![]() |
| NATO-ს ევროპული ძალების სარდლის მოადგილე გენერალი ადრიან ბრედშოუ |
პირველი რეაქცია ასეთ პანიკებზე რაც მაქვს, ეს არის კითხვა - აქამდე რად მიაჩნდათ მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში? რა არის მათი განმარტებით ომი? ისეთი შთაბეჭდიელბა მექმნება რომ ომს, პრო-რუსები ეძახიან მხოლოდ იმას რომ ვიღაც აუცილებლად რუსეთის ტერიტორიაზე უნდა შეიჭრას, სხვა შემთხვევებში ომს ომად არ თვლიან. ასე იყო ჩვენს შემთხვევაში რომელსაც "ერთა თვითგამორკვევის" საბაბით ხსნიდნენ და ასეა უკრაინაშიც. არაფერს ვამბობ რუსეთის მიერ იმ თვითნებურად მინიჭებულ ექსკლუზიური უფლებაზე, რომლის მიხედვითაც რუსები და მისი მხარდამჭერები თვლიან რომ უნდა მიაწოდონ მიაწოდონ იარაღი ყველას, ვისაც კი ჩათვლიან საჭიროდ მაგრამ როგორც კი მეორე მხარეს უჩნდება მხარდაჭერი ან დამხმარე ძალა, მაშინვე ტყდება ისტერიკა რუსულ და პრო-რუსულ მედიაში რომ დასავლეთი რუსეთს ესხმის თავს!
კერძოდ პრო-რუსების პანიკა გამოიწვია NATO-ს ბრიტანელი გენერლის ადრიან ბრედშოუს გამოსვლამ სამეფოს სამხედრო კველევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, რომლის დროსაც გენერალმა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე იალაპრაკა და აღნიშნა რომ ალიანსი მზად უნდა იყოს უახლოეს მომავალში, აღმოსავლეთ ევროპის ერთერთ ქვეყანაზე რუსეთს მხრიდან თავდასხმისთვის. გენერლის თქმით ანალოგიური მიზანმიმირთული ქმედებები შეინიშნებოდა ყირიმის ანექსიის წინა პერიოდებში (?!). გენერლის თქმით, ალიანსი ემზადება იმ საფრთხეებზე რეაგირებისთვის, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და მათ მიერ წარმოებულ ახალი ტიპის ე.წ. ჰიბრიდული ომის პირობებში მოქმედებებისთვის. გენერლმა აღნიშა რომ ალიანსმა უკვე მიიღო ზომები და ქმნის სწრაფი რეაგირების ძალებს, რომელიც ბრიტანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური და პოლონური კონტიგენტისგან იქმნება. გენერალმა ასევე აღნიშა რომ რუსეთის მოქმედებების შესაბამისად, ალიანსის ფარგლებში პარტნიორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ აღმოსავლეთ საზღვრებს და იმ დესტრუქციულ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი დგამს ამ მიმართულებით. გენერალ ბრედშოუს ინტერპრეტაციით დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის დღევანდელი ფორმატი, ეს არის - "მუდმივი დაძაბულობის რეჟმი" და ამ პერიოდში, მისი მოწოდების თანახმად, ალიანსის წევრებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ და პრევენცია მოახდინონ იმ მოქმედებებზე, რომლესაც რუსეთი ახორციელებს ალიანსის სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც უშუალოდ რუსეთს ესაზღვრებიან. გენერლის ინფორმირებულობის ხარისხიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნებებია ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის და არა მარტო მათთვის. გენერალმა ასევე ისაუბრა კრემლის პროპაგანდისტულ აქტივობაზეც და აღნიშნა რომ ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა ამ საკითხში აუცილებელი იქნება, რადგან სჭიროა შეიქმნას რუსულენოვანი მედია საშუალება, რომელიც რუსული პროპაგანდისტული საშუალებების მიერ ტრანსლირებულ აფსურდს დაუპისრისპირდება.საინტერესოა რომ გენერლის გამოსვლა სამხედრო კველევების ინსტიტუტში, დაემთხვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტს ბრიტანეთში. რომლის ფარგლებში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანთან შეხვედრაზე განიხილებოდა რუსეთის წინააღდეგ მისაღები ახალი სანქციათა პაკეტი. ბრიტანეთიდანვე დაანონსა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შესახებ ობამას გადაწყვეტილება, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
![]() |
| უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვადიმ პრისტაიკო |
ყოველივეს კი წინ უძღოდა 20 თებერვლას პუტინის გამოსვლა, რომლშიც მთავარი ხაზგასმა გააკეთა იმაზე რომ რუსული სამხედრო ძალაზე, უპირატესობის მოპოვება შეუძლებელია და ეს დაინახა ყველამ, ვისაც ილუზია ჰქონდა რომ რუსეთს სამხედრო საფრთხეებით აიძულებდა რამის გაკეთებას. პუტინი კმაყოფილია, შეიძლება ითქვას აღფრთოვანებულია რუსი სამხედროების მოქმედებით ყირიმის ანექსიის პრიოცესში და ეს არაერთხელ უთქვამს მას. მიუხედავად იმისა რომ მაშინ, პუტინიც და მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა თვალებში ნაცარს გვაყრიდა (ან თავად ვიყრიდით) და გვიმტკიცებდა რომ ყირიმში რუსული არმიის არცერთი ჯარისკაცი არ იყო!
ვითარებას ისეთი პირი უჩანს რომ ყველაფერი იმიჯის საკითხამდე მივა და გაჩნდება ლოგიკური კითხვა - ვის ან რომელ არმიას შეუძლია შეაჩეროს რუსეთი?


ვინც (შეაჩერა კი არა) უბრძოლველად დაფშვნა ბოროტების საბჭოთა იმპერია, მასვე ხელეწიფება რუსულ-ფაშისტური იმპერიის აღგვა პირისაგან მიწისა, ვითარცა მტვერი.
ОтветитьУдалитьდა ეს ჟამი კარზეა მომდგარი.
"...მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს...". (მთ. 19. 26.)
daijeret rusuli arniis chesachereblad xaxolebic sakmarisni arian gond cota xelis wakvraa sachiro da sec ikneba
ОтветитьУдалить