Страницы

понедельник, 29 декабря 2014 г.

რუსეთის უახლეს ისტორიაში ალკოჰოლი პირველად იაფდება!

ვრცელდება ინფორმაცია რომ "Росалкоголърегулирование" გამოვიდა ინიციატივით, ალკოჰოლზე მინიმალური საცალო ღირებულება არსებული 220 რუბლიდან, 185 რუბლამდე შემცირდეს. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია რომ ლეგალური ალკოჰოლის მაღალი საცალო ფასით, უკმაყოფილება ვლადიმერ პუტინმა, რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. 

საოცარია პირდაპირ, მხოლოდ 2014 წლის განმავლობაში, საცალო ფასი ლეგალურ ალკოჰოლზე 2 ჯერ გაიზარდა: - მარტსა და აგვისტოში. მაშინ საცალო ფასის მზარდობას არალეგალური ალკოჰოლის წნააღდემგ ბრძოლით ხსნიდნენ, თუმცა ეხლა რატომ გადაწყვიტეს რომ აღარ არის საფრთხე არალეგალური აკოჰოლის წარმოებისა და ბაზარზე შეტანის, არავინ იცის. 
ეს ამბავი გახარებულ ქართველ "მესპირტეებსაც"(და არა მეღვინეები) არ მოეწონებათ, რადგან მათი შემოსავლები დაიკლებს და ისედაც არასტაბილური რუსეთის ბზარი კიდევ უფრო უინტერესო გახდება (ვისაც ეწყინა ცივი წყალი დალიოს) . 
ალბათ ნებისმიერ მკითხველს, პირველად რაც თავში მოუვიდა ეს არის ის რომ პუტინმა, ერთგვარი "ანტიდეპრესიული" საყოველთაო პროექტის განხორციელება დაიწყო იმ ფონზე როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ ჯურღმულში ჩააგდო. მოსახლეობას დარდების გასაქარვებლად იაფ ალკოჰოლს სთავაზობს. სხვა ვერაფრით აიხსნება ის რომ ანტიალკჰოლური კამპანიის ისეთი სიმძლავრით დაწყება, როგორც ეს 2012 წლიდან დაიწყო და პრაქტიკულად დღემდე გრძელდებოდა, ასე ერთი ხელის მოსმით შეაჩერეს. რუსების ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება პუტინისთვის მიუღებელი იყო და ამის გამო მოხდა რომ მაშინ, აიკრძალა 23 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა, მათ შორის ლუდისაც და დაიწყო ფასების მომატება. ის ლოგიკა რომ არალეგალურ ალკოჰოლის წარმოებას ებრძოდნენ ფასების მომატებით, ცოტა არ იყოს აბსურდული არგუმენტია რადგან პირიქით არის და ეს კანონზომიერებაა. იაფი პროდუქტის ფალსიფიცირება არ ხდება, ხოლო ძვირადღირებულებისა და ძნელად მოსაპოვებელის რამდენიც გინდა. 
მაშ რას უნდა ნიშნავდეს ეს ნაბიჯი? იმას ხომ არა რომ მასობრივი მოხმარების პროდუქტებით (ასეთ კატეგორიაში გადის რუსეთში ალკოჰოლი) მცირედი იმპულსი მიეცეს ეკონომიკას და მწარმოებლებს, რომელთაც მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში წარმოება 35% შეამცირეს დაბალი გაყიდვების გამო. ხოლო დაბალი გაყიდვები კი მაღალი ფასით და მოსახლეობისათვის შემოსავლების კლებით იყო განპირობებული. ხოლო მოსახლეობამ დარდები ალკოჰოლით გაიქარვოს... პუტინის ამ პროექტს შეიძლება ეწოდოს - "Приятное с полезным" საკითხავია მხოლოდ ვისთვის რომელი?!   

Комментариев нет:

Отправить комментарий