Страницы

понедельник, 29 декабря 2014 г.

რუსეთის ტერორისტი ქვეყანაა - ოდესაში ანტიტერორისტული მოქმედებები დაიწყო (ვიდეო/video)

უკრაინის ტერიტორიაზე, სხვდასხვა დასახლებულ პუნქტებში ბოლო კვირების განმავლობაში, ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებით.
როგორც ჩანს პუტინმა და მისმა გენშტაბმა გადაწყვიტა ბრძოლა დევერსიული მეთოდებით განაგრძოს რომ უკრაინული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს. ამაზე მეტყველებს ის ისტერიკა, როემლიც რუსულ საინფორმაციო სივრცეშია ატეხილი და უკრაინის ტერიტორიაზე 5 კაცი თუ სადმე ერთად გაჩერდა, მაშინვე "რეჟიმის" დასარულის-დასაწყისად რაცხავენ ამ თავყრილობას. სხვა მიზანს წარმოუდგენელია ეფუძნებოდეს ეს აფეთქებების სერია. 
მხოლოდ ოდესის ტერიტორიაზე, გასული თვის განმავლობაში ხუთი ტერორისტული აქტი განხორციელდა. გუშინ ასევე აფეთქება მოხდა ხერსონში. რადმენიმე დღის წინ კი, აგრეთვე ოდესაში ერთმანეთის მიყოლებით 23 დეკემბერს ჯერ სარკინიგზო ხაზი ააფეთქეს, შემდეგ კი 24 დეკემბერს აფეთქება მოხდა ქალქის ცენტრში, "მეიდანის" აქტივისტების ოფისთან. კიევის ერთერთ რაიონში ასევე უკრაინის უშიშროების სამსახურმა, დააკავა დივერსანტი რომელსაც თან ჰქონდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, საბედნიეროდ ტერაქტის მოწყობა ვერ მოსაწრო. ასევე ვერ მოასწრო, ხარკოვში განზრახულის სისრულეში მოყვანა ქალმა ტერორისტმა, რომელიც ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობით იქნა დაკავებული.  23 დეკემბერს მარიუპოლში ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი, რომელიც ასევე უმსხვერპლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ჯერჯერობით ასეთი მრავალრიცხოვანი ტერორისტული აქტების სერიას, მხოლოდ ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა. ექსპერტების განცხადებით ეს იმიტომ ხდება რომ ტერაქტების შესასრულებლად ჯერჯერობით დილეტანტებს უშვებენ, თუმცა კი ასაფეთქებელი მოწყობილობები პროფესიონალურად არის დამზადებული. ერთერთ უკრაინულ ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, "პროფესიონალმა დივერსანტმა" ვინმე "ივანმა" განაცხადა რომ მოქემედების თავისებურების მიხედვით, აქამდე განხორციელებული ტერაქტების მხოლოს მცირე ნაწილია პროფესიონალების მიერ განხორციელებული, დანარჩნი კი დილეტანტების ნახელავია. თუმცა მისივე განცხადებით რუსეთის სპეცსამსახურები, სპეციალურად მოწყობილ საწვრთნელ ბაზებზე ამზადებენ პროფესიონალ დივერსანტებს, რომელთა უკრაინაში გადასროლის ბრძანებასაც პირადად პუტინი გასცემს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ იქნებიან გამოყენებულები. "ივანის" განცხადებით ყველა ის მოწყობილობა რომელიც გამოყენებული იქნა ბოლო ტერაქტებისას, მაღალი კლასის პროფესიონალების მომზადებულია (წყარო).
პარალელურად, გაზრდილი ტერორისტული საფრთხისა, ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში, შედარებითი სიმშვიდეა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ფართომაშტაბიანი შეტაკებები აღარ ხდება. არც მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება მომხდარა ბოლო დღეების განმავლობაში. ინციდენტები რომელიც კი მოხდა, მხოლოდ კონტაქტური ბრძოლები იყო რამდენიმე ბლოკპოსტთან.
უნდა აღინიშნის რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ტერორისტული აქტების მოწყობის კარგი გამოცდილება აქვთ, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე. ალბათ ყველას გვეხსოვს საქართველოს ტერიტორიაზე განხოირციელებული ტერაქტები, მათ შორის ყველაზე სისიხლიანი გორის პოლიციის შენობასთან. ამ გამოცდილებას ეხლა უკრიანის წინააღდმეგ იყენებენ და სავარაუდოდ ხვეწენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ რუსეთი დეკლარირებული "ცივილიზებული" ქვეყნიდან, ტერორისტ ქვეყანად გადაიქცა, ეს კი სერიოზული პასუხისმგებლობის საკითხია და ძალიან მინდა მჯეროდეს რომ ამ პასუხისმგებლობას რუსეთი, თავისი დღევანდელი მმართველითა და მისი მხარდამჭერებით, კოლექტიურად პასუხს აგებენ ჩადენილი დანაშაულებებისთვის.  
პუტინის ჰიბრიდული ომი უკრაინასთან გრძელდება!
     

Комментариев нет:

Отправить комментарий