Страницы

суббота, 14 марта 2015 г.

პუტინის გაუჩინარების შესახებ - ვითარება "უჩვეულოდ" ჩვეულებრივია!

პუტინის გაუჩინარებით გამოწვეული გაუგებრობა, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს არაფრით არ ისახება დასავლეთ მედიასა და პოლიტიკოსების კომენტარებში. უცნაურად დუმილით ხვდებიან ამ ყველაფერს და არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ასეთი ვითარება?! ღმერთმა უწყის...
ბოლო დროს, დედამიწაზე იმდენი მნიშვნელოვანი და სრულიად "მოულოდნელი" სცენარები განვითარდა რომ ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა უნდა ვივარაუდით რომ დასავლეთის სპეცსამსახურებს ალბათ ექნებათ  სანდო წყაოროებიდან მიღებული და დადასტურებული ინფორმაცია, კრემლში მიმდიანრე მოვლენების შესახებ. ვითარება ცალსახად არაოირდინალურია და გასული ერთი წლის კატაკლიზმების ფონზე, რა თქმა უნდა რომ კოლოსალური ინტერესისი ობიექტი ხდება. ვითარება კი ასეთია:

 რუსეთი. მოსკოვი: საინფორმაციო სივრცე რუტინულად მიდის და არაფერს განსაკუთრებულს არ იტყობინება. განსაკუთრებით აქტუალური გახდა ვებსაიტები და გამოცემები, სადაც ნაკლებად სანდო ინფორმაცია ვრცელდება. რა
კრემლის ადმინისტრაციული შენობა 13.03.2015
თქმა უნდა შეინიშნება მიზანმიმართული - ვერსიათა "გამოტყორცნები" საინფორმაციო სივრცეში, რომლებიც სწარაფად ხდება გაურკვევლობაში მყოფი მილიონობით ადამიანის განხილვის საგანი. მგონი რომ უცხოპლანეტელების მიერ გატაცების გარდა, ყველა ვერსია ითქვა და დაიწერა, თუმცა ოფიციალურად არავითარი მინიშნება იმაზე თუ რა ხდება კრემლის კედლებს მიღმა, არ გაკეთებულა! ვრცელდება ფოტოები რომ კრემლთან მობილიზებულია სატვირთო ავტომობილების კოლონები. ორი დღის წინ გავრცელდა კადრები რომელზაც ასახული იყო ვერტმფრენების დასხდომა სიტუაციური მართვის ცენტრში, ФСБ-ს შენობასა და კრემლში. ამავე დღეს მოსკოვის ცაში შემჩნეული იყო საბრძოლო ვერტმფრენებიც, თუმცა ძირითადად სამხედრო სატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი რამდენიმე ვერტმფრენი დაფიქსირდა. დღეს ასევე გავრცელდა ფოტოები რომელზეც კრემლის ადმინისტრაციული შენობის თავზე, სადროშე ანძა ცარიელია და რუსეთის სამფეროვანი დროშა მოხსნილია. არსებული ვითარება პუტინის სიკვდილზე ყველაზე ნაკლებად
მიუთითებს რადგან, კიმ ჩენ ირის სიკვდილიდან ორ საათში გაავრცელა დასავლეთის პრესამ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. ასე რომ ყოფილიყო პუტინის შემთხვევაშიც, ამას უკვე გავიგებდით და ყველაზე განხილვად ვერსიათა შორის პირველი იქნებოდა, ვიდრე ოფიციალურად დაადასტურებდა კრემლი. დღის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია რომ კრემლში აკრედიტირებულ საინფორმაციო სააგენტოების ხელმძრვანელებს სთხოვეს, მზადყოფნა მნიშვნელოვანი პრესკონფერენციისათვის უახლოეს დღეებში!
 რუსეთი. რეგიონები:  რუსულ რეგიონალურ მედიაშიც აბსულუტური მდუმარებაა. არაფერს იმჩნევენ და ჯიუტად განაგრძობენ "ჩვეულ რეჟიმში" მუშაობას. ორი თუ სამი დღის წინ ერთერთი გუბერნატორის დაკავების შემდეგ, ძირითადად კორუფციულ სქმებსა და ფაქტებზე წერენ. მოიმატა ცნობებმა საპროტეტსო აქციების შესახებ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. ტაქსისტები, მოტყუებული ბინათმესაკუთრეები, ბანკებისგან დაზარალებული მოქლაქეები და ა.შ. გაჭირვებული მასა ღელავს. კავაკასიაც ჩუმად არის და არაფერი განსაკუთრებული იქ არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში გავრცელებული ინფორმაციით, კადიროვიც და ყველა სხვა ადგილობრივი ხელმძღვანელი, საკუთარ პოსტებზე არიან და აგრძელებენ მუშაობას, თუმცა კომენტარები არც მათი მხრიდან კეთდება. პერიოდულად
ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან
გადაღებული ფოტო 13 მარტის ღამე
რეგიონული მედია უბრუნდება სამხედრო წვრთნების თემატიკას სამხრეთ სამხედრო ოლქსა და ჩრდილოყინულოვან ოკეანეში. რეგიონებთან დაკავშირებით ერთი რამ არის აღსანიშნავი რომ ოსმა სეპრატისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს ხელშეკრულების ხელმოწერა მიმდინარე წლის 18 მარტს გაიმართება. ეს ინფორმაცია გარდა სეპრატისტული მედიისა კავკასიურმა სააგენტოებმაც გაავრცელეს გუშინ, მაგრამ დღეს ამ საკითხის განხილვა აღარ გაგრძელებულა.  
 უკრაინა: უკრაინის მიმართულებით თითქმის არაფერია შეცვლილი. გუშინ რუსეთიდან კიდევ ერთი ჰუმანიტარული კოლონა ჩავიდა სეპარატისტებთან და კვლავ ვრცელდება ვიდეო და ფოტო მასალა, რომელზეც რუსი ე.წ. "მოხალისეების", უკრაინის ფრონტზე გაცილების მომენტებია ასახული. რაც იმას ნიშავს რომ რუსეთიდან ცოცხალი ძალის მიწოდება, კვალვ აქტიურად გრძელდება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთის არმიამ, უკრაინის საზღვრის, ხარკოვის ოლქის მონაკვეთთან, რადიოდაზვერვის სისტემები განალაგა. ჩვეული აქტივობებია ფრონტის სხვადასხვა მიმართულებებით. დღის განმავლობაში ყველაზე უჩვეულო სიჩუმე, დღეს დილით დონეცკში იყო. უკრაინის ოფიციოზიც სდუმს პუტინის გაუჩინარებასთან დაკავშირებით და თავისი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. სეპარატიტების მედიაში დღეს შესამჩნევი სიხალვათეა ახალი ამბების. სამაგიეროდ უკრაინულ მედიაში გავრცელდა პოროშენკოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ევროპული ქვეყნებიდან თანამედრო ლეტალური იარაღის მიღების შესაძლებლობის შესახებ.
 დასავლეთი: იმის გათვალისწინებით რომ პუტინი უკვე ერთი კვირაა არავის უნახავს, საინტერესოა გასული ერთი კვირის მოვლენების ერთიან პრიზმაში განხილვა და არა უშუალოდ მას შემდეგ, რაც რიგითი ადამიანებისთვისაც გახდა შესამჩნევი პუტინის გაქრობა. მთელი ეს პერიოდი გამოირჩეოდა იმით რომ მიდიოდა აქტიური კამათი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ. საბოლოო ჯამში როგორც მოსალოდნელი იყო, მოიძებნა შუელდური "დოპლომატიური" გამოსავალი და ლეტალური იარაღს ნაცვლად უკრაინას, ჯავშანტქენიკა და სხვა თავდაცვითი თუ სადაზვერვო აღჭურვილობა გადაეცემა. გარდა იმისა რომ უკრაინას რაღაც ტიპის სამხედრო ტექნიკა მაინც გადაეცემა,
მთელი კვირის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ს ჯავშანტექნიკის ევროპის ტერიტორიაზე შეყვანის შესახებ. ამ პერიოდს ემთხვევა შავ ზღვაში NATO-ს სამხედრო ხომალდების შემოსვლა და წვრთნების დაწყება, რომელსაც დაემთხვა რუსეთის მაშტაბური წვრთნები სამხრეთ სამხედრო ოლქში, რომელშიც საარტიელრიო და სარაკეტო შენაერთები იღებენ მონაწილეობას. ასევე თვალშისაცემი იყო პოლონეთის მხრიდან გამჟღავნებული სურვილი ამერიკული წარმოების რაკეტა "tomahawk"-ის შეძენის შესახებ და ცოტათი უფრო ადრე, ასევე პოლონეთის ტერიტორიაზე "patriot"-ის ანტისაჰაერო სისტემების განთავესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. გარდა ზემოთქმულისა, დღეს ნორვეგიის სამხედრო ფლოტმა განაცხადა რომ იწყებს საზღვაო წვრთნებს, უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან.  აქვე ალბათ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის პოლიტიკური კოსულტაციები, რმელიც
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკთხთან დაკავშირებით მიმიდინარეობდა, ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ს შორის. უჩვეულოდ ჩუმად ჩაიარა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის ვიზიტმა ვაშინგტონში, პრეზიდენტ ობამასთან.
მთელი ეს ზემოთ აღწერილი დასავლური სამხედრო-პოლიტიკური "რუტინა" საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და არაფრისდიდებით არ იმჩნევს "უცნაურობას მოსკოვიდან"... ვნახოთ მომავალი ორი დღის განმავლობაში რაღაც მაინც გახდება ცნობილი და ჩაცხრება ეს  ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც უფრო გაუგებრობამ გამოიწვია ვიდრე იმან თუ რა მოუვიდა პუტინს. რადგან ყველას კარგად ესმის რომ თვითონ პიროვნულად პუტინის ჩამოშორება ხელისუფლებისგან არ არის მთვარი და სასრგებლო იქნება, მასთან ერთად, მის მიერვე შექმნილი მთელი სისტემის გაუვნებელყოფება... თუმცა ამის ნიშნები ეხლა ნამდვილად არ ჩანს!

2 комментария:

  1. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить
  2. :) ჩვენებური ორფეხა ღრუზინსკი ღორტურებიც პანიკაში არიან, იციან რომ მოევლებათ მალე.

    ОтветитьУдалить