წულუკიანის ნაქები სავიზო რეფორმა რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მოტივით ახსნა, აჟამინდელმა ხელისუფლებამ და შესაბამისად ქულა მიიწერა ქალბატონმა წულუკიანმა, საკმაოდ უსიამოვნო ისტორიის საფუძველი ხდება.
ყველა სხვა ჩვენთვის ამ დრომდე დაუდგენელი შემთხვეევბის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვთ, ეს შემთხვევა კი იმიტომ გახდა საჯარო რომ ეხება NDI-ს დირექტორს ლორი ტორნტონს. მისმა შვილებმა ვერ მიიღეს საქართველოს ვიზები იმიტომ რომ სავიზო განყოფილებაში სხვადასხვა ინტრუქციებს არიგებენ და არ არსებობს რაიმე ერთი პროცედურა ვიზის მისაღებად. ლორი ტორნტონის თქმით სავზო განყოფილების მიერ მიწოდებული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით ზუსტად დაიცვეს თუმცა დათქმულ დროს მისულებს განუცხადეს რომ მათ ვიზა ვერ მიიღეს დაგვიანების გამო. როგორც აღმოჩნდა, ვიდრე განიხილებოდა მისი შვილების ვიზების საკითხი, ინტრუქცია შეცვალეს და არ გაითვალსწინეს რომ უკვე გაცემული ჰქონდათ სხვა ინსტრუქციები(?!). ასევე ტორტონის განცხადებაში ნათქვამია რომ შეავსებინეს ელექტრონული აპლიკაცია, რომლეშიც ფულიც გადაახდევინეს და შემდეგ კი განუცხადეს რომ - "ონლაინ აპლიკაციის" ფორმა არ ითვლება!

მოკლედ ამ ისტორიამ NDI-ს დირექტორის შვილების ვიზების შესახებ, თვალსაჩინო გახადა ის თუ რამდენად მოუწესრიგებელია სახელმწიფო სერვისები და გარკვეულწილად ალბათ ესეც არის მიზეზი თუ რატომ იკლებს ტურისტების რაოდენობა.
ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ და გამოვრიცხოთ ის რომ ვიზიტორი არ არის ისეთი ცნობადი და გავლენიანი ორგანიზაციის თანამშრომელი და არის რიგითი მოქალქე თავისი ქვეყნის - რა გზას მონახავდა პრობლემის მოსაგვარებლად? ვერანაირს! რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ მივარდებოდა და წულუკიანის სახელი და გვარი საერთოდ გაგებულიც არ ექნება. შესაბამისად ჩვენ მთელს ერსა და ქვეყანას მიგვაგინებდა ერთი გემრიელად და წავიდოდა ისე რომ აღარასოდეს საქართველოსკენ არ გამოიხედავდა... მაგრამ!
ამ ისტორიამ გამახსენა ბიძინას მხრიდან არაერთხელ გამოხატული "აუტანლობა" ამ ორგანიზაციის და დარწმუნებული ვარ რომ ეს კონკრეტული და მიზანმიმართული პროვოკაცია იყო და არა კონკრეტულად ლორი ტორნტონის წინააღდმეგ, არამედ NDI-ს წინააღმდეგ. მათი საქმიანობით საქართველოში, ერთნაირად უკმაყოფილონი არიან ბიძინაც და კრემლიც. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნების შემდეგ გახდა შესამჩნევი თუ რა მეთოდებით იბრძოლებდა რუსეთი საქართველოში დასავლეთის გავლენის შესამცირებლად და სად დაარტყავდა! ყველაზე მეტი აუტანლობა კრემლში, სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სჭირთ, რადგან ეშინიათ ამ ორგანიზაციების.
ასევე შეხსენებისთვის - ბიძინას "სამოქალაქო სექტორში" გადაბარგებამ მაშინვე გამოიწვია ეჭვები რომ არასამთვარობოთა შორის კონკურენციის პრინციპი დაირღვეოდა და იქმნებოდა საშიშროება რომ ამ სეგმენტის მონოპოლიზება რუსული სცენარით მომხდარიყო, ანუ ხელისუფლების მხარდამჭერი "არასამთავროებოები" თვითონ შეექმნათ.
მოკლედ როგორც ვხედავთ ბიძინასთვის NDI-ი კონკურენტია ყველა ასპექტში - პოლიტიკურადაც, საქმიანობის თვალსაზრისითაც და იდეოლოგიურადაც. მათი არსებობა დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, ყველაზე მეტად არსებულ ხელისუფლებას არ აწყობს. იმიტომ რომ NDI-ს "ნაციონალების სიცრუის მანქანასთან" ასოცირება ვერფრით ვერ გამოვა, ბევრ ხმაურს გამოიწვევს და დადასტურებაც შეუძლებელი იქნება ასე რომ ძველი კომუნისტური მეთოდებით ებრძვის. მეთოდი კი ძალიან მარტივია - აგრძნობინო მთელი არსებით რომ გძულს!

Комментариев нет:
Отправить комментарий