დღეს მთელი ცივილიზებული და არცივილიზებული სამყარო, პუტინის მიერ ახალი სამხედრო დოქტრინის დამტკიცების შესახებ ლაპარაკობს, არჩევს და ყველა თავის მხრივ იმ ნაწილს გამოყოფს, რომელიც მეტნაკლებად მათ ქვეყნებს ეხება.
ამ დოქტრინაში არის ახალი ჩანაწერები რომელიც საქართველოსთვის საყურადღებოა და ნიშავს იმას რომ საქართველოს მიმართ მომდინარე საფრთხეები რუსეთიდან, ამ ქვეყნის სამხედრო დოქტრინაშია ჩაწერილი. კერძოდ რუსეთის სამხედრო დოქტრინის ახალ რედაქციაში შესულია ქვეყნის მოკავშირეებთან ურთიერთობბებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახე ჩანაწერი, რომელშიც პირველად არის მოხსენიებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრნველყოფის ვალდებულბა, რომელსაც თავის-თავზე იღებს რუსეთის.
ამაზე ზაქარეიშვილი ალბათ იტყვის - ახალი არაფერია, რუსეთმა ისედაც გააფორმა აფხაზებთან ხელშეკრულება და ისედაც ყველამ ვიცით რომ გვართმევსო! მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ბრძოლას და წინააღდმეგობის გაწევას ყოველთვის აქვს აზრი და ერიც, ადამიანივით არასოდეს არ უნდა დაემორჩილოს უსამართლობის მქადაგებელსა და განმხორციელებელს, რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს ის.
ის რასაც რუსეთი თავის დოქტრინაში ღაღადებს, აფხაზ და ოს სეპარატისტთა მიერ შექმნილ ე.წ რესპუბლიკების შესახებ, არის ის რომ ოფიციალურად აფორმებს რუსეთი საქართველოს ამ ძირძველი რეგიონების ანექსირებას. ამას მოჰყვება ის რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან რუსული საზღვარი გადმოიწევს იქ სადაც ეხლა ოკუპაციის ხაზი გადის და მთელი ის სამუშაოები რომელიც გასული წლების განმავლობაშ მიმდინარეობდა ამ ზოლის გასამაგრებლად, მიმართული იყო იქითკენ რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. როგორც ყველა ვხედავთ აღნიშული პროექტი რუსეთმა განახორციელა წარმატებით და ხელის შემშლელიც არავინ აღმოჩნდა ქვეყანაში. ხელისფულებას არ ჰყოფნის იმდენი გამბედაობა რომ რუსეთთან თანასწორ დონეზე ელაპარაკოს და ამაშია მთელი პრობლემა.
ძალით უკუვაგდებ ხოლმე აზრს რომ ის რასაც ხელისუფლება დღეს აკეთებს რუსეთთან მიმართებაში, არის მიზანმიმართული და მოსკოვიდან მართული პროცესი, მაგრამ ასეთი გაძალიანება, პირველივე ლოგიკური განსჯისას ქარწყლდება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს რომ კრემლთან შეთანხმებით ხორციელდება ძალიან ბევრი პროცესი, რომლის შედეგებსაც დღეს თუ ვერ ვხედავთ, ან არ დავინახავთ, ხვალ უბრალოდ ფაქტის წინაშე აღმოგვაჩენს და დამთავრდება «სახელმწიფო საქართველო»!
ასეთ შედეგამდე მიგვიყვანს მაგალითად ისეთი მსჯელობა როგორიც დღეს, პაატა ზაქარეიშვილმა და თინა ხიდაშელმა შემოგვთავაზეს, პრემიერ ღარიბაშვილისთვის ტაბულას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, პასუხის ინტერპრეტირებისას. ზაქარეიშვილი ვერ მიხვდა როგორ შეიძება იყოს პუტინი ქვეყნის მტერი, ჩვეული სულელური სახის გამომეტყველბა მიიღო და ვერ მიხვდა რას გულისხმობდნენ ჟურნალისტები. ისე კარგი იქნება თუ ვინმე გადაუგზავნის ამ არსებას იმ პირთა სიას რომლებმაც თავისი სახელი დატოვეს ისტორიაში როგორც სხვა ერების მწვალებელმა და ამაოხრებელმა. ჩვენივე ისტორიაში ბევრი სახელი და გვარია, რომელიც წესით ზაქარეიშვილს უნდა ესწავლა თავის დროზე. ვერ დავიჯერებ რომ ზაქარეიშვილს მუვან-ყრუ ან შაჰ აბასი, რომელიმე სახელმწიფოს ძველებური სახელწოდება ჰგონია. ხიდაშელის თქმით კი პრემიერი «ვაჟკაცურად» მოიქცა როდესაც ამ კითხვას არ უპასუხა რადგან - «კაცი აპირებს პუტინთან შეხვედრას და იქიდან შედეგების, ქვეყნისთვის სასასრგებლო შედეგების წამოღებას» - ასეთი მტკნარი სისულელე არ გამიგია ჯერ. არა როგორ არ გამიგია ქვეყნის ბრძენთა-ბრძენი ნაკლებებს ამბობს ხოლმე მაგრამ, მეტნაკლებად ლოგიკის მქონე პოლიტიკოსისგან გამიკვირდა. რომელ შედეგებზე ლაპარაკობს ქ-ნ ხიდაშელი როდესაც ეს «არა მტერი» პუტინი, ქვეყნის ტერიტორიებს ისაკუთრებს და არც არაფერს ეკითხება საქართველოს ხელისუფლებას. არცერთი ნაბიჯი, რომელიც კი იმის თქმის საფუძველს მოგვცემდა რომ რუსეთმა რაღაც ნაწილში მაინც დაიხია უკან საქართველოსთან მიმართებაში, არცერთი შედეგი მოლაპრაკებებიდან რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში იქნება. არცერთი! მეტი რაღა უნდა გააკეთოს რუსეთმა და პირადად პუტინმა რომ მტრად აღვიქვათ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ? დღეს ხომ გაცილებით უფრო ადვილია საკუთარი პრობლემის, ჩვენი პარტნიოერებისათვის გაზიარება და ამით რუსეთისათვის პრობლემების დამატება, რომელიც მისი იმეპრიული ამბიციების დასამარებას ემსახურება. თუ შევეგუეთ იმ აზრს რომ საქართველო არ შეიძლება იყოს ამ ბოროტების იმპერიის დასამარების პროცესიის მონაწილე? რატომ? რა დამსახურება აქვს რუსეთს ასეთი, ქართველი ერის წინაშე?
ის რაც დღეს გამოქვეყნებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში წერია ნიშნავს იმას რომ წარსულში მტრად ტრანსფორმირებული -ოსი და აფხაზი სეპარატისტები, რუსეთმა ჩაანაცვლა და ის გახდა «ნებაყოფლობით», დოკუმენტურად დასასტურებული მტერი ჩვენი სახელმწიფოსთვის (თუ აქამდე ვინმე მართლა თვლიდა რომ აფხაზები და ოსები იყვნენ პრობლემა და არა რუსეთი).
ესეც თქვენ ბ-ნ პრემიერ-მინისტრად წოდებულო, რუსეთის ალიყური თქვენს «ვაჟკაცობაზე» - პაპზე დიდი კათოლიკეობა მოინდომეთ მაგრამ არ გამოგივიდა რადგან თავად რუსები არ მალავენ რომ ჩვენი მტრები არიან!

es mTavroba aSkarad marionetulia da ruseTume!
ОтветитьУдалить