დღეს ინეტრნეტით გავრცელდა უკრაინელი აქტივისტების მიერ გადაღებული ვიდეო რგოლი, რომელზეც რუსული ტექნიკის გადაადგილებაა აღბეჭდილი. ვიდეო გადაღებულია ლიგანსკის ოლქში, ქ. კრასნოდონში. ამ ინფორმაციაში სიახლე ნამდვილად არაფერია უმრავლესობა მკითხველისთვის, თუმცა წინა დღეებში გავრცელებული
ინფორმაციიდან გამომდინარე საინტერესო ხდება რადგან სწორედ აღნიშნულ ქალაქში მოხდა ე.წ. "მოხალისე ტერორისტთა", რუსული სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ბატალიონის ალყაში მოქცევა და განიარაღება (ბმული). გავრცელებული ინფორმაციაში რომელიც თავად ტერორისტებმა გაავრცელეს, იდენტურ ტექნიკითა და ფორმებში გამოწყობილი სპეცრაზმელები იყვნენ ასახულნი. სამწუხაროდ ის ვიდეო რგოლი უკვე წაშლილია Youtube-დან. სავარაუდოდ ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლზე აღბეჭდილი სამხედრო კოლონა სწორედ ის "სპცედანიშნუელბის" რაზმია რომელზეც ტეროროსიტები იუწყებოდნენ.
ასევე გუშინ ტერორსიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია და ფოტოები, რომელშიც ვითომდა "უკროპებსთვის" წართმეული ჯავშანმანქანით ტრაბახობდნენ (ბმული) დღეს უკვე ცხადი გახდა ვისიც იყო. რა თქმა უნდა ისედაც ცხადი იყო რადგან ასეთი ჯავშანმანქანები უკრაინის არმიას არ ჰყავს და ისინი КамАЗ-ს უახლესი ჯავშანმანქანებია რომელიც მხოლოდ რუსეთის არმიას ჰყავს მთელს დედამიწაზე. საგულსიხმოა რომ ამ ტიპის ჯავშანმანქანები ჰყავთ რუსებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთის მე-7 ბაზაზე.
პარალელურად ტერორისტები ავრცელებენ ინფორმაციას რომ რუსეთიდან ФСБ-ს კურატორები ჩავიდნენ და მიმდინარეობს ლუგანსკში არსებული შეიარაღებულ მოხალისეთა ბატალიონების რეორგანიზაცია. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, კურატორებს მკაცრი ინსტრუქცია აქვთ მიცემული - მებისმიერი პროტესტი სასტიკად იყოს ჩახშული.

Комментариев нет:
Отправить комментарий