რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი პუშკოვის განცხადებით, თუკი აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, შესაძლოა დაიწყოს ბირთვული ომი. პუშკოვის თქმით აშშ მხარს უჭერს კიევში გაბატონებულ "ომის პარტიას" და მთელ ფინანსური რესურსს, რომელსაც კი იღებს ოფიციალური კიევი აშშ-დან, ახმარს შერაღებულ ძალებს.
პუშკოვმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკს - ომის პარტიის მხარდამჭერი უწოდა და ეს მტკიცებულება როგორც საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, ისე გაახმოვანა.
საინტერესოა რა ლოგიკით ხელმძღვანელობენ რუსი პოლიტიკსები, როდესაც ბრაზდებიან ამათუიმ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაზე დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, როდესაც თავად საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად შექმნილ ვითარების გამო პასუხი არ უგიათ?! რომელ პარტიას წარმოადგენენ პუშკოვი და მისი პატრონი პუტინი? რომლებმაც მეზობელ ქვეყნებს მდენი პრობლემა შეუქმნეს საკუთარი წარმოების იარაღითა და არმიით რომ წესით ამდენს თქმის უფლებას თავის თავს არ უნდა აძლევდნენ. თუმცა რუსებისგან გასაკვირი არაფერია, ისინ ხომ ალტერნატიულ, თავისი იმპერიალიტურ ამბიციების შესაბამისი "რეალობის" თავზე მოხვევას ცდილობენ დანარჩენ სამყაროსთვის. შესაბამისად რუსი პოლიტიკოსების ქცევა ვა-ბანკზე წასული მოთამაშის ქცევას ჰგავს, რომელ შემთხვევაშიც განცხადების შინაარსსა და კონტექსტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გამეორებულია ის მანტრა, რომელიც "იმპერატორ ვალოდიას" ესიამოვნება.
ზოგადად ბირთვულ ომის თემატიკა რუსების ერთერთი სყვარელ თემაა რადგან კარგად შანტაჟდება ამ მანტრებით საერთაშორისო თანამეგობრობა. თუ გახსოვთ 2008 წელსაც ანალოგიური სისულელეებით უჭედავდნენ ყურებს და თავს რუსეთის მოსახლეობასაც და ქართველ, შეშინებულ ობივატელსაც. ამ მუქრებსა და თემის წამოწევას მოჰყვა ერთერთი რუსი გენერლს განცხადება, რომელმაც განაცხადა რომ 1985 წლის შემდეგ, შახტებში არსებულ რაკეტებს არავითარი განახლება არ ჩატარებიათ და შესაბამისად ის ვერ გარისკავს იმ რაკეტების გასროლას, რდგან შესაძლოა ისინი შახტაშივე აფეთქდეს. აღნიშნული გენერალი უმალ გააქრეს და თუ სწორად მახსოვს ზედ მიაყოლეს კიდევ შვიდი მასსავით მოლაპარაკე გენერალი (გამომდინარე თემის აქტუალურობიდან უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ამ თემაზე სტატიას - თუ რა თქმა უნდა დარჩენილია ინტერნეტში შსესაბამისი წყაროები).
ამავე თემატიკას შეეხო საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი გერმანულ გამოცემა შპიგელისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც გარბაჩოვი ამბობს რომ ბირთვული ომის საშიშროება წარსულში დატოვეს, თუმცა თუ მოხდა დიდი ომის პროვოცირება, შესაძლოა ვიღაცას ნერვებმა უმტყუნოს და ბირთვული იარაღი გამოიყენოს.
უკრაინის აღმოსავლეთით მოქმედმა ტერორისტებმაც არ დააყოვნეს და მანტრა აითვისეს რომელიც ქვემოთ მოცემულ ვიდეო რგოლშია ასახული:

Комментариев нет:
Отправить комментарий