რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ევროპამ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და პირველრ რიგში ეს იმაში გამოიხატა რომ ყოველკვირეულად, ევროკავშირის დიპლომატირ კორპუსში მომზადდება
დაიჯესტი, რომელშიც ასახული იქნება ყველა ის წყარო და ინფორმაცია, რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ იქნება კვირის განამვლობაში გავრცელებული. აღნიშულ დაიჯესტში შევე არა მხოლოდ კონკრეტულად ევროპასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესახებ და სხვა ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც მავნებელია ზოგადად და ევროპელი დიპლომატების ყურადღებას მიიქცევს. მათ შორის თავად რუსეთის შიდა მოხმარებისათვის და ევროპის დისკრედიტირებისკენ მიმართული იფორმაციაც. ევროპელთა ასეთი წინააღმდეგობა განაპირობა იმ სიცრუის ნიაღვარმა, რომელიც რუსული პრიპაგანდისტული ინსტრუმენტებიდან მოედინება და მიმართულია რიგითი ევროპელისა თუ პოსტსაბჭოელის ცნობიერებაში, მიმდინარე მოვლენების შესახებ არასწორი რაკურსების ჩამოყალიბებისკენ ანუ მარტივად რომ ვთქვათ - იდეოლოგიური დეზორიანტაციისკენ.
ასევე წაიკითხეთ: რუსული პროპაგანდა აღარ ხუმრობს (ვიდეო/video)
ამ მხრივ რუსული პროპგანადის დაზიანების ზონაში მხოლოდ ევროპა არ არის და პირველ რიგში, მისი დარტყმის ობიექტი რუსეთის მოსაზღვრედ მდებარე ქვეყნებია. მათ შორის ჩვენც და ამ პროპაგანდის მოქმედება საქართველოში თვალშისაცემია რომელიც კონკრეტული მოქმედებებით არის გამყარებული და გარდა ინფორმაციული შეტევებისა, ისეთ მხარდაჭერით ღონისძიების თანხლებით მიმიდინარეობს, როგორიც არის - რუსული კინოს ფესტივალი, რუსული თეატრის ფესტივალი და ა.შ. ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა რუსეთის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) მიერ ორგანიზებული ბაიკერთა მსვლელობები საქართველოში და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში. ეს ყველაფერი ერთი პროცესის ცალკეული ეპიზოდებია, რომელსაც თუ ერთი ლოგიკით აღვიქვამთ და წინა წლების მდგომარეობას შევადარებთ, დავინახავთ რომ ვითარება ძალზედ სავალალოა. ჩვენს შემთხვევაში ამ პრობლემას ისიც ამძაფრებს რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები გამოკვეთილი "დიდი რუსეთის ფობიით" არიან შეპყრობილნი და ამ "ფობიის" გამო, სრული თავისუფლება აქვთ რუსოფილ მედია თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელიც თავის შედეგს აუცილებლად იქონიებს და საქართველოს სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით კარგის მომტანი არ იქნება!
P.S. ევროპელ დიპლომატთა მიერ მომზადებული გასული კვირის დაიჯესტი ბმული:







Комментариев нет:
Отправить комментарий