Страницы

воскресенье, 22 февраля 2015 г.

გერაშენკო: ევროპამ იარაღის მოწოდებაზე პრაქტიკულად ემბარგო გამოგვიცხადა!

უკრინაის რადის დეპუტატმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ საკუთარი ფეისბუკის გვერდზე განცხადება გააკეთა უკრიანისათვის იარაღის მიწოდების თაობაზე.
გერაშენკოს ფეისბუკ სტატუსი ძირითადად მიძღვნილი იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე, რომელზეც აღბეჭდილია ხარკოვის ტანკმშენებელ ქარხანაში, უმოქმედოდ მდგარი უამრავი ტანკი, რომელთა ხილვაც უკრაინელებისათვის მოცემულ ვითარებაში გაუგებარი იყო. გერაშენკომ გადაწყვიტა თავად ჩასულიყო ხარკოვში და ადგილზე გაცნობოდა მდგომარეობას. ხარკოვის სატანკო ქარხნის გარდა, გერაშონკოს თქმით შემოიარა ყველა სამხედრო საწარმო რომელიც უკრიანაშია და დეტალურად სწავლობს თუ რა სიმძლავრეებს ფლობს დღეს უკრიანის სამხედრო წარმოება. მისი თქმით მოცემულ მომენტში უკრაინას, საკუთარი სამხედრო წარმოებით, არმიის მოთხოვნების 35-40% დაკმაყოფილება შეუძლია, ხოლო დანარჩენი უნდა იქნეს შესყიდული საზღვარგარეთ. გერაშონკო ეჭვს გამოთქვამს რომ ევროპელებმა იარაღის მიწოდებაზე, უკრაინას პრაქტიკულად "გაუხმაურებელი ემბარგო" დაუწესეს და მაგალითისთვის მოჰყავს ჩეხეთი. რომელიც თურმე პისტოლეტის ტყვიის კაფსულებით ამარეგებდა უკრაინულ საწარმოს და ისიც კი შეაჩერა (?!). შექმნილი დეფიციტის გამო გერაშენკო აცხდებს რომ დღეს მიემგზავრება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეიარაღების გამოფენაზე (IDEX-2015)  და შეეცდება უშიშარი მომწოდებლები იქ მოძებნოს. (წყარო)
 რაც შეხება საოციალურ ქსელებში გავრცელებულ უამრავ, უქმად მიგდებული ტანკების საკითხს - გერაშენკოს განცხადებით, ადგილზე გაეცნო ვითარებას და სპეციალსტებთან ერთად ის მარტივი კალკულაციაც გააკეთა, როელიც საჭირო იყო რემონტის რენტაბელობის დასათველელად და რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებში აქტიური "სამხედრო ექსპერტებისთვის", და დაასკვნა რომ იმ ტექნიკის აღდგენას არავითარი აზრი არ აქვს იმიტომ რომ საჭიროებს ძალიან ბევრ ფულს და კიდევ უფრო მეტ დროს, რომელიც უკრაინულ არმიას ეხლა არ აქვს.
  თავად ანტონ გერაშენკო, ჩემს მკითხველს დაამახსოვრებოდა ჟირინოვსკის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მისაღებში დარეკვის შემდეგ, რომელსაც სწორად გერაშენკო ელაპარაკა და ბევრ ჩვენთაგანს გული მოაფხანინა. (ბმული)
 რაც შეეხება გერაშენკოს მიერ გაკეთებულ რეპლიკას - ევროპის "ჩუმი ემბარგოს" შესახებ, ჯერჯერობით რაიმე დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა და ავტორს არ დაუკონკრეტებია ეს უბრალო "ირონიზება" იყო თუ მართლაც არის ამის ნიშნები?!  

Комментариев нет:

Отправить комментарий