Страницы

пятница, 30 января 2015 г.

რუსი ძალოვნები მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადებიან! (ფოტო/photo)

რუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია და შესაბამისი ფოტო მასალა, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ რუსეთის ორ უმთავრეს ქალაქებში - მოსკოვსა და პეტერბურგში, პოლიციური ძალები გააძლიერეს.
რაიმე კონკრეტული მიზეზი რის გამოც შეიძლებოდა მომხდარიყო ქალაქებში პოლიციელთა რაოდენობის ზრდა არ დასახელებულა, თუმცა ბლოგერების ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში გაიმართა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების რამდენიმე თათბირი, რომელზეც ძირითადად განიხილებოდა მასობრივი გამოსვლების შემთხვევაში, არეულობების თავიდან აცილებისა და პრევენციის მექანიზმები. 

 ერთერთი ბლოგერი თქმით გასულ ღამეს პეტერბურგის ქუჩებში სეირნობისას შეამჩნია საგრძნობლად მომრავლებული პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა და ახალი "ავტო-საპყრობილეები" რომლებიც აქამდე შემჩნეული არ ყოფილა. მისი თქმით, სხვადასხვა ქუჩებზე მობილიზებულია ასობით პოლიციელი, ასევე საგრძნობლად არის გაზრდილი საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა და ეკიპაჟების შემადგენლობა. 
ქალაქების ქუჩებში გამოჩნდა გამარფრთხილებელი პლაკატები რომელიც აფრთხილებს ძირითადად ინტერნეტ მომხმარებლებს რომ თავი შეიკავონ ხელისუფლების კრიტიკისა და ექსტრემისტული მოწოდებებისაკენ, რომლის გამოც შესაძლოა მიიღონ "რეალური სასჯელი".
 პრაქტიკულად მოსალოდნელიც იყო რომ ასეთი ღონისძიებებს ექნება ადგილი, პუტინის ხელისუფლების მხრიდან რადგან საფრთხე მასობრივი გამოსვლებისა რუსეთში, დღითიდღე მატულობს. მიუხედავად კრემლის პროპგანდის აქტიური მტკიცებისა რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რუსეთის მოსახლეობა ჯერ ვერ გრძნობს სანქციების შედეგსო, სინამდვილეს არ შეესაბამება რადგან ძალიან ბევრი სხვა ინფორმაცია არსებობს, რომელიც ოფიციალური თვალსაზრისის სასაგრებლოდ არ მეტყველებს. 


Комментариев нет:

Отправить комментарий