რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაწყებული სანქცირების პოლიტიკა და მისი თანმხლები საქმეების გამოძიება, ლოგიკურად გრძელდება და ყველა იმ ასპექტს მოიცავს, რომლითაც გამოირჩევა რუსული პოლიტიკის უახლოესი წარსული.
პრობლემურია რუსეთის ინტერვენცია ყველა მიმართულებით, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სამხედრო თვალსაზრისებით და დასავლეთმა გააცნობიერა ამ პრობლემების მნიშვნელობა. 21 იანვარს ლიტვინენკოს საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტში გაკეთებული მოხსენება იყო ის "წყალგამყოფი მოვლენა", რომელმაც სრულიად ახალი რეალიები ჩამოაყალიბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში. ბრალდებები პუტინის მისამართით აღარ არის ტაბუდადებული თემა და მის მიმართ არსებული ბრალდებების ნუსხა ახალი ეპიზოდებით შეივსება.
ამ ფონზე დღეს ცნობილი ხდება რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელსაც მიება სანქციების მოხსნის საკითხი წყარო. აქვე უნდა ითქვას რომ გასული კვირას ლავროვმა იმედები გამოთქვა მიმდინარე წელს სანქციების მოხსნის შესახებ თუმცა დღევადნელი რეზოლუციის შემდეგ ასეთი "იმდები", ლავროვის ოცნებად რჩება. რეზოლუციაში რომელიც მთლიანად რუსეთის მხრიდან უკრიანისთვის შექმნილ პრობლემატიკას ეძღვნება ლაპარაკია იმაზე რომ სანქციების მოხსნა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყირიმის ნახევარკუნძული დაბრუნდება უკრაინის სამართლებრივ სივრცეში. ასევე ხაზგასმული იმ შეზღუდვების შესახებ რომელიც უშუალოდ ყირიმის ნახევარკუნძულს შეეხება და ნათქვამია რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე იკრძალება ნახევრკუნძულზე ნაწარმოები იმ პროდუქტების შეტანა, რომელსაც უკრაინული სერტიფიკატი არ გააჩნია. ასევე იკრძალება მთელი რიგი პროდუქტები, სერვისებისა და ტექნოლოგიების ნახავრკუნძულზე შეტანა. ევროპარლამენტი მოუწოდებს მოსკოვს შეწყვიტოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ნახავრკუნძულზე და ამ თვალსაზრისით აქცენტირებული ყირიმელი თათრების უფლებების საკითხი. ითხოვენ უკვე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებას და ნახავრკუნძულზე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით სადამკვირვებლო მისიების შეშვებას. ასევე ლაპრაკია იმაზე რომ ევროკავშირი დაუშვებლად მიიჩნევს ნახავრკუნძულზე რუსეთის მიერ მუქარად გაჟღერებულ ბირთვული იარაღის განთავსებას.
უნდა განვმეორდე და ამ რეზოლუციის მთავარი ღირებულება ის არის რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიება ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას, რაც ნიშნავს იმას რომ რუსეთის ბლოკირება ცივილიზებულ სამყაროშ გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ მოხდება უკრაინისთვის წართმეულის დაბრუნება.
ასე რომ ლავროვისა და მრავალთა რუსთა ოცნება რომ სანქციები მალე მოიხსნება დღეს დასამარდა. ასეთი მოლოდინის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ ვიდრე ყირიმის ნახევარკუნძული არ დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში.
ასევე წაიკითხეთ:
BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი პუტინის კორუფციულ სქმებსა და დანაშაულებზე (RUS) (ვიდეო/video)
ევროსაბჭო ნემცოვის მკვლელობის გამოძიებას იწყებს
ბრიტანეთის სასამრთლო პარლამენტში მოხსენებას გააკეთებს ლიტვინენკოს საქმეზე
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს გერმანიამ ვიზაზე უარი უთხრა
ასევე წაიკითხეთ:
BBC-ის მიერ მომზადებული ფილმი პუტინის კორუფციულ სქმებსა და დანაშაულებზე (RUS) (ვიდეო/video)
ევროსაბჭო ნემცოვის მკვლელობის გამოძიებას იწყებს
ბრიტანეთის სასამრთლო პარლამენტში მოხსენებას გააკეთებს ლიტვინენკოს საქმეზე
რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს გერმანიამ ვიზაზე უარი უთხრა


Комментариев нет:
Отправить комментарий