რუსული არმიის საბრძოლო ვერტმფრენები უკრაინის საზღვრებთან აქტიურ წვრთნებს გადიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სწავლებაში მონაწილეობენ МИ-28Н "Ночной охотник" და МИ-8АМТ "Терминатор"-ის ტიპის ვერტმფრენები.
სწავლებისას, საფრენი აპარატების ეკიპაჟები ხვეწენ მოძრავი და უძრავი ობიექტების აღმოჩენისა და განადგურების უნარჩევებს, ასევე უმართავი საავიაციო რაკეტებით სროლას და ა.შ. აღნიშნული სწავლება სამხერთ სამხედრო ოლქის საავიაციო პოლიგონზე მიმდინარეობს.
სწავლებისას, საფრენი აპარატების ეკიპაჟები ხვეწენ მოძრავი და უძრავი ობიექტების აღმოჩენისა და განადგურების უნარჩევებს, ასევე უმართავი საავიაციო რაკეტებით სროლას და ა.შ. აღნიშნული სწავლება სამხერთ სამხედრო ოლქის საავიაციო პოლიგონზე მიმდინარეობს.
როგროც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფრმაციიდან ირკვევა, სწავლებები მხოლოდ ერთ რომელიმე სამხედრო ოლქში არ მიმიდინარეობს და რუსული სამხედრო ავიაციის თითქმის ყველა კომპონენტი ჩართულია სწავლებებში.
სავარაუდოდ რუსული ავიაციის ასეთი აქტიურობა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციითაც დასტურდება, უნდა მეტყველებდეს უკრიანის კრიზისის გართულების ხარისხზე, რომელშიც ალბათ უახლოეს მომავალში რუსული ავიაციის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ. საერთოდ საოცარია რომ უკრიანის კრიზისში საავიაციო კომპონენტი ძალზედ იშვიათად გამოიყენება ორივე მხრიდან. რუსები ალბათ ასეთი ნაბიჯისაგან თავს იკავებენ იმიტომ რომ საფრენი აპარატების ფრენის მარშუტებისა და კუთვნილების დადგენა ძალზედ ადვილია, ხოლო უკრაინელები არ იყენებენ ავიაციას სავარაუდოდ იმიტომ რომ ჰაერთავდაცვითი მობილური საშუალებები, რუსებმა საკმარისზე მეტი შეზიდეს უკრაინის ტერიტორიორიაზე.
გამოზაფხულებასთან ერთად უკრაინის კრიზისის, კიდევ უფრო გართულებას უნდა ველოდოთ, მით უმეტეს რომ რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს იმაზე რომ მხარეთა შორის უთანხმეობა, მოლაპრაკებების გზით არ გადაწყდება და პუტინს გადაწყვეტილი აქვს, ერთხელ უკვე ვა-ბანკზე წასული, მყარად დარჩეს ამ თამაშის ერთგული, თუმცა კი სადამდე მიიყვანს მას ეს თამაშები და მანიპულაციები, უახლოესი მომავალი გვაჩვენებს!

Комментариев нет:
Отправить комментарий