად მეც ამ ლოგიკას მივყევი:
არჩვენების, პირველი ტურის დასრულებისთანავე, სალომე ზურაბიშვილმა და მმართველმა ძალამ, წინასაარჩევნოდ გაკეთებული პრორუსული შინაარსის ან კონსტექსტის განცხადებების წარუმატებელი გავლენის შემდეგ, გადაწყვიტეს - მოწინააღმდეგეს, გაღმა შედავების მეთოდით დაპირისპირებოდა და ყველა ის "ცოდვა", რომელიც საკუთარ კისერზე ჰკიდია, აიღეს და "ქოპი-პეისტის" პრინციპით, გრიგოლ ვაშაძის კისერზე გადაკიდებას შეეცადნენ. ამ პროცესების პარალელურად კი, ანუ მაშინ, როდესაც მმართველი ძალის პიარ კონსულტანტებმა გადაწყვიტეს, რომ პრორუსული პოზიცია კარგი იყო საზოგადოებრივი აზრის ზონდირებისათვის მაგრამ არა შედეგისთვის, ე.წ. "დამოუკიდებელ"კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ქვეყანაში აგერ უკვე ბოლო 5-6 წელია, ღიად მოქმედმა ყველა პრორუსულმა ძალამ - "პატრიოტთა ალიანსმა" და "ქართულმა მარშმა", რომელთა განცხადებები რუსეთთან ძმობისა და ერთადერთი გადარჩენის გარანტად გამოცხადების შესახებ, ყველას გვახსოვს და არავინ დავობს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოძრობები, კონკრეტული პრორუსული ძალები, ანუ ჩვენს შემთხვევაში, იმ სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენსა და რუსეთს შორის არსებობს, კლასიკური მე-5 კოლონაა და მათი ქმედებაც ამ ტერმინის ენციკლოპედიურ დეფინიციაში სრულად ჯდება. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ამ პროცესებს, წინ უძღოდა მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა განცხადებები, სამოქალაქო დაპირისპირებისა შესახებ და ა.შ. ეს ყველაფერი, ყველამ მშვენირად იცით და საკუთარი თვალით ნახეთ რაც ხდებოდა...
ამ ყველაფრის შემდეგ კი, მაშინ როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია, საპრეზიდენტო კანდიდატითურთ, ევროსაბჭოში მართავს შეხვედრებს, ყოველგვარი თვალსაჩინო საჭიროების გარეშე, რუსეთის საოკუპაციო ძალები იწყებენ (ანახლებენ) საოკუპაციო ზოლის გავლებას, რომელსაც მოჰყვება სალომე ზურაბიშვილის ჩასვლა ოკუპაციის ზონასთან და იქიდან განცხადების გაკეთება, რაც სრული აფსურდი და ძალიან იაფფასიანი "ფანდი" იყო, სალომე ზურაბიშვილი იმიჯის გამოსასწორებლად და იმ პრორუსული პოზიციის მქონე განცხადებების გადასაფარად, რომელიც წინსაარჩევნოდ კეთდებოდა მათი მხრიდან... დაფიქრდით, ასეთი "პროვოკაცია-ფანდები" რუსულ სპეცსამსახურებს რამდენჯერ მოუწყიათ, საქართველოში და სხვა მეზობელ სახელმწიფოებში...!
ამ ლოგიკიდან გამომდინარე, რომელსაც ძნელია უსაფუძვლო უწოდო, "ქართულ ოცნებაში" არჩევნების შედეგებით გამოწვეული ისტერიკა და მოგვიანებით, მათი პოლიტიკური ლიდერის საგანგებო მიმართვისას - "წაშლილი სახე", დიდი ალბათობით იმას უნდა გამოეწვია რომ ხელისუფლებაში, აბსულუტური ძალაუფლების ქონის პირობებშიც კი, ვერ შესძლეს საზოგადოებრივი აზრის ისეთი მაშტაბით ცვლილება, რომ საქართველოში პრორუსული პოზიცია აღარ ყოფილიყო - პოლიტიკური კარიერის სამარის კარი... თუმცაკი, "ქართულმა ოცნებამ" წარმატებით შეასრულა მთავარი ამოცანა, რომელიც, როგორც ჩანს მათი მოსკოველი დამკვეთებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დამდგარი საარჩევნო შედეგების გამო, არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისგან, არამედ ლუბიანკელი ჩინოვნიკებისგანაც მიიღეს ალიყური, რამაც ალბათ განაპირობა კიდევაც ის ნერვული ფონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მის ქვეშევრდომებს აესახათ სახესა და ქმედებაში (ხვდებით ალბათ კონკრეტულად ივანიშვილისთვის, ალიყური მოსკოვიდან, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს). ეს მთავარი ამოცანა კი, იმ რეფორმირებული, აშენებული და გაევროპერებული საქართველოს იმიჯის დანგრევა იყო, რომელიც წინა წლებში, კოლოსალური შრომის, ასევე ძალიან მტკივნეული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული...!
მოკლედ, ახლა ყველაფერი გაცილებით უფრო რთულად არის, ვიდრე ეს 2012 წელს იყო. ახლა აქ რუსეთს საკმარისი მხარდამჭერი ძალა ჰყავს, თუნდაც პროვოკაციის მოსაწყობად და ალბათ ყველამ დაინახეთ ის, 90-იანი წლების დასაწყისის სულისკვეთების მატარებელი შეკრებები თეატრებსა და სკვერებში, რომელმაც ჯერ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო, შემდეგ კი თბილისი გადაბუგა და ერთმანეთი გვახოცინა...
შესაბამისად, როდესაც რომელიმე სახე, ცისფერი ეკრანიდან გიკიჟინებთ, რომ ოპოზიციის გამარჯვებით ქვეყანა უბედურების წინაშე აღმოჩნდება, უბრალოდ გაიხსენეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მათი ზეობის ხანაში და ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება!
გაიხსენეთ, ვინ არის ჩვენს სამეზობლოში, იმ წესრიგისა და განვითარების დაუძინებელი მტერი, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს, თუკი ის გარდაცვლილი იმპერიისადმი ნეკროფილურ დამოკიდებულბას შეიცვლის და დასავლეთისაკენ უკან მოუხედავად გასწევს...!

Комментариев нет:
Отправить комментарий