სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტმა გამოუხმაურებისა და დეტალების გაცხადების გარეშე ჩაიარა. ყველაზე დიდი ყურადღება, თბილისში სომხეთსი პრეზიდენტის ვიზიტისას სომხური ეკლესიის კურთხევის თემამ დაიმსახურა.
საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს განხილული საკითხების შესახებ კი, იმდენად მწირი ინფორმაციაა რომ ძნელი დასადგენია რაზე შეიძლებოდა ესაუბრათ პოლიტიკოსებს ამ ვიზიტის ფარგლებში. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ივანიშვილითან შეხვედრა და მისი დასწრება, სომხური ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე და გამიჩინა ლეგიტიმური კითხვა - რა სტატუსით იყო წარდგენილი სომხეთის პრეზიდენტის წინაშე?
საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს განხილული საკითხების შესახებ კი, იმდენად მწირი ინფორმაციაა რომ ძნელი დასადგენია რაზე შეიძლებოდა ესაუბრათ პოლიტიკოსებს ამ ვიზიტის ფარგლებში. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ივანიშვილითან შეხვედრა და მისი დასწრება, სომხური ეკლესიის კურთხევის ცერემონიაზე და გამიჩინა ლეგიტიმური კითხვა - რა სტატუსით იყო წარდგენილი სომხეთის პრეზიდენტის წინაშე?
რეგიონში არსებული კონტექსტიდან გამომდინარე და ბოლო დროს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში Gazprom-ის თემატიკის შემოსვლაით, სავარაუდოა რომ მთავარი განხილვის თემაც სწორედ ეს საკითხი იქნებოდა. ამაზე მოწმობს ერთადერთი პუბლიკაცია, რომელიც სარქსიანის ვიზიტს მიეძღვნა სომხურ მედიაში და რომელიც სვავს კითხვას თუ რაზე ისაუბრეს სარქსიანმა და ივანიშვილმა ბმული? რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ ივანიშვილი სახელმწიფო მართვის საითხში აქტიურ მონაწილეობას იღებს.
ასევე წაიკითხეთ: ისევ აფხაზეთის რკინიგზა და აბაშიძე-კარასინის ვირეშმაკობები!
პირადად მე არაერთხელ დამიწერია რომ ირანის დასავლეთის სანქციებიდან გათავისუფლების პროცესმა, რეგიონში გააჩინა "ახალი ირანის" ფაქტორი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ იქნებოდა მისაღები რუსეთისთვის და ის ყველანაირად შეეცდებოდა ირანის დაბლოკვას, ევროპისკენ ირანული ენერგორესურსებისა თუ სხვა ტვირთების გაშვების თვალსაზრისით. ამისთვის კი რუსეთი, ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყნებს და ამ ბერკეტთა მოქმედება, საქართველოს ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ არის Gazprom-ის საკითხი ასეთი პრობლემატური რადგან თუ კარგად დაუკვირდებით სომხეთისთვის ირანიდანაც არის შესაძლებელი გაზის მიღება და ამ საკითხის აქტიური განხილვები მიმდინარეობს თავად სომხეთში. რომელიც საკუთარ სატრანზიტო პოტენციალს განიხილავს ირანიდან გაზისა თუ სხვა ტვირთების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად საქართველოს ინტერესებში უნდა შედიოდეს ისიც რომ სომხეთიც გათავისუფლდეს რუსული დამოკიდებულებისგან და წესით ყველანაირად ხელს უნდა უწყობდეთ ამ პროცესს.
რაც შეეხება თავად სომხეთში მიმდინარე განხილვებს, სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა განიხილავს საკუთარ სარანზიტო პოტენციალს ირანი-რუსეთის კავშრის თვალსაზრისით და არა დამოუკიდებელი მოთმაშის როლით, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს რუსულ გავლენას ქვეყანაზე, თუმცა ამის მიზეზი ის უსაფორთხიების პრობლემებია რომელის წინაშეც სომხეთი, პრაქტიკულად მარტოდ არის დარჩენილი. მაგრამ მაინც საინტერესოა რომ ამ კონტექსტში სომხეთში არ წყდება განხილვები სომხეთი-რუსეთის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენას გულისხმობს და რომლის შესახებ შეკითხვა 3 ნოემბერს სომხეთში ვიზიტად მყოფ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ციბუსლსკისაც დაუსვეს წყარო. რუსმა ჩინოვნიკმა პასუხისას აღნიშნა რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენა, ობიექტურ წინააღდმეგობებს აწყდება და დასძინა რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება და დგას სხვდასხვა ფორმატებით მოლაპრაკებების დღის წესრიგში(!?). ციბულსკის არ დაუკონკრეტებია თუ რომელი მოლაპრაკებების ფორმატებს გულისხმობდა.
ასევე წაიკითხეთ: მოდის რუსული მატარებელი!
ასევე თვალშისაცემია ის რომ სომხურ, ირანულ და რუსულ გამოცემებში ამიერკავკასიის სატრნაზიტო საკითხზე ლაპარაკი, საქართველოს მინიმალური მოხსენიებით მიმდინარეობს და ვერაფრით ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი რამ განაპირობა. იმან რომ საქართველო მზად არის მიიღოს ყველაფერი რაც კი შეთავაზებული იქნება და ის როგორც წინაღობა მოხსნილია თუ სხვა რამ ფაქტორის განაპირობებს ჩვენს ასეთ აუტსაიდერობას, ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში?!
იმდენად არის ჩახლართული ამიერკავკასიის რეგიონში გაზისა და სარკინიგზო მიმოსვლის საკითხები რომ ძნელი დასადგენია, რომელი მხარე რის მიღწევას ცდილობს. ამას ისიც ემატება რომ საკითხის განხილვები ერთგვარ საიდუმლო ვითარებაში წარმოებს და ძნელია მოიპოვო ობიექტური ინფორმაცია, მხარეთა რეალური შესაძლებლობებისა და განხილვებში დაკავებული პოზიციების შესახებ. ის რაც ზედაპირზე დევს, არის მხოლოდ სურვილები და ამ სურვილებს, გეოპოლიტიკური და საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების კონტექსტის გათვალისწინებით უწოდო რეალური ან არარეალისტური ძალზედ ძნელია.
ის რისი თქმაც გადაჭრით შეიძლება ეს არის ირანის სურვილი გავიდეს ევროპულ ბაზარზე მაქსიმალურად ხელსაყრელი მარშუტით და არის რუსეთის საჭიროება, მოხვდეს ახალი ირანის ფაქტორის მოქმედების მაკონტროლებელთა შორის, რომელიც თავის მხრივ მისი ექსპანსიონიზმით გამოწვეული წარუმატებელი საგარეო პოლიტიკით არის განპირობებული და დასავლეთზე, კერძოდ კი ევროპაზე დამატებითი ბერკეტების მოპოვებას ცდილობს.
ჩვენთვის კი უმთვარეს ამოცანას წარმოადგენს ის თუ რა მქანიზმების მოქმედებით ცდილობს რუსეთი ირანის შეზღუდვას და რა როლი აქვს ამ ავანტურაში საქართველოს.
ჩვენთვის კი უმთვარეს ამოცანას წარმოადგენს ის თუ რა მქანიზმების მოქმედებით ცდილობს რუსეთი ირანის შეზღუდვას და რა როლი აქვს ამ ავანტურაში საქართველოს.

Комментариев нет:
Отправить комментарий