Страницы

воскресенье, 7 февраля 2016 г.

ჩრდილო კორეის გამო გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო შეკრებას მართავს! (ვიდეო/video)

ჩრდილო კორეის მიერ დაანონსებული შორის მოქმედების ბალისტიკური რაკეტის გამოცდა შედგა, რაც დაადასტურა აშშ-ს შესაბამისმა უწყებებმა და შეშფოთება გამოთქვეს ჩრდილო კორეის მიერ ასეთი ტექნოლოგიების გამოცდის გამო.
რაკეტის გაშვებას ასევე ადევნებდნენ თვალს იაპონური სადაზვერვო სამსახურები რომლებმაც ასევე დაადასტურეს რაკეტის გაშვება. მათი თქმით გაშვება განხორციელდა საგამოცდო პოლიგონიდან და ფრენის ტრაექტორია ქვეყნის ჩრდილო დასავლეთით იყო მიმართული. იაპონურმა წყაროებმა განაცხადეს რომ ყვითელი ზღვის თავზე რაკეტას ოთხი ელემენტი გამოეყო და ზღვაში ჩავარდა წყარო
 რაკეტის გაშვების დადასტურების შემდეგ, გაეროში აშშ-ს, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლება მოითხოვეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა. ასევე საგანგებო შეკრება გამართა სამხრეთ კორეის უშიშროების საბჭომ. რაკეტის გაშვებამდე იაპონიისა და სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში იყო მოყვანილი. 
 ჩრდილო კორელეების განცხადებით, რაკეტის გაშვების დანიშნულება იყო კოსმოსში საკუთარი თანამგზავრების გაყვანა და ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გაცხადდა რომ დასახული ამოცანა წარმატებით იქნა შესრულებული. დასავლეთი და მეზობელი ქვეყნები კი მიიჩნევენ რომ კოსმოსურ თანამგზავრის გაშვების შესახებ გაკეთებული განცხადებები, მხოლოდ შირმაა ბალისტიკური რაკეტების გამოცდისთვის, რომელთაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა და საფრთხეს წარმაოდგენს მთელი დედამიწისთვის. 


სამწუხაროა რომ დედამიწაზე, რუსეთთან ერთად არსებობენ ქვეყნები, რომელთა ხელშიც მოხვედრილია მასობრივი განადგურების იარაღი და ისინი, დღემდე ისეთივე საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც "ყუმბარიანი მაიმუნი" გარშემომყოფებისთვის. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაზარდა საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემატიკას და ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის საჭიროება, კიდევ უფრო ცხადი გახადა.

ასევე წაიკითხეთ:





Комментариев нет:

Отправить комментарий