ვიდრე თბილისში პოლიტიკური გამიშვი-დამიჭით არიან დაკავებულნი პოლიტიკოსები, ოსი სეპარატისტები და მათი მოძმენი, რეაბილიტირებული როკის გვირაბის გახსნას ზეიმობენ.
დღეს როკის გვირაბთან მივიდნენ პოლიტიკოსები და მოძმე რუსეთთან, გზის ამ მონაკვეთის მნიშვნელობაზე საზეიმო ვითარებაში ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი თეიმურაზ მამსუროვი, რომელიც პრაქტიკულად ღონისძიების მასპინძელი იყო რადგან საზეიმო აღნიშვნა მოხდა, გვირაბის სამხრეთ გასასვლელთან.
სეპარატისტების მედიაში სტატიები დაიბეჭდა, რა თქმა უდნა ძველი კომუნისტური სულისკვეთებით გამსჭვალული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ გვირაბს რუსეთთან ურთიერთობაში და ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის საქმეში.
რა თქმა უნდა რომ გახსნის ცერემონიიდან ვიზუალური მასლა გავრცელდა და მთელმა სამყარომ იხილა, როგორი იყო ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მოვლენა.
როკის გვირაბი რეაბილიტაციისთვის 2010 წელს ნაწილობრივ დაიკეტა და დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დაფინანსება მთლიანად რუსეთის ბიუჯეტმა აიღო თავის თავზე და სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალურ ბიუჯეტს, ოს სეპარატისტებთან და საკუთარ საჯარისო ნაწილებთან კომფორტული კომუნიკაცია 20 მილიარდი რუბლი დაუჯდა.
ჯერ არ ვიცი ვინ არის საქართველოს ხელისუფლება და ვინ უნდა შეაფასოს ეს მოვლენა ისე როგორც საჭიროა, ან ვის უნდა ქონდეს ამაზე რეაგირება მაგრამ ერთი რამ ნათელია რომ რუსეთის ამხელა ხარჯები, რა თქმა უდნა ოსი სეპარატისტების კეთილდღეობისკენ მიმართული ნაბიჯი არ არის და მას უფრო შორის მიმავალი დანიშნულება აქვს. ეს "დანიშნულება" კი საქართველოს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც დღეს არის შექმნილი სახელმწიფოში.
ნიშანდობლივი და ყურადღება მისაქცევია მაგალითად კოკოითის გამოხტომა თრუსოს ხეობის შესახებ. აფხაზებთან დაწყებული პოლიტიკური დიფუზიის შემხედვარე ოსები, საკუთარ მოთხოვნებს აფხაზებთან შედარებით, უფრო ღიად და უხეშად აყენებენ. აფხაზებს თუ კიდევ აქვთ რაღაც შიდა განხილვის პროცესი, რუსეთთან გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ, ოს სეპარატისტებს საერთოდ არ აქვთ არავითარი წინააღდმეგიობრიობა და სამი ხელით თანახმანი არიან რუსეთთან გაერთიანებაზე.
ისე შეხსენებისთვის გეტყვით რომ თიბილოვმა, ე.წ. პრეზიდენტად მოსვლის დღიდანვე, პირობა დადო რომ მისი მმართველობის უმთავრესი მიზანი, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა იქნებოდა.(ბმული)
ტემპერატურამ კიდევ უფრო აიწია და საქართველოს შიდა პოლიტიკური გარჩევები ეხლა, ამ საფრთხეს კიდევ უფრო უყურადღებოდ ტოვებს. რა თქმა უნდა ზაქარეიშვილის იმედი, რაიმე მკვეთრი რექციის მხრივ არ უნდა გვქონდეს. ის ალბათ გამოვა და იტყვის რომ ეგ გვირაბი ისედაც მანდ იყო და თუ გაალამზეს ამის გამო ვის მოვთხოვო პასუხიო... ეს მისი ჩვეული სტილია უკვე, მაგრამ დაფიქრებად ღირს და ასე გულგრილები არ უნდა ვიყოთ რუსული საფრთხის მიმართ, არცერთ ვითარებაში!







FUCK PUTIN !!!!!!!!!!!
ОтветитьУдалитьვალოდია პუტინის დედას შევეცი / Fuck Valodia Putin / No Occupation !!!!!!!!!!!!!
ОтветитьУдалить► https://www.facebook.com/valodiaputinisdedasseveci